საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალამდე ბოლო ვარჯიშს "დინამო არენაზე" გამართავს. 11 ნოემბერს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. უკვე ორი დღეა საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

11 ნოემბრის განრიგი

17:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

17:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

18:30 - იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია

19:00 - ჩრდილოეთ მაკედონიის ვარჯიში

"დინამო არენაზე" დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს, 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

semi
ოქრის და ვაკო გაიტანენ დარწმუნებული ვარ, გამოცდილი ბიჭები არიან და კლასიც მოყვებათ. წინ გამარჯვებისკენ ბიჭებო ! ჭანტურია სად ხარ ბიჭო ამათ გვერდში უნდა იყო მარჯვენა ფლანგზე მაგრამ ეჰჰჰ..
Levani
Ise chakve da kite tavistavad didi danaklisia,magram me papunashvilic magra mevaseba roca formashia-zustad aseti tamashis fexburtelia,fexi ro ar aukankaldeba da bevri momzadebis da gachintvis gareshe ro urtyavs karshi.ragacit tomas miulers magonebs.
გიორგი
ძალიან გთხოვთ და გეხვეწებით მოუგეთ მაკედონიას.
Aguli
მიდით ბიჭებო გახიეთ მაკედონოელები!!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება