მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგმა ეტაპმა წვიმის თანხლებით ჩაიარა
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგმა ეტაპმა წვიმის თანხლებით ჩაიარა. ამიტომაც სილვერსტოუნის ტრასაზე გამართული რბოლის სტარტი ოდნავ ქაოტური გამოვიდა.

თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე კეისი სტოუნერი დომინირებდა, მაგრამ ამან ავსტრალიელს ცუდი სამსახური გაუწია - საერთო ჩათვლის მეორე ნომერი მოდუნდა, ამიტომაც პირველ მეტრებზე წინ გაუშვა მოქმედი ჩემპიონი და სეზონის ლიდერი ხორხე ლორენსო და ანდრეა დოვიციოზო. თუმცა ლორენსოს მალე ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სტოუნერმა კი მოსახვევში ბრწყინვალე მანევრით გვერდი აუარა დოვიციოზოს და პელოტონს სათავეში ჩაუდგა.

შემდეგ სამ წრეზე დოვიციოზოს შევიწროება სცადა მარკო სიმონჩელიმ, მაგრამ ერთხელ ტრასის მიღმა აღმოჩნდა და შეშინებულმა შეწყვიტა აქტიური მოქმედება. იტალიელს ლორენსო დაეწია, რომელსაც, ერთი შეხედვით, აღარ ჰქონდა სერიოზული პრობლემები. უკვე მეხუთე წრისთვის ხორხე მესამე ადგილზე იყო. უფრო მეტიც, ჩემპიონატის ლიდერი ძალიან მიუახლოვდა დოვიციოზოს, რომელიც, თავის მხრივ, ოდნავ ჩამორჩა სტოუნერს.

მაგრამ მეათე წრეზე ლორენსოს იმედგაცრუება ელოდა: მცირე შეცდომამ ტრასაზე დაცემა და რბოლიდან გამოთიშვა გამოიწვია. პელოტონის შუაში კი თავისი ნიჭის წყალობით (და ბენ სპისის გავარდნით) მეშვიდე ადგილამდე ავიდა ვალენტინო როსი.

ერთი წრის შემდეგ კი სიმონჩელიც შეცდა, რის შემდეგაც სტოუნერის გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. დოვიციოზო 10 წამით უკან იყო, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანული უქმეების კიდევ ერთი გმირი კოლინ ედვარდსი, ვინც ტრავმის შემდეგ ძალიან სწრაფად იბრუნებს საჭირო კონდიციებს.

მთავარი ამ რბოლაში ის იყო, რომ შეიცვალა საერთო ჩათვლის ლიდერი - სტოუნერი ლორენსოს 18 ქულით დაშორდა.

ბრიტანეთის გრან-პრი

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 47.53,459 (20 წრე); 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +15,159; 3. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +21,480; 4. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +26,984; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +35,569; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +1.04,526...

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 116 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 98; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 83; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 68; 5. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 60...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა