ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შაჩირის გასროლით

შაჩირის გასროლით

ევროპის ჩემპიონატი. U-21: ფავორიტების საომარი ფრე
დანიის ოთხ ქალაქში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული პირველობა. პირველმა ტურმა დაგვანახა, რომ განსაკუთრებით საინტერესო ამბებს B ჯგუფში უნდა ველოდოთ, სადაც გუშინ ინგლისი-ესპანეთის საინტერესო დაპირისპირება შედგა.

A ჯგუფი

ბელარუსი-ისლანდია 2:0

ბელარუსი (4-4-2): გუტორი - ვერეტილო, ფილიპენკო, პოლიტევიჩი, პოლიაკოვი - ბაგა (75. რეკიში), ბუკატკინი, სივაკოვი, პერეპეჩკო (91. ხვორშჩინსკი) - დრაგუნი, ვორონკოვი (78. სკავიში).

ისლანდია (4-5-1): ბიორნსონი - იონსონი, ეიოლფსონი, ფიულუსონი, ვალგარდსონი - სმარასონი (61. გისლასონი), ვიდარსონი (83. ბიარნასონი), ა. გუნარსონი, გ. სიგურდსონი, გუდმუნდსონი (32. ფინბოგასონი) - სიგტორსონი.

გოლები: 1:0 ვორონკოვი (77-პენ), 2:0 სკავიში (87)

გაძევება: გუნარსონი (76)

ევროპის ჩემპიონატის პირველი გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა, რომელიც ისლანდიელთა კარში ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა ანდრეი ვორონკოვმა გაიტანა, რომელსაც 10 წუთში მეორე მაქსიმ სკავიშმა დაუმატა და გეორგი კონდრატიევის გუნდმა დებიუტანტებთან 2:0 მოიგო.

არადა, ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად წარმართულიყო ისლანდიელთა ეულ ფორვარდ კოლბეინ სიგტორსონს სამი კარგი შანსიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, მაგრამ ორჯერ ბელარუსთა მეკარე ალექსანდრ გუტორმა იყოჩაღა, ერთხელ კი თავად ისლანდიელმა ვერ ივარგა.

მატჩში გადამწყვეტი 76-ე წუთი გამოდგა - ბელარუსი სტანისლავ დრაგუნი საჯარიმოში შეიჭრა და მისი გაჩერება არონ გუნარსონმა მხოლოდ წესების დარღვევით შეძლო. მსაჯმა ისლანდიელი მოედნიდან მიაბრძანა და კუნძულელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ვორონკოვმა გამოიყენა. 10 წუთის შემდეგ შეცვლაზე შემოსული მაქსიმ სკავიშის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი გამოდგა, მას ფეხებში მეკარე ბიორნსონი ჩაუხტა და ალბათ კიდევ ერთ პენალტს ვიხილავდით, სკავიშის დარტყმული კარში რომ არ წასულიყო.

გეორგი კონდრატიევი (ბელარუსის მწვრთნელი): "როგორც ვფიქრობდი, ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა. ბიჭები ძალიან ნერვიულობდნენ I ტაიმში. მართალია, დაცვაში დამაჯერებლად ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენი შუახაზი პასიურობდა. ამიტომაც, შესვენებაზე მათ მეტი აქტიურობა და შუახაზის გაკონტროლება მოვთხოვე. ძალიან გახარებული ვარ, რომ ბიჭებმა დავალება შეასრულეს და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მეტოქემ დიდი სიმპათია დაიმსახურა".

ეიოლფურ სვერისონი (ისლანდიის მწვრთნელი): "ჩვენ უკეთესი შანსები გვქონდა და იმის გამო დავისაჯეთ, რომ ეს შანსები ვერ გამოვიყენეთ. ასეთ ტურნირზე კი ეს დაუშვებელია. არადა, მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და ასეთი მარცხი უფრო დასანანია. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ პენალტისა და გაძევების შემდეგ, შანსი აღარ გვქონდა".

დანია-შვეიცარია 0:1

დანია (4-1-4-1): ანდერსენი - ფენგერი, ზანკა, ბიელანდი, ბოილესენი (82. იუელსგაარდი) - პოვლსენი - ვასი (82. დალსგაარდი), ერიქსენი, იენსენი, კადრიი (57. ნ. იორგენსენი) - ნ. ნიელსენი.

შვეიცარია (4-1-4-1): ზომერი - კოხი, აფოლტერი, როსინი, ბერარდი - ლუშტენბერგერი - შაჩირი (93. კლოზე), ფრაი (70. ჰოხშტრასერი), ჩაკა, ემეგარა - მეჰმედი (85. კასამი).

გოლი: 0:1 შაჩირი (48)

ამ თამაშის ბედი შვეიცარიელთა ალბანური წარმოშობის ნახევარმცველის ჯერდან შაჩირის (ალბანურად მისი გვარ-სახელი ასე გამოითქმის) გაელვებამ გადაწყვიტა - მეორე ტაიმის დასაწყისში შაჩირიმ ოსტატურად დაარტყა მასპინძელთა კარში და დანიელებს ერთი უსიამოვნო ტრადიცია გაუგრძელა - ახალგაზრდულ დონეზე შვეიცარიელებმა დანიელებს 10 თამაშიდან მერვე მოუგეს.

ოლბორგში თამაში აქტიურად სწორედ სტუმრებმა დაიწყეს, მე-3 წუთზე მათმა სამმა ისეთმა მოთამაშემ მიიღო კომბინაციაში მონაწილეობა, რომელთაც დიდ ნაკრებშიც აქვთ უკვე ნათამაშები - შაჩირიმ პასი ადმირ მეჰმედისგან მიიღო და უმალვე მოძებნა ინოსენტ ემეგარა, რომლის დარტყმულიც მიკელ ანდერსენმა მოიგერია.

ამის შემდეგ საქმეში დანიელთა ლიდერი კრისტიან ერიქსენი ჩაერთო (რომელსაც ასევე უთამაშია დიდების ნაკრებში), მან მასპინძელთა ეულ ფორვარდ ნიკი ბილე ნიელსენთან გაითამაშა კედელი, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

მოკლედ, 10 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ ორი ლიდერის, ერიქსენისა და შაჩირის დუელი ვიხილეთ, რომელშიც უფრო ეფექტური შაჩირი გამოდგა. გეტყვით, რომ ერიქსენიცა და შაჩირიც 19-19 წლისანი არიან და მათ მომავალ ციკლშიც შეუძლიათ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში.

გაშვებული ბურთის შემდეგ დანიელებმა იერიშები მოაწყვეს შვეიცარიელთა კართან, მაგრამ მეკარე ზომერი ბრწყინვალედ თამაშობდა, მან ნიელსენის თავური მოიგერია, აუღო შეცვლაზე შესულ დალსგაარდსაც. მატჩის მიწურულს "ვილიარეალში" მოთამაშე ნიელსენმა გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

კელდ ბორდინგაარდი (დანიის მწვრთნელი): "პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ჩვენც ვერ შევქმენით ბევრი საგოლე შანსი. ერთადერთი ვისი გამორჩევაც დღეს ორივე გუნდში შეიძლება, შაჩირია, ასეთ ფეხბურთელს სულ არ სჭირდება თავის გამოსაჩენად ბევრი შანსი, მას შეუძლია ერთიდან ერთი გამოიყენოს. ამ გოლის შემდეგ ძალიან ბევრს ვუტევდით, მაგრამ ახლა ზომერმა არ გაგვახარა. მოკლედ, თამაშის ბედ-იღბალი შაჩირიმ და ზომერმა გადაწყვიტეს. ახლა ნახევარფინალში გასვლა ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. უკვე ვესაუბრე ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ, მათ სწორი დასკვნები გამოიტანეს და ყველაფერს გაიღებენ მიზნის მისაღწევად".

პიერლუიჯი ტამი (შვეიცარიის მწვრთნელი): "შედეგითა და ჩვენი თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. დაახლოებით ერთი საათი ყველაფერს მოედანზე ჩვენ ვაკონტროლებდით. დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვთამაშობდით. ბოლო ნახევარი საათი კი ძალიან გაგვიჭირდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა, მასპინძელი გუნდი სავსე ტრიბუნების თვალწინ აგებდა. მეკარეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გამარჯვება შევინარჩუნეთ. ჯერდან შაჩირი ძალიან კარგი პიროვნება და ფეხბურთელია. შაჩირიმ ექსტრაორდინალური გოლი გაიტანა".

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელარუსი 1 1 0 0 2-0 3

2. შვეიცარია 1 1 0 0 1-0 3

3. დანია 1 0 0 1 0-1 0

4. ისლანდია 1 0 0 1 0-2 0

B ჯგუფი

ჩეხეთი-უკრაინა 2:1

ჩეხეთი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჩელუსტკა, სუხი, მაზუხი, ლესიაკსი - გეცოვი - დოჩკალი, ჰორავა (46. მორავეკი), ვაჩა (92. მარაჩეკი), კოვარჟიკი (75. ჰლუშეკი) - პეკჰარტი.

უკრაინა (4-2-3-1): კანიბოლოცკი - ბუტკო, რაკიცკი, კრივცოვი, პუტივცევი - ჩესნაკოვი, სტეპანენკო (54. ფარცვანია) - მოროზიუკი (64. ბილიი), კონოპლიანკა, იარმოლენკო (87. კრავეცი) - ზოზულია.

გოლები: 1:0 დოჩკალი (49), 2:0 დოჩკალი (56), 2:1 ბილიი (87)

კაპიტან ბორჟეკ დოჩკალის დუბლის წყალობით სლავურ დერბიში ჩეხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინა 2:1 დაამარცხა. დოჩკალმა პირველივე ტაიმში გამოაჩინა, რომ ჩეხთა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო, თუმცა გოლები მეორე ტაიმში გაიტანა. პირველად დოჩკალმა მარჯვენა მცველ ჩელუსტკას პასი გამოიყენა, მეორედ კი კაპიტანს პასი ვაჩამ გადააწოდა, დოჩკალმა კი 18 მეტრიდან შეარხია უკრაინის კარის ბადე. ამ ეპიზოდამდე ორი წუთით ადრე უკრაინელთა რიგებში თემურ ფარცვანია გამოჩნდა.

უკრაინელებმა გაიბრძოლეს და 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულებმა იყოჩაღეს, არტემ კრავეცმა მაქსიმ ბილიი მოძებნა - 2:1.

ესპანეთი-ინგლისი 1:1

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - მონტოია, ბოტია, ა. დომინგესი, დიდაკ ვილა - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, ანდერი (86. კაპელი) - მატა, ა. ლოპესი (72. პარეხო), ხეფრენი (80. კრკიჩი).

ინგლისი (4-2-3-1): ფილდინგი - უოლკერი, სმოლინგი, ჯონსი, ბერტრანდი - ჰენდერსონი, მანსიენი (67. როდველი) - კლევერლი (81. სინკლერი), უელბეკი, როუზი (67. ლენსბერი) - სტარიჯი.

გოლები: 1:0 ანდერი (14), 1:1 უელბეკი (88)

ანგარიში მე-14 წუთზე ანდერ ერერამ გახსნა, ტიაგო ალკანტარამ კუთხური მოაწოდა, ბურთს თავით მსოფლიოს ჩემპიონი ხავი მარტინესი შეწვდა და შორეულ ძელთან ბასკმა იყოჩაღა. ინგლისი მარცხისგან დენიელ უელბეკმა იხსნა, როცა თამაშის მიწურულს გაათანაბრა - ინგლისელთა ლიდერი გოლს მთლიანად კაილ უოლკერს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მთელი ფლანგი გაიარა და ჩაუწოდა მეგოლეს - 1:1.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3

2. ინგლისი 1 0 1 0 1-1 1

3. ესპანეთი 1 0 1 0 1-1 1

4. უკრაინა 1 0 0 1 1-2 0

საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია