სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის ასისტენტი გარი გოლდი, სამი ერის გათამაშებაში "ბოკეს" წარუმატებლობის ახსნას შეეცადა...

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის ასისტენტი გარი გოლდი, სამი ერის გათამაშებაში "ბოკეს" წარუმატებლობის ახსნას შეეცადა.

"იმის თქმა, რომ სამი ერის სამ მატჩში "ბოკემ" კარგად ითამაშა, ცხადია, დიდი სისულელეა. მაგრამ საქმე არც ისე ტრაგიკულადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გუნდის მიერ განცდილ ზედიზედ სამ მარცხს ობიექტურთან ერთად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. თუმცა ახლა გამუდმებით ამაზე ლაპარაკი, წუწუნი კარგს არაფერს მოგვიტანს. ახლა მთავარია, ყველაფერი დავივიწყოთ და გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ.

ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენი თამაშის სტილის გამო. ბურთის მუდმივად ფეხით დარტყმა და მიყოლა რა რაგბიაო. არადა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ახალზელანდიელები თამაშის ამ ხერხს უფრო მეტად იყენებდნენ. განსხვავება ის იყო, რომ ისევე დროულად ვეღარ ვახერხებდით ხაზის ამოწევას და ბურთის ჩახურვას, როგორც შარშან. ეს კი მეტოქეს შეტევის მწყობრად წამოწყების საშუალებას აძლევდა. ეს ხარვეზი აღმოსაფხვრელი გვაქვს" - თქვა მან.

გოლდმა სამხრეთაფრიკელთა მარცხის მიზეზის ახსნისას პიტერ დე ფილიერსის ვერსიას დაუჭირა მხარი.

"თავად განსაჯეთ: ზე 14 -ის წლევანდელი გათამაშება სამხრეთაფრიკული გუნდების ბენეფისი იყო. ფინალში ჩვენი ორი გუნდი, "ბლუ ბულზი" და "ნატალ შარქსი" გავიდა. ანუ სამხრეთაფრიკელი მორაგბეები საუკეთესოები იყვნენ და საკმაოდ იოლად, დიდი უპირატესობით უგებდნენ დანარჩენებს. ახლა ამიხსენით, როგორ შეიძლება, რომ ამ ორი გუნდის მორაგბეებით დაკომპლექტებული ნაკრები სამი ერის გათამაშებაში ყველაზე სუსტი იყოს.

რაც შეეხება მსაჯობას. სანზარ-მა სამი ერის გათამაშების წინ 17 ავსტრალიელ, ახალზელანდიელ და სამხრეთაფრიკელ მსაჯს სპეციალური სემინარი ჩაუტარა. გაუგებარია, ჩვენი მატჩები რატომ არ განსაჯა რომელიმე მათგანმა. "ბოკეს" ყველა შეხვედრა ჩრდილონახევარსფეროელებმა განსაჯეს, აი, ავსტრალია-ახალი ზელანდიის დაპირისპირების არბიტრი კი სამხრეთაფრიკელი იყო. რა, ამ ყველაფერში ცოტა რამ არის საეჭვო?" - იკითხა გარი გოლდმა

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა