"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ინგლისთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, საკუთარ არჩევანზე ისაუბრა:

"ეს ტურნირი მთლიანი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მოთამაშეების ეტაპობრივი შემოდინება. ამას სჭირდება ბალანსი და გონივრული სინთეზი, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია".

"შემადგენლობის შერჩევისას იძულებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რადგან ტრავმირებული გვყავს ორი მეორეხაზელი - ჯავახიას მხარი, ხოლო ჭეიშვილს ფეხი აწუხებს. გვიან შემოგვიერთდა გაჩეჩილაძე, რომელსაც კარანტინის გავლა მოუწია. მხარი აწუხებს მათიაშვილს, ხოლო ალანიას თავის ტრავმა ჰქონდა და წინდაწინ ვიცოდით, რომ ინგლისთან ვერ ითამაშებდა".

ინგლისთან დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელსაც გულშემატკივარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში თამაშიდან იცნობს. ის გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს, პირველ კეპს კი "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონთან მოიხვეჭს:

"სანდრო პერსპექტიული და გონიერი მოთამაშეა. მან ნაკრებთან ერთად დიდი გზა გამოიარა და მისი ერთადერთი პრობლემა დიდი ხნის უთამაშებლობაა. ინგლისთან დებიუტი არის ერთგვარი წნეხი და პასუხისმგებლობა, თუმცა, მეორეს მხრივ, არის უდიდესი შესაძლებლობა. ასეთ შეხვედრებში მორაგბე უფრო დიდ გამოცდილებას იღებს", - აღნიშნა მაისაშვილმა.

შემადგენლობა დაასახელა ინგლისის ნაკრებმაც, რომელთან დაკავშირებით "ბორჯღალოსნების" თავკაცი ამბობს:

"ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე შოტლანდიასთან და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისმა ჩვენთან სათამაშოდ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, რაც დიდი პატივია. არის რამდენიმე შედარებით ახალი სახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. პირობითად მეორე ნომრები არანაკლები მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ, რადგან მათ სურთ, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ".

"არიან გამოცდილი მოთამაშეებიც და განსაკუთრებით ძლიერია მათი სათადარიგო სკამი, რომლებიც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ეცდებიან. იტოჯე მესამე ხაზშიც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც მეორეში და ეს გადაადგილება მეტოქეს დერეფანში მეტ არჩევანს მისცემს".

rugby.ge

ჟორა
თქვენი მდგომარეობა გავალებთ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ არავის ათქმევინოთ: ქართველების ადგილი იქაა სადაც იყვნენო.
ლუკა
უბრალოდ ითამაშეთ და აჩვენეთ რომ ქართველებმაც ვიცით თამაში.
fff
იმედია ინგლისი ბოლომდე არ გაგვიმეტებს და რაღაც კატასტროფული ანგარიშით არ მოგვიგებს.
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ