საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაში გიორგი ცხოვრებაძის მონპელიემ 29-21 დაამარცხა სენ რაფაელი, ქართველმა ხელბურთელმა კი 3 გოლი გაიტანა.

მონპელიეს 11 ოქტომბრის შემდეგ არ ეთამაშა იმის გამო, რომ გუნდის 9 წევრს, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, კოვიდ-ვირუსი ჰქონდათ. მონპელიემ გამოტოვა ორივე მატჩი ევროპის ლიგაზე, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში სულ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. ცხოვრებაძე სამივე ამ შეხვედრაში შემადგენლობაში იყო, ოღონდ გოლი არ ჰქონდა გატანილი.

სენ რაფაელთან თამაში გუნდმა ცუდად დაიწყო და 5-7 აგებდა. აი, რას წერს მონპელიეს ოფიციალური ვებ-გვერდი: „ანგარიში 5-7 იყო, როდესაც მოედანზე გამოვიდნენ იონას ტრუხანავიჩუსი, მელვინ რიშარსონი და გიორგი ცხოვრებაძე. ამ უკანასკნელმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა: 8-8“.

ამის შემდეგ მონპელიემ იოლად მოიგო: ტაიმი 13-10 და მატჩი - 29-21. ცხოვრებაძემ მესამე გოლი მატჩის ბოლო წამებზე გაიტანა.

გუშინ ცხოვრებაძის გუნდი შინ შეხვდა სესონ-რენს. მონპელიეში ხუთი ცაციაა. აქედან შეხვედრა დაიწყეს იანის ლენმა (RW) და ვალონტან პორტმა (RB), ხოლო ჟულიენ ბოსმა გამათამაშებლის პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგვიანებით შემოვიდნენ: მარჯვენა ინსაიდად - მელვინ რიშარსონი და გიორგი ცხოვრებაძე, მარჯვენა კუთხეში. ცხოვრებაძემ გამოსვლისთნავე გაიტანა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა, 28-28.

საფრანგეთის ჩემპიონატს რვიდან რვა მოგებით ლიდერობს პარი სენ ჟერმენი. მონპელიე დაკარგული ქულებით მეორე ადგილზეა - 3 მოგება და 2 ფრე. მომდევნო მატჩი გუნდს უკვე ევროპის ლიგაზე აქვს: 17 ნოემბერს სტუმრად შეხვდება ხორვატიის ნექსეს.

გიორგი ცხოვრებაძე (დ. 2001) მონპელიეში 2017 წლის შემოდგომაზე გადავიდა თბილისის პეგასიდან. მაშინ ის 16 წლის იყო და ორი სეზონი ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. 2018 წელს მონპელიემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2019-20 სეზონში კი ცხოვრებაძეს დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში.

მონპელიე - სენ რაფაელი 29-21

მნპ: შეგო (16 მოგერიება), ბონფუა - ბოსი 4/5, რიშარსონი 4/7, ცხოვრებაძე 3/3, პორტი 3/6, ტრუხანოვიჩუსი 3/4, დესკა 2/3, პელა 2/4, სიმონეტი 2/5, დუარტე 2/8, ბატე 1/4, პეტერსონი 1/1, ბორჟესი 1/1, ი. ლენი 1/3, ა. ლენი

საფრანგეთი. ლიდლ სტარლიგა. 1. პსჟ 16 ქულა (8 მატჩი), 2. ლიმოჟი 11 (8), 3. მონპელიე 8 (5), 4. ნანტი 7 (5), 5. ნიმი 7 (7), 6. დიუნკერკი 7 (6), 7. რენი 5 (7), 8. ესი 4 (3), 9. ტულუზი 4 (7), 10. შარტრი 4 (6), 11. სტ. რაფაელი 3 (6), 12. კრეტეი 4 (4), 13. ისტრი 4 (5), 14. შამბერი 3 (4), 15. ივრი 3 (6), 16. ტრემბლე 1 (5)

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა