"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის კონსულტანტმა დევიდ ჰემფრიზმა "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე ისაუბრა. Daily Mail-ი წერს, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს შაბათს "თვიქენჰემზე" ინგლისთან გასამართი მატჩი, საქართველოს "ექვს ერში" მოსახვედრად მაინც საკმარისი არგუმენტები აქვს:

გარდამავალ პერიოდში ქართველ მორაგბეებს არ ჰყოფნით გამოცდილება და სათამაშო დრო, თუმცა ისინი უარს ვერ იტყოდნენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებთან თამაშის შესაძლებლობაზე.

"ბორჯღალოსნები" შუალედურ მდგომარეობაშია - კონტინენტის მეორე დონის ჩემპიონატისთვის გადაიზარდნენ და უკანასკნელი 13 გათამაშებიდან 11 მოიგეს, თუმცა მაინც არ ეძლევათ "ექვს ერში" შესვლის შესაძლებლობა. ეს ტურნირი კვლავ ჩაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში იტალია საშინელ შედეგებს აჩვენებს.

მას შემდეგ, რაც კოვიდ-პანდემიის გამო იაპონიამ "შემოდგომის ერთა თასზე" მონაწილეობაზე უარი განაცხადა, საქართველოს სიცარიელის შევსება შესთავაზეს და "ბორჯღალოსნებს" რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამოცანისთვის მზადება ფორსირებულ რეჟიმში მოუწია.

უახლოეს კვირებში მათი თამაშის ხარისხი და შედეგები განიხილება მაჩვენებლად, მზად არის თუ არა საქართველო უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, თუმცა ჰემფრიზი ირწმუნება, რომ მოკლევადიანმა სირთულეებმა მათ ამისი შესაძლებლობა არ უნდა წაართვას:

"მოსამზადებელი პერიოდის ნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება. მათ სურთ მაღალ დონეზე თამაში და მიიღეს შესაძლებლობა, რომელზეც უარს ვერ იტყოდნენ. საქართველოს შესახებ მხოლოდ შედეგების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. მათ ჰყავთ ახალგაზრდული შემადგენლობა, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს 20-წლამდელთა დონეზე, თუმცა მორაგბეთა დიდ ნაწილს არ უთამაშია თებერვლის ან მარტის შემდეგ. მათაც კი, ვინც წამყვან ფრანგულ კლუბებში თამაშობს, სათამაშო დრო შეზღუდული აქვთ".

"წამყვან მოთამაშეთა ერთი ნაწილი ტრავმირებულია, მეორე ნაწილი კი, რომელთა გარშემოც უკანასკნელი წლების განმავლობაში გუნდი შენდებოდა, პენსიაზე გავიდა".

საქართველო ინგლისს პირველად ეთამაშება მსოფლიო თასს მიღმა, თუმცა ისინი მიისწრაფიან, რომ "მარიფილდზე" შოტლანდიასთან ცოტა ხნის წინ გამართული მატჩის შემდეგ ტრადიციულად ძლიერები იყვნენ შერკინებასა და მოლში.

მათი მიზანია, რომ "შემოდგომის ერთა თასის" დასკვნით მატჩს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ, სადაც, პოტენციურად, იტალიასთან მოუწევთ თამაში. ამ მოვლენის მასშტაბი კარგად ესმით მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ემოციურ გულშემატკივრებს:

"ვიმედოვნებ, ამ თამაშს მორაგბეები მომზადებულები შეხვდებიან, რადგან მისი შედეგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისთან, ირლანდიასთან და უელსთან მატჩის შედეგები", - ამბობს ჰემფრიზი და განაგრძობს:

"ტურნირის დაწყებას ყველა დიდი მღელვარებით ელოდება. საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა, ამბიციურია, რაგბი ქვეყანაში სპორტის პოპულარული სახეობაა და სახელმწიფოსგან კარგად ფინანსდება. მათ ჰყავთ კარგი შემსრულებლები და აქვთ შედარებით კარგი მოსამზადებელი პირობები. ყველამ იცის, რომ რუსეთთან მატჩს 50-60 ათასი მაყურებელი ესწრება და მოთხოვნა კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ ისინი "ექვსი ერის" ნაწილნი გახდებიან".

"ეს ტურნირი ქართველ მორაგბეებს და სამწვრთნელო შტაბს აჩვენებს, თუ რა აქვთ გასაკეთებელი, რათა მოახდინონ საკუთარი ამბიციის რეალიზება და "ექვს ერში" ითამაშონ. მათ მოუწევთ მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ამისათვის მზად არიან, რადგან სწამთ, რომ შორეულ პერსპექტივაში უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ".

rugby.ge

teter
რავა ყველა Hვენ გვაყლევებს
გლახუნა
ამ ეტაპზე უნდა ვეცადოთ ინგლისში - ც გავუშვათ 6-7 მორაგბე - ახალგაზრდა მაინც , მარტო საფრანგეთით ნაკრები გაჩერდა, ვეღარ იზრდება...
ალეკო
პოტეწნციალს რეალიზება უნდა, კარგი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი გვჭირდება, ცუდი ის არის რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს მოუმზადებლები ვხვდებით
სოსო
ამ თამაშში,ალბათ შანსი არა გვაქვს,მაგრამ უძლიერეს მეტოქესთან მატჩი,საუკეთესო გამოცდილება და ფორმაში შესასვლელი სათამაშო დრო იქნება ბიჭებისათვის.უარესი უკვე ნანახ,გამოცდილი გვექნება და ტურნირის ბოლო მატჩს,ფსიქოლოგიურად და გამოცდილების მხრივაც,მზად შევხვდებით.საწყენი მხოლოდ ისაა,რომ უკეთეს ფორმაში რომ შევხვედროდით ამ ტურნირს,შეუდარებლად უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვის,ეს თამაშები.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის