"წესების გარეშე ბრძოლის" ქართველი მძიმეწონოსანი ჩემპიონი ამერიკაში ქამრის დაცვას ტრავმის გამო ვერ შეძლებს
"წესების გარეშე ბრძოლის" ქართველ მძიმეწონოსან ჩემპიონს "მ-1 ჩელენჯის" ვერსიით, გურამ გეგანშვილს ივლისში მორიგ ტურნირში უნდა ებრძოლა, რომელიც აშშ-ში, 8 ივლისს იყო დაგეგმილი. უკრაინაში მყოფ ჩვენებურს ქამრის დაცვა ამერიკელ პეტ ბენეტთან უწევდა და მომავალი ბრძოლისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, თუმცა მიზნის მიღწევაში ხელი ვარჯიშის დროს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.

საიტმა m-1global.com-მა ქართველ მებრძოლთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გუგენაშვილი ტრავმასა და რინგზე დაბრუნების ვადებზე საუბრობს.

- შენი ტრავმის შესახებ ცნობა უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. იქნებ გეთქვა საკუთარი ფანატებისთვის, ასეთი რა დაგემართა?

- ძალიან დავღონდი, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ დაგეგმილი ბრძოლის გადადება მომიწევდა. არადა, ტრავმა სრულიად მარტივ სიტუაციაში მივიღე. პარტერში ვმუშაობდი, "მსხალთან" დარტყმებს ვამუშავებდი და ხელის მტევანი ვიღრძე. ასეთი რამ ადრეც მომსვლია, მაგრამ მაქსიმუმ ერთ დღეში ყველაფერი გაივლიდა ხოლმე, თუმცა ამჯერად ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

- ექიმების პროგნოზი როგორია, როდის შეძლებ რინგზე დაბრუნებას?

- ახლა მკურნალობის კურსს ვიტარებ, რომელშიც სახსარში ნემსის გაკეთებაც შედის. ეს ათ დღეზე მეტხანს გასტანს, შემდეგ კი კიდევ ორი-სამი კვირა სხვა პროცედურებსა და ფიზიოთერაპიას მოუნდება. საუკეთესო შემთხვევაში, თუკი ოპერაცია არ დამჭირდა, ერთ თვეში დავბრუნდები. არადა, ძალიან მინდა მწყობრში რაც შეიძლება სწრაფად ჩავდგე.

- სანამ ვარჯიშის საშუალება არ გექნება, რას გააკეთებ? უწინდელი ბრძოლების ჩანაწერებს გადაავლებ თვალს და ფორმის შესანარჩუნებლად მსუბუქი ვარჯიშებით შემოიფარგლები?

- ვიდეოჩანაწერების ყურება ისედაც ჩემი სავარჯიშო პროცესის ნაწილია, ამიტომ ამას არც ახლა შევწყვეტ. ფაქტია, ცალ ხელს ჭიდაობასა და დარტყმების სპარინგში ვერ გავავარჯიშებ. ერთი სიტყვით, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ, რაშიც ტრავმირებული ხელის გამოყენება არ დამჭირდება.

- როდის შეძლებენ ფანატები შენს ხილვას რინგზე? ეს ამ წელსვე მოხდება?

- კარგი იქნებოდა ტერმინატორივით, ხელად შემეძლოს ტრავმის აღმოფხვრა, როგორც ამას ფილმში აკეთებს... თუკი ექიმების პროგნოზს ვენდობით, მწყობრში ერთი-ორი თვის შემდეგ ვიქნები, აგვისტოს ბოლოსთვის კი ბრძოლაც შემეძლება.

იმედი მაქვს, ყველაფერი ასეც იქნება და ტიტულის დაცვას საშემოდგომოდ მაინც შევძლებ. სად და როდის - ეს "მ-1 გლობალის" ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ახლა მთავარი, რაზეც მუდმივად ვფიქრობ, სწრაფად გამოჯანმრთელება და ვარჯიშის განახლებაა.

- იმედი გაქვს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ პეტ ბენეტს შეხვდები?

- აუცილებლად! ბენეტს ჩემი ქამრის მითვისება სურს, მაგრამ მე მის დათმობას არ ვაპირებ.

- არადა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე სადებიუტო ბრძოლისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდი. მიგაჩნია, რომ ტურნირში მონაწილეობაზე უარით საკუთარი გულშემატკივრები და ქვეყანა დააღალატე?

- მე ბრძოლაზე უარი ჩემი ნებით არ მითქვამს. მე ტრავმა მაქვს და უნდა მოვირჩინო. იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა მალევე შედგება.

ძალიან მახარებდა ამერიკაში ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა, ისევე, როგორც ჩემ ქართველ და უკრაინელ ქომაგებს, მაგრამ ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩემი დებიუტი ამერიკაში მოგვიანებით, მაგრამ მაინც შედგება.

- ბოლოს, ხომ არაფერს ეტყვი შენს გულშემატკივრებსა და თანამემამულეებს?

- გულს ნუ გაიტეხთ, ყველაფერი კარგად იქნება და სულ მალე დავბრუნდები! ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა