ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა "როტორის" მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს.

"გუშინ სახლში საქართველოსა და სომხეთის მატჩს ვუყურებდი. შეხვედრის შემდეგ ეს სიახლე "ჩამიგდეს". რა შემიძლია ვთქვა? არ მიყვარს, როდესაც ჩემზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე უარმყოფელი პოსტის გამოქვეყნება. ეს სიცრუეზე ჩემი რეაქციაა - ხალხმა, რომლებმაც არ იციან ჩემი მდგომარეობა, ამ სისულელის დაწერა გადაწყვიტეს.

არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე, შემდეგ ჩემთვის წაკითხვა საინტერესო არ იყო, რა ეწერა იქ და საერთოდ ამას ვინ ამბობდა. ამიტომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ხაცკევიჩმა დაწერა თუ კიდევ ვინმე სხვამ, რადგან ყველაზე მთავარია რას ვფიქრობ დ ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, ყველაზე პირველი მე ვიტყვი. ჩემს მაგივრად ვიღაც რატომ ლაპარაკობს?

ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და შემოწმება გავიარე. აღდგენის მეორე ეტაპს გავდივარ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად გავემგზავრე. მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მჭირს. სამკურნალო პროცედურებს გავდივარ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვარში 100%-ით მზად ვიქნები", - ციტირებს ჯანოს Sport24.

ziko
ზუსტად ჯანოსნაირი ფეხბურთელი აკლდა ნაკრებს მაკედონიასთან,ჯანო ბურთს იკავებს და მაგრად აკონტროლებს ასევე თამაშის რიტმს კარგად აკონტროლებს და ისეთ საჭირო პასებს აკეთებს რო რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ჯანო კარებშიც მაგრად და ზუსტად ურტყავს, რომელსაც დღეს ნაკრებში თითქმის ვერავინ აკეთებს.კარგად უნდა მოემზადოს მისთვის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია ნაკრებს ჯანო ძალიან ჭირდება,მისთვის კარგი იქნება საქართველოს ჩემპიონატში თამაში რადგან ჯანოს ყველაზე მეტად როდესაც გამოვა სათამაშო პრაქტიკა ჭირდება.საქართველოს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები, ვითუმეტეს ისეთი ფეხბურთელი როგორიც ჯანოა.კიდევ ვიძახი ჯანო ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.წარმატებები ჯანოს.
მერაბი
ჯანოს ვურჩევდი ბათუმის "დინამოში" გადასვლას. იქ სათამაშო პრაქტიკასთან ერთად ფორმასაც აღიდგენს და კიდევ გამოადგება ჩვენს ფეხბურთს.
alexandre
ჯანო, შვილო, ზოგიერთ იდიოტს, თავისი სახელის დაწერისაც რომ ეშინიათ, ნუ მოუსმენ! მთელი საქართველო შენ გაფასებს, უყვარხარ და საუკეთესოს გისურვებს! როგორი იმედი მქონდა ევრო2020-ზე შენ, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია რომ გაიბრწყინებდით. სამწუხაროდ არ გამოვიდა. ამიტომ მიხედე შენ ჯანმრთელობას, ნუ აჩქარდები და, დარწმუნებული ვარ, კიდევ 4-5 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებ და გაახარებ ყველა გულშემატკივარს!
Semi
ბევრი მოსაზრება გამოითქვა ნაკრების მარცხის მიზეზებზე, მე უმთავრესი მგონია ცენტრის მოშლა, რაც ჯანოს და კიტეიშვილის არ ყოფნამ გამოიწვია, შეიძლება ბექჰემივით და პირლოსავით არ აკეთებს ნავესებს მაგრამ ფლანგიდან ფლანგზე ძალიან სწორად ანაწილებენ პას და ცვლიან მატჩის დინამიკას. გამოჯარმთელება ჩვენს ბიჭებს.
გიო
ჯანოს რომ აქილიკებ, დაწერე შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის მაგაზე მეტი, ციფრებს რომ ამოეფარე და არც სახელს უთითებ.
გიო
ჯანოს გამოჯამრთელებას ვუსურვებ დიდი იმედი მაქვს რომ იპოვის კლუბს სადაც ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ჩადგება ძველ ფორმაში ძალიან დაგვაკლდა ჯანო ამ თამაშებზე მისი კლასის და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი ჩვენ ბევრი არ გვყავს და ზოგადად კარგი თაობა მოდის და ჯანოც თუ დაბრუნდება ნაკრებში ეს ძალიან წადგება მომავალში ჩვენს ნაკრებს წარმატებები ჯანოს.
ზურა
დიდი იმედი მაქვს რომ ჯანო დაბრუნდება და კვლავ ითამაშებს ისე როგორიც გვახსოვს ის მთავარია ჯამრთელა იყოს და იპოვოს კლუბი სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა. ჯანოს ის აქვს რაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს სათამაშო ინტელექტი მოედნის იდეალური ხედვა ტექნიკა კარგი პასი და რაც შეეხება მის ასაკს 28 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ 37 წლის ფეხბურთემა გაიყვანა მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენს ნაკრებში 34 წლის კანკავა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჯანოს კიდევ შეუძლია რომ 5-6 წელი კარგ დონეზე ითამაშო ყველაფერი მასზეა დამოკიდებული დარწმუნებული ვარ რომ მაკედონიასთან რომ გვყოლოდა ჯანოც კვარაც ჩაკვეც და კიეტეიშვილიც და მაყურებელიც დაეშვათ სტადიონზე ჩვენ აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა ამ თამაშზე რომ შეტევაში ძალიან გვიჭირდა ვერც საჯარიმოში ვერ შევდიოდით სისწრაფეც არ იყო და ვერც შემტევებამდე ვერ მიჰქონდათ ბურთი ნახევარმცველებს. წარმატებები ჯანოს და დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში კვლავ ვიხილავ ნაკრებში.
მამუკა
ჯანო კიდევ ბევრს სჯობს ამ ნაკრებში.მოემზადე ჯანო მარტის შეკრებისთვისდა და დაუმტკიცე შენი შესაძლებლობები.
ვანჩოპე
არსებობს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში კარგად თამაშობენ, მაგრამ ნაკრებში ვერ ქაჩავენ. ჯანო ნაკრებში კარგად ალაგებდა. იმედია ისევ აკრეფს ფორმას და ნაკრებს დაეხმარება. გვერდში დავუდგეთ ჯანოს! პ.ს. ისე მერჩია ევროპაში მენახა.მაგრამ ეს ჭაობი რუსეთი..
სტალინი
ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელია
zviadi
ჯანო უკვე გუშინდელი დღეა
ბოკინიო
რა მარაზმია? იმის მაგიერ რო გვერდში დავუდგეთ და წარმატება ვუსურვოთ რეებს წერთ. სუ რო არაფერი ერთი რიგითი ქართველი ხოა როგორც მინიმუმ და ნეტა ყველა ქართველი ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. წარმატებები ჯანო შენ რომ 60 % მაინც ყოფილიყავი მზად თამაშის დალაგება ესე არ გაგვიჭირდებოდა.
49
შენ ხმას საერთოდ როგორ იღებ ბიჭო? გაასწორა ქართველების წაგებამ? კარგათ დადე საქართველო-სომხეთის 2 იანზე?
ფიფია
მერამდენედ გვესმის! არარეალურია! ნაახალწლევს ალბათ პახმელიიდანაც გამოვა ეტყობა!
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი