საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივამა დავით მუჯირმა TV პირველის ეთერში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაში გულშემატკივრები დაადანაშაულა. ამის გამო მათ მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მუჯირმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე განმარტება გააკეთა:

"მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.

პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის.

თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს.

აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა".

koba-ს
ცხადაძეს ვინ დააბრუნებს, ამათი გაგდებულია იმიტომ რომ კალაძის საძმოში არ ირიცხება. ხო გვითხრა კალაძემ რატომ არიან ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელები, თურმე ზოგი მის გვერდით თამაშობდა, ზოგიც მისი მეგობარია და მორჩა!!! თანაც დაამატა: ხო მიხვდით-ო. აი ამაზე დიდი ცინიზმი მე არ გამიგია ჩინოვნიკისგან და ამას დაამატეთ "მთაწმინდიდან გამოქანება", შუა თითი მანქანიდან, საახალწლო ნაძვის ხეზე: სიგრძეც და სიგანეც გეყოფათო, და საერთოდ "რა გჭირთ ტოოო"!!! თქვენ ასწავლით კალაძეს ვინ უნდა "მართოს და როგორ" ფედერაცია.
1234
ჩამოეფარეთ ლეღვის ფოთლებად. იმხელა პოსტი დავწერე და ეტყობა ქოც-მოდერატორის მაღალი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა.
CAMEL
amnairi gaunatlebeli xalxia, rom dagupes ara marto fexburti aramed sakartvelos ganvitareba, shenairebs evropashi fostalionobas tu andobdnen)))
koba
ცხადაძე დააბრუნეთ და თქვენ თქვენი ადგილები მოძებნეთ ამოუვიდა ხალხს ყელში თქვენი უნიათობა. საკლუბუ გინდა თუ სანაკრებო დონეზე 0 თქვენი დამსახურება!
jiji
რა უნდა ამ სუბიექტს? 11500-ლარი აქ ხელფასი,შეირგე ის და იყავი მშვიდად, თუ არადა სიჭინავას დაუძახებთ და დანარჩენი იცი
hhh
რა დამსახურებითაა გენმდივანი, ფეხბურთელი დიდი არაფერი, განათლებით ხომ საერთოდ, ცირკია.DDDD
ჯაბა
რომც ყოფილიყვნენ ანგაჟირებულნი არ გაქვთ უფლება ცემოთ და ნუ ბლატაობთ-ფეხბურთს მიხედეთ. ცქიტიშვილი არ გრცხვენია ბავშვს ხელს ურტყამ, თან მისაღები ქონდაო იძახი ქუჩურად?-მიდი ერთი ქუჩის ბიჭს ებლატავე თუ მაგარი ხარ და ფედერაციას მოშორდი და მიუშვით პატიოსანი ხალხი
beqa
ყველა სფეროში ნეპოტიზმი!!! რა დამსახურებით ხარ ფეხბურთის ფედერაციაში?
Irakli
აქ პოლიტიკური ანგაჟირებულობა მხოლოდ თქვენგან ჩანს, ხელისუფლებას მონურად რომ გაუგორეთ კოჭი და უაპელაციოდ წაგვართვით თამაშზე დასწრების შესაძლებლობა და ნაკრებს გულშემატკივარი, თან რა თამაშში!
Irakli
ეს ბოდიში კი არა ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მაგასაც ვერ ხვდებით. თქვენი ინტელექტი და განათლება მეტის საშუალებას არ იძლევა, ასეთი ბოდიშის მერე კი ნამდვილად უნდა წახვიდეთ სახლში! არა არის თქვენი ადგილი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე!
Mg
მოვითხოვთ გამოაქყვეყნეთ ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ხელფასების რაოდენობა საჯაროდ.
შოთა
კიდევ ერთი ბოთე!
გიო
მოვითხოვ გულშემატკივრებისათვის გამოაქვეყნონ ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ხელფასები საჯაროდ, ასევე მათი კვალიფიკაცია, განათლება. უკვე ყელში ამოვიდა ამ უწიგნური ვაივეტერანების სიბრიყვეების მოსმენა და ყურება. ბატონო დავით, რომ იცოდეთ თქვენნაირი კვალიფიკაციის და სამოქალაქო ცნობიერების ადამიანი ევროპაში ფედერაციის ხელმძღვანელ პოსტზე კი არა, ტექნიკურ მუშაკადაც ვერ მოხვდებოდა!
აბგდ
სიტუაციის პოლიტიზირებაში ხედავთ ახლა მთელი ბანდა გასამართლებელ მიზეზებს :D ხალხი კლასობრივად დაგვყავით და აქ კიდევ ამან ქომაგობის საზომი ელემენტები მოიფიქრა!ახლა უკვე ქომაგების დაყოფაც მიდის ანუ თუ ქომაგი ოპოზიციონერია ის ქომაგად აღარ ითვლება რადგან ნაციონალია და თუ ქოცია ესეიგი სულში და გულში შემოგევლება მუჯირი :დ ისე სერიოზულად ცქიტიშვილს გამართლება არ აქვს ტიპი ძველი ბიჭია(((((
A
პოლიტიკურად ანგაჟირებული კიარა დღეს რომ იძახის ცერცვაძე 20 ათასი კაცი არ იყო რისკის შემცველიო ეგაა პრობლემა და ფეხებზე დაკიდება ხალხის და ქვეყნის... რა სტაჟი გაქვს ასეთი ძმაკაცობის გარდა რომ ფედერაციის სახელით საუბრობ... რა გააკეთეთ შეაწმინდეთ ხელი ვაისს და თქვენ გამოძვერით.. ყოველ დღე აქციებია და ხალხი სტადიონზე არ შეუშვით.. ფთუუუუი...
Dato
Eg rom iyos kaci aixe da egec pasuxismgeblobas sakutar tavze da ityoda CHVENI bralia raxac ver gavaketet rogorc sachiro iyo MAGRAM sad aris magis vajkacoba arakacebi
dasu
თქვენი არავის ჯერა უკვე დაანებეთ ქართულ ფეხბურთს თავი
lechxumeli
არავის უშველის შენი ბოდიში, ხალხის ბრალი კი არ არის ან პოლიტიკოსების, ფეხბურთის ფედერაციის გუნდის ბრალია ამ თამაშის წაგება და თავად ფეხბურთელების
კახა
როცა ყველა არსებული საშუალებით მციროოდენი უპირატესობის მოსაპოვებლადაც კი ყველაფერზე მიდიან თქვენ კი პირიქით ნაკრები დატოვეთ ენერგიის გარეშე როგორც ამბობენ მე- 12 მოთამაშე წაართვით და ჯიდე ხმას იღებ რა ნამუსით ზიხარ კიდე მანდ როცა პადუხმგებლობა გაიზიარე და წადი სახლში ნაცინალების როგორ შევიგინო დეგენარატები არიან თქვენკი ორჯერდეგენერატები ნამუსი საერთოდ არ გაგაჩნიათ დინამო როცა აგებდა ფეხბურთელები სახლიდან ვერ გამოდიოდნენ სცხვედონდათ თქვენ უტიფრები ფულის მონები
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა