კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ამის თაობაზე განცხადება თავის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა:

"მეგობრებო

ძალოსნობის ფედერაციის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მე და ჩემმა გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში შევძელით ის, რომ სტაბილურად საუკეთესოები ვიყავით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლებში, საქართველოში არაერთხელ დაგვასახელეს საუკეთესო ფედერაციად. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელის, სპორტსმენის თუ ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაშიც არაერთხელ დაგვიმსახურებია საუკეთესოს სახელი ქალთა და კაცთა შორის. ლაშა ტალახაძეს კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.

გავხსენით ბევრი ახალი დარბაზი და მოვაწყეთ ინფრასტრუქტურა. ჩვენს ძალოსნებს შევუქმენით სრულყოფილი სავარჯიშო პირობები. შიდა ჩემპიონატებზე დავნერგეთ საშეჯიბრო ათვლითი სისტემა.

ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა საერთაშორისო შეჯიბრებებს, რამაც მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციებში საუკეთესო ორგანიზატორის სახელი დაგვიმკვიდრა.

ბევრი სიახლე დაინერგა, თუმცა ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი. და მაინც, ჩვენი ძირითადი მიღწევა არის პროფესიონალიზმი, დისციპლინა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული. სწორედ ამან მიგვიყვანა წარმატებამდე.

თითოეული წარმატების უკან დგას გუნდი, რომელიც ძალოსნობას ჩემთან ერთად წლების განმავლობაში ემსახურებოდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მადლობა მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მსაჯებს, ექიმებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რეგიონალურ სპორტულ ორგანიზაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენს კურატორებს, ძალოსნობის მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციას. მადლობა სპორტულ ჟურნალისტებს, ფანკლუბს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წინსვლაში. მადლობა მათ, ვინც გვაკრიტიკებდა. ამან ჩვენ გაგვაძლიერა. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

მადლობა სპონსორებს "რომპეტროლსა" და "საქართველოს რკინიგზას".

მე მჯერა საქართველოს ძალოსნობის მომავლის. მას აქვს დიდი პერსპექტივა, მოდის ახალი, ძლიერი თაობა იმ ბაზებზე, რომლებიც შევქმენით ამ 5 წელიწადში.

მიზანი ბევრია, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახალი გამარჯვებების მოლოდინი.

მე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი დღეს, წესდების თანახმად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

ფედერაციას ვუსურვებ მალე აირჩიოს შესაბამისი, ღირსეული ხელმძღვანელი. თუ ძალოსნობის საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ გავაგრძელო ხელმძღვანელობა, მზად ვარ, ხელახლა წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა.

წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!".

Celebre inconnu
კარგი რა თენგიზ! ამდენი ხალხისთვის გულის გახეთქვა იქნება ახლა? ასე საათივით, კახის, გიორგის და მათთან ერთად მთელს ფედერაციას და ბიჭებს რომ აქვთ, არსად არა აქვთ აწყობილი. ღმერთმა ასეთი თავმდაბალი, თავისი საქმის მცოდნე და საქმეზე შეყვარებული პიროვნება გვაჩუქა და სად უნდა გავუშვათ? მოვეფეროთ და ყველა პირობა შევუქმნათ, რომ კვლავაც წარმატებულად გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
გუკა
მართალი გითხრათ სათაური რომ ვნახე განცვიფრებული დავრჩი, მაგრამ როცა პოსტი წავიკითხე დავწყნარდი, წესდება თუ არ იძლევა შესაძლებლობას კახის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის არჩევას სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მსოფლიოშო არ მეგულება ფედერაცია რომლის პრეზიდენტიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახი უვადოდ უნდა იქნეს არჩეული საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად. ასეთი რამ ჩვენს სინამდვილეში არ მომხდარა მაგრამ კახი კახიაშვილი ის ფიგურაა სპორტში, რომ ის ამას იმსახურებს.
გუკა
მართალი გითხრათ სათაური რომ ვნახე განცვიფრებული დავრჩი, მაგრამ როცა პოსტი წავიკითხე დავწყნარდი, წესდება თუ არ იძლევა შესაძლებლობას კახის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის არჩევას სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მსოფლიოშო არ მეგულება ფედერაცია რომლის პრეზიდენტიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახი უვადოდ უნდა იქნეს არჩეული საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად. ასეთი რამ ჩვენს სინამდვილეში არ მომხდარა მაგრამ კახი კახიაშვილი ის ფიგურაა სპორტში, რომ ის ამას იმსახურებს.
სოსო
რა არის ადმინ,ჩვენ კიდევ გულების დახეთქვა გვინდა?ასე საათივით აწყობილი და სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციაც ხომ არ აირია მეთქი,სათაური რომ წავიკითხე.აქ მართლაც პროფესიონალები,მეგობრები და თან,ფანატიკოსები მუშაობენ.სპორტსმენებთან ერთად, ერთ ოჯახად არიან და ვაგლახად მათთან შეხება,არ შეიძლება.ნეტავ ყველა ფედერაციაში, ასეთი შეკრული გუნდი გვყავდეს.
zaza
სათაურია ბომბა.ისევ ეგ იქნება პრეზიდენტი აპა ვინ იქნება კანონით ეკუთვნოდა გადადგომა ახალ არჩევნებამდე.დდ.
ნოდიკო
ამკაცის გაშვება იქნება დანაშაული
ზვიადი
მე კობიაშვილის განცხადებას ველოდები
emigranti
საჭიროდ ჩათვლისო?! ეს კაცი თუ ისევ არ აირჩიეს ესე იგი არ ყოფილა ჩვენი საშველი. ფედერაცია და მწვრთნელთა შემადგენლობა იდეალურადაა შერჩეული და ამათი ხელის ხლება დანაშაულის ტოლფასია. ესეთი დალაგებული ფედერაცია არცერთ სახეობაში არა გვყავს.მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
დიმო
დარჩეს კახიაშვილი!!!
mamulo
გადადგომა თუ არის ,კობიაშვილი უნდა გადადგეს.ქართული ფეცბურთი რომ გააფარჩაკა,თორემ ამ კაცს რა წირს გადასადგომო წარმატებული ფედერაციის ხელმძღვანელია და არც პარლამენტში იყრის კენჭს.
G.LA
ძალოსნობის ფეერაცია ერთ ერთი წარმატებულია და აქაც ნიჟარაძე არ დაგვემართოს რაგბივით. ჯობს კახიაშვილი დარჩეს და გააგრძელოს თავისი წარმატებული საქმე.
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა