რიკარდო მონტოლივომ "ფიორენტინას" პრეზიდენტი დელა ვალე გააწბილა

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, თუ როგორ სკეპტიკურად უყურებდა რიკარდო მონტოლივო "მილანში" გადასვლის პერსპექტივებს და როგორ ამბობდა, ალბათ "ფიორენტინაში" დავრჩებიო.

სწორედ მისმა ასეთმა სიტყვებმა მისცა სტიმული "ვიოლას" მესვეურებს და მათაც ახალი, 2015 წლამდე გაწერილი კონტრაქტი გაუმზადეს 26 წლის ფეხბურთელს. თუმცა, მათდა გასაკვირად მონტოლივომ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ამან კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გააწბილა:

"მონტოლივოს საკმარისზე მეტი დრო მივეცით იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო საკუთარ თავში და რაიმე გადაწყვეტილებამდე მისულიყო. კარგა ხანი, საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით და ფიქრს ვაცდიდით - მას შემდეგ, რაც "ფიორენტინაში"' დარჩენის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, ვიფიქრეთ, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და ხელშეკრულების გახანგრძლივებაც შევთავაზეთ. სამწუხაქროდ, თავი შეიკავა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სხვა გუნდში აპირებს გადასვლას. დროზე უნდა გვითხრას გეგმების შეასახებ, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა უნდა - თუ მიდის, მისი შემცვლელის მოძებნა იქნება საჭირო".

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, მონტოლივო სავარაუდოდ მიდის და თანაც "მილანში", იქ, სადაც ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ, კრეატიული ნახევარმცველის საჭიროება გამოიკვეთა. მართალია, თავად რიკარდო ამის შესახებ არ საუბრობს, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ...

"კორიერე" კიდევ ერთ არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან "მილანში" შესაძლოა დიდიე დროგბამ იასპარეზოს. დიახ, ამბობენ, რომ მასიმილიანო ალეგრის ზლატან იბრაჰიმოვიჩის უშუალო კონკურენტის დამატება სურს და ასეთად სწორედ 33 წლის კოტ დივუარელი მიაჩნია.

დროგბა ვეღარ ხვდება "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ლონდონური გუნდისთვის და წესით, თვითონაც უნდა სურდეს გარემოს გამოცვლა. რაც შეეხება "ჩელსის" მესვეურთა პოზიციას - წესით, მათაც უნდა აწყობდეთ დროგბას გაყიდვა, რადგან 2012 წლის 1 ივლისს აფრიკელის კონტრაქტს ვადა გასდის და თუ ამ ზაფხულს ვერ გაასხვისეს, შეიძლება მასში ერთი ცენტიც ვეღარ მიიღონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა