ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

Sex & Drugs & Rock'N'Roll

Sex & Drugs & Rock'N'Roll

ამსტერდამის აიაქსი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელსაც ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აკადემია აქვს. 2000-იანი წლების პირველი ნახევარი ნიდერლანდური გუნდის სკოლისთვის განსაკუთრებული გამოდგა, მაშინ ბავშვთა აღზრდასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ხელმძღვანელობდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ვან დერ ვაარტი და უელსი სნეიდერი ყველაზე ძლიერი აიაქსის ნაკვალევზე აგრძელებდნენ თამაშს, იმ აიაქსისა, რომელმაც 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2002/03 წლებში გუნდი თითქმის სრულად ისეთი ფეხბურთელებისაგან შედგებოდა, რომლებიც მთელ ევროპაში გაიფანტნენ და ვარსკვლავების სტატუსი მიიღეს. ამ კოლექტივის ერთერთმა წევრმა კი, საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახერხა და მისი კარიერა ნელ-ნელა დაეშვა ფსკერზე. ამას კი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ალკოჰოლი, აკრძალული ნივთიერებები და ქალები.

ნიდერლანდელი ენდი ვან დერ მეიდე იმდროინდელი ტიპური ფლანგის შემტევი ნახევარმცველი გახლდათ: კარგი დრიბლიორი, რომელიც მზად იყო მეტოქის განაპირა მცველზე პირდაპირ წასულიყო, მოეტყუებინა და საჯარიმოში თანაგუნდელისთვის ზუსტი პასი გაეკეთებინა. ენდი ძალიან სწაფი, ჭკვიანი, ტექნიკური და საერთოდაც, ამსტერდამულ კლუბში ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტი იყო. იმ პერიოდისთვის ლუიშ ფიგუსთან შედარება გადაჭარბებული სულაც არ გახლავთ.

2000-2003 წლებში ვან დერ მეიდე "აიაქსი" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. 2002 წელს გუნდთან ერთად ოქროს დუბლი მოიგო: ქვეყნის ჩემპიონი გახდა და თასიც დაისაკუთრა. სწორი კროსებითა და ბრწყინვალე დრიბლინგით ენდი პერსპექტიული ახალგაზრდისაგან გუნდის ვარსკვლავად გადაიქცა, მის საგოლე გადაცემებს კი გუნდისთვის ქულები მოჰქონდა და მოჰქონდა.

რასაკვირველია, აიაქსში მისი გამოსვლა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა 2002 წელს ენდი ეროვნულ გუნდში იხმო. დებიუტიც კარგი გამოუვიდა - ამერიკის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დევიდ რიგისის შეცდომით ისარგებლა, კეისი კელერს გაცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 2:0 ევროპელების სასარგებლოდ.

კონტრასტი იმისა, თუ როგორ განვითარდა ვან დერ მეიდესა და ამსტერდამულ გუნდში მის ერთერთ ყველაზე ახლო მეგობარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა, ზედმეტად გულდასაწყვეტია. არა და ორივემ ერთნაირად დაიწყო: ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, მსოფლიო მათ ფეხქვეშ აღმოჩნდა, გულშემატკივრები მათზე გიჟდებოდნენ და უამრავი ადამიანის საოცნებო ცხოვრება ჰქონდათ, ადგილობირივი მეფეებივით იყვნენ განცხრომაში.

ზლატანი ძველ მეგობარზე ყოველთვის თბილად ლაპარაკობდა, 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში კი იხსენებდა:

"ჩვენ ბანდა ვიყავით, გიჟების ერთიანობა. მე, მიდო და ვან დერ მეიდე. ისეთი განცდა მქონდა, რომ ენდი უსიტყვოდ მიგებდა, მე კი მისი აზრების წაკითხვა უმარტივესად გამომდიოდა. ვგრძნობდი, თითქოს ჩემსა და მიდოსთან ერთად გაიზარდა ერთ რაიონში. ხალხი ენდიზე ამბობდა: "ის უცნაურია, მასთან უერთიერთობა კი ძნელი", თუმცა როცა ვან დერ მეიდე პირველად ვნახე, მომეჩვენა, რომ ერთი ტესტიდან ვიყავით შექმნილები."

2003 წლის ზაფხულში, 24 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც აიაქსში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა, ენდიმ კონტრაქტს ხელი მილანის "ინტერთან" მოაწერა, გუნდთან, რომელიც სერია A-ში მეორე ადგილზე გავიდა. სატრასნფერო თანხა 12 მილონი ევრო იყო. ეს ვან დერ მეიდესთვის უდიდესი შანსი იყო, წარმოეჩინა საკუთარი ტალანტი უმაღლეს დონეზე, თუმცა იქამდე ქვეყნებს შორის არსებული მენტალური განსხვავება უნდა დაეძლია.

ვან დერ მეიდე აღარ გახლდათ პატარა გუბის უდიდესი თევზი, არამედ ერთი ბიჭუნა იყო ვარკსვკლავების გარემოცვაში, უმაღლესი მოთამაშეების კოლექტივში, როგორებიც კრისტიან ვიერი, ალვარო რეკობა, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი და სხვები იყვნენ. ყოფილი თანაგუნდელი, იბრაჰიმოვიჩი, იგივე მოცემულობას შეეჯახება, როცა 1 წლის შემდეგ იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.

ენდიმ კონკურენციას ვერ გაუძლო, ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა. ინტერში გატარებულ 2 წელში მხოლოდ 54 მატჩი ჩაატარა და 2005 წელს მისი ხელშეკრულება ევერტონმა 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

სანამ ნიდერლანდელი ინტერის ძირითადში მოხვედრას ცდილობდა, ევერტონმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია: ინგლისის პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, თანაქალაქელ ლივერპულსაც კი გაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირისთვის მზადების პროცესში ყველაზე შესაფერისი ფეხბურთელების მოძებნა დაიწყო, რათა შემადგენლობა გაეძლიერებინა.

ევერტონში ვან დერ მეიდეს გარდა სხვა ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ: პერ კრიოლდრუპი, ნუნუ ვალენტე, ფილ ნევილი. ენდის ასე იაფად შეძენა ლივერპულელებმა გამარჯვებად ჩათვლეს, რადგან ისე ჩანდა, რომ ასეთ მაგარ ფეხბურთელს ევერტონის ნახევარდაცვაში დამატებითი ნაპერწკალი უნდა აენთო და გუნდის ფორვარდები საგოლე გადაცემებით მოემარაგებინა. ნიდერლანდელის საკუთარი რიგებში ხილვა მონაკოსაც სურდა, თუმცა ევერტონმა უკეთესი პირობები შესთავაზა...

ავტობიოგრაფიულ წიგნში Geen Genade (დაუნდობელი), რომელიც 2012 წელს გამოსცა, ენდი წერს:

"მილანში საკმაოდ კარგი ხეფასი მქონდა, თუმცა ევერტონმა კვირაში 37 000 ევრო შემომთავაზა, ორჯერ მეტი, რასაც ინტერში ვიღებდი." იმ დროისთვის ნიდერლანდელი სქაუზერების ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. ეგ კი არა, გუნდში დებიუტისთვის 3 თვე დასჭირდა, რადგან ინგლისში ტრავმირებული ჩაფრინდა...

პერმანენტული ტრავმის გარდა, ევერტონში ენდის სხვა უფრო ძლიერი ძალები ებრძოდნენ. ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობელემები ვან დერ მეიდეს ჯერ კიდევ მილანში ყოფნის დროს დაეწყო.2005 წელს, BBC Radio 5 Live-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველმა გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი:

"იტალიაში შინაბერასავით ვცხოვრობდი, სახლიდან არ გავდიოდი, მხოლოდ ვარჯიშებსა და მატჩებზე, თუმცა როცა გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვითამაშებდი, ყველაფერი გაუარესდა. ჩემთვის ეს გაქცევასავით იყო, ვსვამდი და ფეხბურთზე აღარ ვფიქრობდი. დეპრესიაში ჩავვარდი. ფეხბურთის თამაშის ნაცვლად მხოლოდ ვსვამდი და ფსონებს ვათავსებდი."

ევერტონში გადასვლამ არაფერი შეცვალა, მეტიც, მაღალმა ხელფასმა უფრო დაახლოვა ალკოჰოლთან. ევერტონთან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ნიდერლანდელმა ზედმეტად ხელგაშლილი ცხოვრება დაიწყო. The Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენდიმ განაცხადა:

"ტრანსფერიდან მიღებული თანხით ფერარი ვიყიდე, ავტოსალონიდან გამოსვლის შემდეგ პიველი გაჩერება ლივერპული ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილი, Newz Bar გახდა. საკმარისი დოზის მიღების შემდეგ, საჭესთან დავჯექი და უახლოეს სტრიპტიზ კლუბში წავედი. ლივერპულის ცენტრში მდებარე სტრიპრიზ კლუბში დათრობა მთლად კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა ალკოჰოლი და შიშველი ქალები ძალიან მინდოდა."

კარგად არც საფეხბურთო საქმეები მიდიოდა. ყველაფერთან ერთად ენდის ტრავმები აწამებდნენ, როგორც ძველი, ისე ახალი დაზიანებები: 2006 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინა ვარჯიშზე ენდიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანზე 6 თვე ვეღარ გამოვიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვე დასრულდა მისი ლივერპულური კარიერა.

BBC Radio 5 Live-სთან ინტერვიუში ნიდერლანდელი იხსენებს:

"ეს 6 თვე ისე არ ვცხოვრობდი, როგორც პროფესიონალს შეეფერება. ეს ჩემთვის პრობლემებზე ფიქრისაგან თავის არიდების საშუალება იყო. რაც მომინდებოდა, იმის გაკეთება შემეძლო, რადგან ბევრი ფული მქონდა. შემეძლო გოგოები "დამეთრია", მეყიდა ყველაფერი, რაც მინდოდა. რელსებიდან ადვილად გადავედი, რადგან შემზღუდავი არაფერი იყო. გამოვდიოდი სახლიდან, ვსვამდი და რეალობაზე აღარ ვფიქრობდი."

ვან დერ მეიდეს პრობლემები კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა: უთანხმოებები დევის მოიესთან, ახალდაბადებული შვილის ჯანმრთელობის პრობლემები, ალკოჰოლიზმი. ბოლოს, უძლობაც დასჩემდა და 2 წელი ევერტონის ექიმის კაბინეტიდან საძილე წამლებს იპარავდა. ალკოჰოლი და ტაბლეტები უძლიობისაგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. თუმცა, ეს ფსკერი არ ყოფილა.

ფსკერამდე 2009 წელს, ევერტონთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ დაეცა, როცა ლივერპულში დარჩენილი ქონების განიავება დაიწყო. ნარკოტიკები, ალკოჰოლი, საღამოები - ტყუილად არ ეძახიან ლივერპულს "წვიმიან იბიცას". მას არც ოჯახი ადარდებდა, არც კონტრაქტი, მაგრამ ერთ მომენტში მიხვდა, რომ დაუსრულებელი საღამოები მისთვის ცუდად დასრულდებოდა.

"ალკოჰოლსა და ჰეროინს ყოველდღე ვიღებდი. ფეხბურთსა თუ სხვა რამეზე კონვენტრირება არ შემეძლო. საღამოს წვეულებები ჩემი ცხოვრება იყო. ლივერპული საშიშია, თუ თავის გაკონტროლება არ შეგიძლიათ. მივხვდი, რომ ეს ქალაქი მომკავდა, აუცილებლად უნდა წავსულიყავი."

2011 წელს ენდი ვან დერ მეიდემ ბოლო კონტრაქტს მოაწერა ხელი - პსვ-სთან. კარიერა ვერ გადაარჩინა, თუმცა ცხოვრების ძველ წესზე უარი თქვა. გადავიდა სამშობლოში, ოჯახსა და მშობლებთან ახლოს. პენსიაზე გასვლის შემდეგ საკმაოდ ხშირად საუბრობს ჟურნალისტებთან.

"რაღაც მომენტში ლუიშ ფიგუს შემდეგ ევროპის მეორე საუკეთესო ნახევარმცველი ვიყავი, ახლა კი ვხვდები, რომ ყველაფერი ტყუილად გავანიავა. ეს მტკივნეული გაკვეთილია და მსურს სხვა ფეხბურთელებს დავეხმარო, რათა იგივე შეცდომები არ დაუშვან."

2013 წელს, ახალი ამბების საიტმა HP De Tijd-მ გამოაქვეყნა ვან დერ მეიდეს ხმოვანი შეტყობინება, რომელიც თანამემამულე როისტონ დრენტეს გაუგზავნა ევერტონში გადასვლის წინ:

"ლივერპულში ძალიან ბევრი მიმზიდველი რამაა ჩვენნაირი ბიჭებისთვის. სანამ აზრზე მოხვალ, იქამდე შეგითრევენ ღამის კლუბები. ბაკარი წყაროსავით გადმოდის, ნარკოტიკების მთებიდან თხილამურებით შეგიძლია დაეშვა. და ქალები, როისტონ. უუხ, მეგობარო, ეს ბრიტანელი ქალები, მოკლე კაბებში..."

2012 წელს ენდი სამწვრთნელ კურსებზე ჩაეწერა და ახლა პატარებს ავარჯიშებს. როგორც მწვრთნელი, ალბათ, საკუთარ გამოცდილებას არ დაიშურებს და პატარა ბიჭებს ტალანტის დაკარგვის უფლებას არ მისცემს.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!