საქართველოს ნაკრები იმარჯვებს და მიდის ევრო 2020-ზე, თუმცა ამისათვის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია უნდა დაამარცხოს. ყველაფერი ბანალურად მარტივია.

კიდევ უფრო მარტივი იქნებოდა, უეფას ძღვენი რომ შეგვერგო და სტადიონზე მაყურებლების 33%-ის შეშვების უფლება ჩვენს ხელისუფლებას მოეცა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი გუნდი უმაყურებლოდ უარესად არ ითამაშებს და ამაში დარწმუნებულია. მაყურებელი მე-12 ფეხბურთელია და სახლში კედლებიც გეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო ხატოვნად ნათქვამია და დახმარებაში გულშემატკივარი იგულისხმება. ამიტომ მატჩი, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, სამწუხაროდ.

ქომაგს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს: შენი გუნდის მხარდასაჭერად, მეტოქესა და მსაჯზე ზეწოლის მოსახდენად, თუნდაც იმისათვის, რათა ესა თუ ის არბიტრი ნებსით თუ უნებლიეთ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ არ შეცდეს. მაგალითად, როგორც ეს პოლონელმა ბარტოშ ფრანკოვსკიმ გააკეთა სკოპიეში ერთა ლიგის მეოთხე ტურში, როდესაც საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება მოჰპარა. მოჰპარა სრულიად მიზანმიმართულად და არა შეცდომით, რადგან კომპენსირებულ დროში პენალტის დანიშვნისას არც ერთ ქართველ ფეხბურთელს თამაშის წესი არ დაურღვევია. არის შემთხვევა, როდესაც მსაჯს საკამათო ეპიზოდში შეუძლია დანიშნოს თერთმეტმეტრიანი და შეუძლია არც დანიშნოს. იმ მომენტში კი ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. რომ გაემარჯვა, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით გაასწრებდა, ეს უკვე საკმაო ფორა იქნებოდა და არაა გამორიცხული, პან ფრანკოვსკის "შეცდომა" ბოლოს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ეჭვი მეპარება, მას ეს რომელიმე დიდი გუნდისთვის გაებედა.

მართალი გითხრათ, როდესაც ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსთან "ჯვაროსნების" შეხვედრის მსაჯად თურქი ჯიუნეთ ჩაქირი დანიშნეს, ძალიან გამიხარდა და არც შევცდარვარ. ის ხომ მაღალკვალიფიციური არბიტრია და თავისი საქმე პროფესიულად შეასრულა. თან, ბელარუსთან მატჩი იყო, ბელარუსი კი დასავლეთისთვის იგივე არაა, რაც მისი "ნებიერა" ჩრდილოეთი მაკედონია, რომელიც თავის ნაწილად მიაჩნია, ჩვენგან განსხვავებით ნატოშიც მიიღეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატიცაა. ახლა მავანი იტყვის, ეგ რა შუაშიაო, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან რა კავშირშიაო, რა შეთქმულების თეორიაზეა საუბრებიო და ა.შ. სამწუხარო კი არა, ბატონებო, საუბედუროა, რაც ხდება ხოლმე და ეს შუაში კი არა - თავშია. მერწმუნეთ, ჩრდილოეთი მაკედონია ვიეთთათვის კონტინენტის პირველობაზე საქართველოზე უფრო სასურველი მონაწილე იქნება, თანაც გაცილებით. ფეხბურთშიც არსებობს უხილავი წყალქვეშა დინებები და ამაზე კამათს აზრიც არ აქვს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მუამედ სეიდინის მიმართვას გავეცანი თავისი ნაკრებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ იღბალი მამაცთა მხარეს იქნება. ხანდახან საჭიროა ნაწერის შინაარსი სტროფებს შორის ამოიკითხო. რას იზამ, ყველა თავისას ცდილობს, ხანდახან კი საჭიროა ქიციც იცოდე და ქიცმაცურიც. საჭირო კი არა, არამედ აუცილებელია. ისე, სხვათა შორის, ბატონ სეიდინს კარგი ურთიერთობა აქვს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზბიგნევ ბონეკთან. გასულ წელს შეხვედრისას მსაჯ ფრანკოვსკის თანამემამულე ბონეკი სეიდინს სადილზე ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტსა და ინვესტიციაში. არა, რამეს კი არ ვამტკიცებ ან მივანიშნებ, უბრალოდ ამბავს გიყვებით. ფეხბურთში კი არბიტრის ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს წყვეტს ხოლმე და შეიძლება გუნდს მთელი ნაშრომი წყალში გადაუყაროს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი ნაკრები საკუთარ მოედანზე მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ახლა ბიჭებმა შეუძლებელიც კი უნდა შეძლონ და საქმე არ გაირთულონ - ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე სძლიონ მეტოქეს. ჩვენი გუნდი სჯობია მეტოქეს, ეს ცალსახაა, ეს გასულ ორ მატჩში თვალნათლივ გამოჩნდა. საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ მაკედონიელებს იგორ ანგელოვსკის სახით და მან შესანიშნავად იცის ჩვენი გუნდის უპირატესობა. ვისაც ფეხბურთის ანი-ბანი მეტ-ნაკლებად გაეგება, არ შეიძლება ეს უპირატესობა არ დაინახოს. ორჯერ გადაგვირჩა მოწინააღმდეგე წაგებას (ერთხელ გადაარჩინეს) და ჰა, მესამე და სამართალი და ვისთვის იქნება სამართლიანი, ამას სულ მალე ვნახავთ.

ვლადიმირ ვაისმა შეძლებისდაგვარად მებრძოლი გუნდი შექმნა და ევროპირველობაზე გასვლის შემთხვევაში საჩუქარი არავისთვის არ იქნება - ერთა ლიგის D ლიგიდან გადავიდა C ლიგაში, ახლა B ლიგაში აღზევება შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე გასაღწევად იბრძვის. ეს ხომ უტყუარი ფაქტია. ამ ნაკრებს გააჩნია თავისი სუსტი წერტილები (ამაზე ამ წერილში ყურადღებას არ გავამახვილებ), მაგრამ ფაქტია, შეიკრა ერთიან მონოლითურ გუნდად, განმტკიცდა სათამაშო დისციპლინა, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიელებს ტოპ 5-ის ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელები ჰყავთ, გავბედავ და ვიტყვი, ვაისის განკარგულებაში უკეთესი მოთამაშეები არიან, მას მეტი შემქნელი ჰყავს, ვიდრე მის ვიზავის. მაკედონიელები გოლს ძირითადად სტანდარტულებიდან და კონტრშეტევებიდან იტანენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მინიმალურ შანსსაც იყენებენ, რასაც "ჯვაროსნებზე" ვერ ვიტყვით, რამეთუ სწრაფი თავდამსხმელი აკლიათ.

და მაინც, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ჩვენი მოგების შანსი მეტია. მართალია, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ჩვენი მთავარი გმირი გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იქნება მწყობრში და თავის სიტყვას ამჯერადაც იტყვის. ეს ის მატჩია, რომლის წაგება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, სწორი შედარება არ არის, თუმცა ღმერთმა არ ქნას და ეს ჩვენთვის იგივე იქნება, რაც 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის საკუთარ მოედანზე ურუგვაისთან დამარცხება. ეს ხომ ჩვენთვის ისტორიული მატჩია, ეს ჩვენთვის საფეხბურთო დიდგორია!

შალვა ჯიღაური
ვეთანხმები, ყველანი სტადიონთან, ჩვენს კაცებს დაუვიწყარი დახვედრა უნდა მოვუწყოთ, მათ ზურგს უკან ხომ მთელი საქართველოა.
ლუკა
გარეთ ხალხი, საგულშემატკივროდ!
კიშვარდა
გუგა თქვენ ფეხბურთს ტელევიზორში უყურეთ სოროსსთან და კორონავირუსთან ერთად
Mdaaa
მადლობა ავტორო ....!!!! თავიდან ეგ ეჭვი მეც მქონდა მაგრამ მე უფრო კოსოვოს მეშინოდა ვაი თუ თქო კოსოვოს აღიარების გაპრავების მიზნით ჩვენ დაგვიქნიონ თქო ...კოსოვოს ევროპაზე მოხვედრა ეგრევე შეცვლიდა სურათს კოსოვოს აღიარება არ აღიარების ირგვლივ ....მაკედონიაზე კი რავი ვფიქრობ ხელის წაკვრას კი ცდიან მეთქი მაგრამ ნაგლობით სულ ეგრე ვერ ინაგლებენ თან ჩვენი გუნდის მაგარი იმედი მქონდა ....!!!! ისე რაღაც შავბნელი დამთხვევები ნაღდად იყო ევროპის ჩემპიონატსა და ნატოს შესახებ თუ არ ვცდები პირველად სლოვენია ამოტივტივდა ზახოვიჩის თამადობით დანარჩენი ჭ კლასის ფეხბურთელებით აგრევე ნატოს მიღების შემდეგ ...მერე ლატვია ვერპაკოვსის თამადობით მიიღეს თუ არა ნატოში ეგრევე მოხვდნენ ევროპაზე ჭ კლასის გუნდი აბა ან ვერპაკოვსკი ან ლაიზანსი რა ფეხბურთელები იყვნენ ხომ იმ სლოვენიამ უკრაინა მოტეხა პლეიოფში ორი რაღაც უცნაური თამაშის შემდეგ ...კიდევ იყო მესამე ეგეთივე შემთხვევა მაგრამ ბოდიში და ვერ ვიხსენებ ....!!!ახლა რაც შეეხება ჩვენი გუნდის იმედი მქონდა თქო ....იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს და კიდევ მაქვს ( მაგრამ კაცი უფრო ადრე კვდება ვიდრე იმედი...) მაგრააამ ჯერ ჩაკვეს და მერე კიტეს ახლა კვარას და შენგელიას ....ხასიათი გააფუჭა კი არა სულიერად დავეშვი ...უბრალოდ ამათ გარეშე ყველა გვახსოვს ეგ ნაკრები 3-4-5 წლის უკან მალტას ძლივს მოუგეს და წვალობდნენ ყველა თამაშში იყო კერძი რომელსაც აკლდა მარილიც,პილპილიც და ბევრი სხვა სანებლებიც ...და ამ ისტორიულ თამაშის წინ დავრჩით სისწრაფეების კრეატივის და დრიბლინგების გარეშე ვისიც მეიმედება აწი უკვე ეს არის დავითაშვილი შეუძლია მაგ ბავშვს მარტოს პიანინოს თრევა არაფრით ნაკლები არ არის კვარაზე ამ წლის დასაწყისში მარტომ ათრია რუბინი ...უბრალოდ რუსული ენა და დისციპლინა რომ ესწავლათ ორთავეს მაგიტომაც დააშორეს ეგ გაუშვეს არენდით ალბათ იმის გამო რომ კვარა უკვე დაპიარებული იყო ლოკომოტივიდან სკანდალური წამოსვლის შემდეგ და მთელ რუსეთმა იცოდა მის შესახებ უჭველი გასაყიდად და თან დიდ ფულზე ამზადებენ ...შემდეგ კი ისევ ზურიკოს დრო მოვა რუბინში....მაგრამ აქაც არის რამდენიმე მაგრამ პირველი როგორ ფორმაშია მანაც მოიხადა კოვიდი 1 თვის წინ ...მეორე ენდობა კი მას ვაისი ..?? ეგ კვარასაც არ ენდო პირველ თამაშებში და სხვა ფლანგზე გაუშვა უბრალოდ ასისტით და გოლით დაუმტკიცა რომ ძლიერია ....და მესამე ესეც ბავშვია 19 წლის თან მისი ჭკუის არავინ არ დარჩა სასტავში ...მაგრამ იმედია ათამაშებენ და თან წამოიხევს თავზე მაკედონიას თავის ხვიჩას და ჩაკვეს მაგივრადაც ...არა და მაგარი უსამართლობა განგების ჯერ ჩაკვემ მოიყვანა აქამდის და მერე კვარამ გაიყვანა ფინალში ...,თქვენ ჯანმრთელობა ბიჭებო ყველაფერი წინ გაქვთ და დანარჩენებს აბა თქვენ იცით ქვეყანა თქენს იმედზეა ...და ღმერთი თქვენსკენ ...!!!!!!!!! კარგით რა ტეხავს იმას ხომ არ იტყვით 19-20 წლის ბიჭები გამოგვაკლდა და....)))))
საქმე100
100% ამ მითომ ხელისუფლებას არც ფეხბურთი ანაღვლებს და არც ხალხი ,მარტო სკამი უდევთ ტვინში და იმაზე ფიქრობენ როგორ გადაარჩინონ ივანას სკამი
დინამოელი
ვულოცავ ხელისუფლებას. კვარას და შენგელიას ვირუსი დაუდგინდათ
ziko
მარცხენა მცველი ლიდსის ფეხბურთელი ალიოსკი ძალიან სახიფათო ფეხბურთელია თავისი ფლანგური ჩართვებით ყურადღება უნდა მიაქციონ მას დარწმუნებული ვარ განიხილავდნენ მწვრთნელები,მარჯვენა მცველი კი რისტევსკი სპორტინგში უკვე დიდი ხანია ძირითადს არ აკარებენ და ეს ჩვენი ნაკრებისთვის კარგია და საერთოდ მათი ცენტრალური დაცვა საკმაოდ ნელა მოქმედებენ ჩვენმა შემტევებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ და გამოიყენონ ეს,მაკედონია ძალიან ნერვიულობს როცა მის მეტოქეს ბურთი უჭირავს კარგად, ჩვენმა ნაკრებმა რომელსაც შეუძლია ბურთი აკონტროლოს უნდა ეცადოს რო მაკედონია უბურთოდ არბენინოს.კიდევ ერთი ვერ ვხვდები როგორ უნდა წაგვაგებინონ, ჟურნალისტებმა ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ.არ დამბლოკოთ.არ დამბლოკოთ ადმინისტრაციავ.
სანდრო
Alex.F-ს - ჩრდილოეთ მაკედონია წელს მიიღეს ნატოში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
david gurgenidze
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
Alex.F
ჩრდილოეთ მაკედონია არ გახლავთ არც ნატოსა და არც ევროკავშირის წევრი! არის წევრობის კანდიდატი,მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ბევრად უკეთ აქვს საქმე.თუ ჩვენი მთავარი დამაბრკოლებელი გახლავთ რუსეთის ყოფილი იმპერია,მათი დამაბრკოლებელი იყო ქვეყნის სახელწოდება,რომელიც მათ გადაწყვიტეს საბერძნეთთან მოლაპარაკების გზით.სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ ჩრდილოეთ მაკედონია,ნაცვლად იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიისგან და შესაბამისად მათი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაც მხოლოდ დროის საკითხია.
akaki
მთავრობავ, მარტო ხალხის სტადიონზე არ შეშვება და მარტო ხვიჩა კვარაცხელიაზე და შენგელიაზე კორონავირუსის დადგენა არ არის საკმარისი თამაშის წასაგებად. კორონავირუსი უნდა დაგედგინათ ასევე ოქრიაშვილზე, კანკავაზე, კვირკველიასა და ტაბიძეზე.
ძგიბა
ერთი ეგ მითხარით ვინ დაგვრჩა შემტევი და გოლის გამტანი რო ამბიცია გვქონდეს მოგებაზე , ორი კაცი გყვავდა ვინც აქამდე მოიყვანა ნაკრები , ჩაკვე და კვარა , ერთს ტრამვა აქვსო ეხლა დღეს კვარას კორონ აქვსო და მიდი ეხლა გქონდეს იმის იმედი რო რამეს იზავენ :@@@@ კაროჩე რა .....
გუგა
სრულიად უპასუხისმგებლო სტატიაა და ბოლომდე არც წამიკითხავს. მაპატიეთ, მაგრამ ასეთი სისულელის დაწერა არ უნდა იკადროს ნორმალურმა ჟურნალისტმა. ოდნავ გონიერებას რო მოვუხმოთ არ შეიძლება? რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდომიოლოგიური თვალსაზრისით? ყოველდღიურად რამდენი გარდაცვლილი ემატება ქვეყანას. ამას დამატებული კორონა ვირუსის გამო მთელი სამედიცინო სისტემა პარალიზებულია უკვე, რადგან ის ადამიანებიც ვერ იღებენ ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას, ვინც კორონას არარსებობის პირობებში იმკურნალებნდნენ. არავისზე ნაკლებად არ მინდოდა ამ თამაშზე დასწრება, მაგრამ ამ თემით მანიპულირება რბილად რომ ვთქბათ უგუნურობაა.
რომა
როგორც თქვეს ვარი იქნება და ეს კარგია ცოტა მაინც ვიქნებით დაზღვეული... ვნახოთ რა იქნება ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს მაკედონიას არუნდა გავაბედინოთბის რომ რამე იყოს საპენლე ან საწითლო... უნდა შევუტიოთ ის უნდა ვითამაშოთ რაც ვიცით 5შეცვლის უფლება გვაქვს და არის იმის მარაგი დასვენებული სწრაფი ბიჭები შემოვიდნენ და გააგრძელონ მაკედონელების წიოკი ზურიკო შენგელია პაპუნა საბა.... სკამი გვყავს რაც მაკედონელებს არ ყავთ ბევრი გამოაკლდათ და თუ ვინმე დარჩებათ სკამზე მათი იმედი არც უნდა ქონდეთ. მიდით ბიჭებო გაანადგურეთ და ღირსეულად გადით ევროპის ჩემპიონატზე. კვერკველია ხოჭოლავა!!! და ვაკო სკამზე! უთამაშებელ ფეხბურთელს ამ დონის თამაში სასტარტოში არაფერი ესაქმება
რომანა
ჩაქირიმ ბელარუსთან პენალტი გვაჩუქა! მასეთი ოენალტი, მაღალი დონის შეხვედრებში არ იდება.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
asd
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა