ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში, ხოლო ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

"რუსთავის შეკრებაზე იყო შემთხვევა, რომ ოთახში ვისვენებდი, თემურ ჯანჯღავა შემოვიდა და დაინტერესდა, თუ ვიყავი ორსულად. ჩემგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მოგვიანებით, საღამოს საათებში, მითხრა, "მაზს" წაგისვამ საზარდულის არეშიო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის", - განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ 2 მაისს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ძალოსანი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელმაც მისი თქმით, ნათქვამი ცინიკურად მიიღო.

"არ მეგონა, ასე ცინიკურად თუ მიიღებდა. ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა ჩემ მიმართ ჯანჯღავას მხრიდან-მეთქი და მითხრა, მერე რაო. მერე უკვე ზედმეტი იყო მაგასთან დიალოგის გაგრძელება. ფედერაციაში გიორგი ასანიძესაც (ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) რომ ვესაუბრე, რატომ ლაპარაკობო. იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ ჩემი თავი დამეცვა", - ამბობს თათია ლორთქიფანიძე.

სპორტსმენი სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მის ინტერესებს კავშირი "საფარი" დაიცავს. "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ის, რაზეც თათია ლორთქიფანიძე საუბრობს, ნამდვილად არის სექსუალური შევიწროება.

ბაია პატარაიას თქმით, დღემდე არ მიუღიათ რეალური პასუხი, რა მიზეზით მოხსნეს თათია ლორთქიფანიძე ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან. პატარაია ვარაუდობს, რომ მიზეზი თათია ლორთქიფანიძის მიმართ თემურ ჯანჯღავას შურისძიებაა, რადგან სპორტსმენმა ფედერაციაში არ დამალა სექსუალური შევიწროების ფაქტი და მწვრთნელს დაუპირისპირდა.

ბაია პატარაიას ინფორმაციით, თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელის შეცვლას ითხოვდა, თუმცა მისი ინტერესი არ გაითვალისწინეს.

"ფედერაციამ სენსიტიურობა არ გამოიჩინა, რომ მოესმინათ ადამიანისთვის და დახმარებოდნენ. როდესაც სპორტსმენი კონკრეტულ შემთხვევებს ასახელებს და ამბობს, რომ შემიცვალეთ ტრენერი და ამითი ამოვწუროთ ინციდენტიო, მაგრამ არ უცვლიან ჯინაზე, ძალიან საეჭვო გარემოებებში ხსნიან ჩემპიონატიდან და არ აძლევენ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ ჩახსნეს, ჩნდება რეალურად ეჭვი, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული", - ამბობს ბაია პატარაია.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში 6-13 აპრილს ჩატარდა. იმის გამო, რომ თათია ლორთქიფანიძემ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღო, ვერც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ფედერაციისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს, რადგან ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების რეალური შანსი და შესაბამისი შემოსავლის მიღების საშუალება ჰქონდა.

თათია ლორთქიფანიძე სასამართლოში სარჩელს 18 მაისამდე შეიტანს.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ამბობს, რომ თემურ ჯანჯღავა წესიერი, მოწესრიგებული მწვრთნელია და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილსა და უზუსტობაზეა დაყრდნობილი. კახიაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებას სექსუალური შევიწროების შესახებ სასამართლოში დაესმება წერტილი.

"თათია ლორთქიფანიძეს და მის მწვრთნელებს ვესაუბრე რამდენჯერმე. ფედერაციის აღმასკომი შევკრიბე ამ თემასთან დაკავშირებით და ახლა კიდევ ერთ აღმასკომს შევკრებთ. სასამართლო თუ ჩატარდება, აღმასკომის ოქმს მივაწვდით. რამდენიმე წერილია დაწერილი თათია ლორთქიფანიძის მიერ და ყველა წერილზე მაქვს რეაგირება მოხდენილი", - აცხადებს კახი კახიაშვილი.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატიდან სპორტსმენის მოხსნას, ამას კახიაშვილი უკავშირებს ნაკრების დასკვნით შეკრებებზე თათია ლორთქიფანიძის გამოუცხადებლობას.

"მე ვიყავი ინიციატორი თათია ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის. მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ თათიას მაღალი შედეგი ჰქონოდა. მუდარის მიუხედავად, თბილისისა და ბათუმის ბოლო დასკვნით შეკრებებზე არ გამოცხადდა. გვინდოდა, მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ტექნიკური მდგომარეობა გვცოდნოდა. ამის შემდეგ უფროსმა მწვრთნელმა, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მოხდა", - ამბობს კახი კახიაშვილი.

წყარო: radiotavisupleba.ge

პრესკონფერენციის ვიდეო

Status quo
ყველა სფეროში მაფიაა და კლანური მმართველობა სუფევს, არაფერი ეშველება საქართველოს.
sdfffff
საერთოდ საბერძნეთი ისეთი რთული ქვეყანაა, მთელი რიგი გაურკვეველი ეროვნებების და ჯურის თავშესაფარი გახდა ამ ბოლო დროს, რომ ტვინებს უმახინჯებენ ხოლმე მანდ ნამდვილად.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ქართველმა გოგონამ ძალოსნობაში ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა
ბოლო გაჩერება ძალოსნობა - ინტერვიუ თათია ლორთქიფანიძესთან
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ევროპა თბილისში - ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია!
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა
კახი კახიაშვილი: ძალოსნობა ეროვნულ სახეობად უნდა ვაქციოთ