საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩვენი გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ თავის "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა:

"ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და თანამშრომელებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს.

მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის - ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს, ხვალინდელი მატჩი სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!".

იმედა
საფარს რო მიხედოთ ხო შეიძლება ყოველ თამაშზე რო სრიალებენ ფეხბურთელები
ლექსო
ერთა ლიგა დაგვეხმარა, მაგრამ მანამდე ბელორუსს ხო ვანადგურებდით ჩვენი ან ჩვენზე დაბალი დონის გუნდებს, რას ამბობ. სწორედ ვაისის და პოლიტიკისგან თავისუფალი ნაკრების (როცა მითითებებს იძლეოდნენ ვის სად როგორ უნდა ეთამაშა) დამსახურებაა ეს შედეგი.
გუგა
ძალიან მიკვირს ამ ხალხის, ვინც ისევ სტადიონზე შეშვებაზე წერთ. მგონი საღი აზრის პრობლემაა. ვერავინ იქნება, ვისაც ჩემზე მეტად უნდა სტადიონზე ყოფნა. მაგრამ ხომ უნდა გვესმოდეს რა სიტუაციაა? მაინდამაინც თქვენი ოჯახის წევრებს უნდა შეექმნათ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა რომ მერე მიხვდეთ რასთან გვაქვს საქმე? უაზრო არგუმენტი რატო აქცია ტარდება, იქ რატო შეიკრება ხალხი, აქ რატო შეიკრება ხალხი, თუ ერთგან ჩავაჯ..თ ხო არ შეიძლება სხვაგანაც ასე მოვიქცეთ. ბიჭებს წარმატებები, დარწმუნებული ვარ მოგივგებთ.
oceola
კი, ამათ შემოაღებინეს უეფას ერთა ლიგა )) დინამოს 6-0 წაგება ბიჭების ბრალია და ყაზახეთთან და ბელორუსთან მოგება კობის და მუჯირის ხო?
გიო
კობის და კალაძეს ნამდვილად შეეძლოთ გარკვეული ზეგავლენის მოხდენა მთავრობის იმ ნაწილზე, რომელიც წინააღმდეგია მაყურებელთა 33%-ის სტადიონზე დაშვების, ოღონდ ამათ, თავიანთი არსებული მდგომარეობის არდაკარგვის და ვიღაცის არწყენინების გამო არაფერი არ გააკეთეს მაყურებლის სტადიონზე დასაშვებად. არ არიან უბრალო პაიკები, პირიქით, როგორც ამბობენ და არაფერს ვამტკიცებ, კალაძის მიერ დაკომპლექტდა 41-ის საპარლამენტო პარტიული სია. მეორეც, საინტერესოა გადაწყვეტილება რატომ გაახმოვანა მაია ცქიტიშვილმა, კი ბატონო ვიცე-პრემიერია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაგრამ ასეთ საკითხებზე მგონი სპორტის მინისტრის განმარტება უფრო საინტერესო და სასურველი იყო. აქ მთავარი არის ერთი: როგორც ყველა დროს, ახლაც მთავრობას ეშინია ხალხი დიდი მასის შეკრების, გაბრაზებული, გამწარებული, ნახევრადმშიერი ხალხის, რომელიც ჩვენების გამარჯვების შემთხვევაში უფრო მეტად ეგზალტირებული იქნება და რომლის გარკვეული ნაწილის, სრულად თუ არა, მართვა ოპოზიციას შეეძლება. სტადიონი ყოველთვის იყო მასების მართვის რაღაც კომპონენტში ჩართული. აქაც შეიძლებოდა გამოსავალის პოვნა: ძალიან მომეწონა ძალოვნების (სამხედროების) თამაშზე დასწრების იდეა. ვინ იქნებოდა ყველაზე უკეთ რეკომენდაციების დამცველი, მაგარი გულშემატკივარი თავისი ორკესტრით. რაც შეეხება ოპოზოციას, ისედაც მძიმე ტვირთი აიღეს თავიანთ მხრებზე პანდემიის პირობებში ხალხის შეკრების თვალსაზრისით ან ვინ ჰკითხავდა ან ვინ დაუჯერებდა მათ. ესენი ხომ იმათ საწინააღმდეგოდ აკეთებენ ყველაფერს კარგი იდეის მიწოდების შემთხვევაშიც კი. ხელისუფლებას მშვენივრად შეეძლო ემართა სიტუაცია შესასვლელებში თერმოსკრინინგის, ადგილებს შორის დაცილების, პირბადის ტარების მხრივ მაგრამ არ აქვს არც ნება, არც სურვილი და არც თავი. არადა რა მაგარი იქნებოდა სტადიონზე გულშემატკივარი ამ ისტორიული მომენტის დროს. გარეთ მაინც შეიკრიბება გულშემატკივარი, ალბათ იმდენივე, რაც სტადიონზე უნდა შესულიყო ან უფრო მეტიც, ვერ გააჩერებს და ხელს ვერ შეუშლის უაზრო გადაადგილების შეზღუდვა და ვერც მასას დაუპირისპირდებიან-სად შეუძლიათ ამხელა მასის ერთ ხაზში მოქცევა. მაგრამ ყველაზე მტავარი ისაა, რომ დღეს უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, ყველა მაქსიმალურად იშრომებს და შედეგს მივაღწევთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და დღევანდელ გამარჯვებას!
ნახალოვკელი
კობიმ და იმ ორმაც კარგად იცის გულშემატკივრის როლი სტადიონზე. უბრალოდ პაიკები არიან და სიტყვა არ ეთქმით მთავრობაში და ვერ გაქაჩეს რომ გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით მაინც დაეშვათ სტადიონზე და ერთი დღით მაინც შეზღუდვა მოეხსნათ. არადა ყველაზე კარგად ესმით, რომ თუ ეს ისტორიული მატჩი წავაგეთ დარხეული აქვთ პ.ს. ამ ოპოზიციასაც კიდია და ხმას არ იღებებ
ლუკა
გაიხარეთ ბატონო ლევან! თქვენი და სფფ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობის მუშაობის შედეგი და დიდი დამსახურება არის რომ ეს მომენტი დადგა და საქართველოს ნაკრებს აქვს დიდი შანსი მოხვდეს ევროპის პირველობაზე. მართალია ფეხბურთელთა წინა თაობებმა ვერ შეძლეს ევროპირველობაზე გასვლა როგორც ფეხბურთელებმა, მაგრამ დღეს მჯერა ამას მოახერხებთ როგორც საქართველოს ფეხბურთის ხელმძღვანელი პირი. გისურვებთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ყველას!
სამწუხაროდ
ძალიან გაკვირვებული ვარ ქართველების,რა დაგიშავათ ამ პატიოსანმა ადამიანმა ესე რომ ლანძღავთ ამდენი ხალხი?! მართალი ყოფილა რომ ამბობენ,პატიოსანი ხალხის ადგილი არ არისო პოლოტიკაში. წადი ლევან შეეშვი ამ უმადურებს,რომელი ხალხის ტვინებიც ტელევიზიებმა გამორეცხეს. Komm zuruck nach Deutschland und geniesse dein Leben. გერმანიაში პატივსაცემი და დაფასებული კაცი ხარ. შემდეგ უკვირთ რატომ გარბიან უცხოეთში ჭკვიანი ხალხიო.გადაუარეთ,მიწასთან გაასწორეთ,ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი.ეხლა არ დამიწყოთ აბა პოლიტიკაში რა უნდოდაო. საქმიანი კაცი უნდა იყოს პოლიტიკაში,არ გინდოდათ და გყავდეთ უმაქნისი და მუქთახორა გუბაზა და შალიკო
Irakli Apkhaidze
წარმატება ბიჭებს! თქვენ კი ყველა ბრძოლა წააგეთ მოედნის მიღმა, ვერც ერთ მნიშვნელოვან თამაშში ვერ გამოიყენეთ ვერც თქვენი საფეხბურთო ავტორიტეტი და ვერც პოლიტიკური ტრიბუნა უეფას ბოძებული შანსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. იმედია მოედანზე მოვიგებთ თამაშს. წინ საქართველო!
ATP 16
თუნდაც 5000 კაცის ყოფნა მოედანზე , გაათმაგებდა ჩვენ შანსებს და არა მგონია , ამდენი ადამიანის განაწილება ყოფილიყო პრობლემა . ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარია მთავრობისა და ფედერაციის გადაწყვეტილება , როცა ვიღაცას შეუძლია აქციები მართოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში და ჩვენ ისტორიულ მატჩზე დასწრება არ შეგვიძლია . რაც არის არის , უნდა იბრძოლონ ბიჭებმა ბოლომდე , იმ ყველაფრის დასავიწყებლად , რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება , უნდა მოვიგოთ ეს თამაში , რადგან პოზიტივი სასიცოცხლოდ აუცილებელია ახლა ჩვენი ქვეყნისათვისა და ფეხბურთისათვის . თქვენ გაქვთ შანსი 12 ნოემბერი , ეროვნულ დღესასწაულად აქციოთ .
ziko
მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. დაცვაში ასევე საყრდენ ნახევარმცველებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.კანკავა უნდა გაუძღვეს გუნდს და წარმატება აუცილებლად იქნება,დაცვაში კი ხოჭოლავა ერთერთი მცველი აუცილებლად უნდა იყოს მაგარ ფორმაშია,მარჯვენა შემტევად კი საბა ლობჟანიძე ისიც მუდმივი სათამაშო პრაქტიკით და კარგი ფორმით ჩამოვიდა ნაკრებში, თურქეთში საკმაოდ კარგად თამაშობს თან მისი სისწრაფეც გასათვალისწინებელია.
Dato
SHEN DAKARGE KARTVELI XALXIS SIYVARULI SHENI UAZRO POLITIKIT MIGEXEDA BOLOMDE PEXBURTISTVIS DA GVEYVAREBODI MIDAM
Giorgi
Gasagebia ro covids vebrdzvit magram sheedzlo federacias 16000 is nacvlad 10000 kaci mainc sheeshva sagulshematkivrod sheswevsbmagis dzala kobiashvils. Yvelanairi usafrtxoebis wesebis dacvit.
ხვიჩა
ერთი სიტყვა არ დაუწერია კვარაცხელიაზე, რა მოხდა რომ ასე უცებ დაუდასტურდა ვირუსი.
DAVE
მადლობა კობი, აუცილებლად გავიმარჯვებთ
აჩიკო
ეს გვეკაიფება კიდეც))))))))))))
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე