გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" საერთო ქართული მონაგარი 26 მედალია
გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" საერთო ქართული მონაგარი 26 მედალია. აქედან 10 პარასკევსაა მოპოვებული და ამაზე უკვე ვწერდით, შაბათ-კვირას კი ჩვენებმა 16 ჯილდო ირგუნეს. უქმეებიდან უფრო შედეგიანი შაბათი დღე აღმოჩნდა, თორემ კვირას ოთხივე ფინალი წავაგეთ.

ხარისხობრივად ეს 26 მედალი ასეა განაწილებული - 5 ოქრო, 9 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. აქედან "თავისუფალთა" ნაკრების მონაგარი 3 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 8 ბრინჯაოა, ბერძნულ-რომაულისა - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. "თავისუფალთაგან" მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილის შემდეგ უქმეებზე ჩემპიონობა ახალგაზრდა გიორგი ედიშერაშვილმა (55) და შალვა მუზიაშვილმა (66) იზეიმეს, გოჩა ლომთაძემ (74), არჩილ ქიტიაშვილმა (84) და ელიზბარ ოდიკაძემ (96) ფინალური შეხვედრები დათმეს, ტურნირის მესამე პრიზიორები კი პარასკევს მალხაზ ზარქუა (60), ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120), ხოლო შაბათ-კვირას ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი (ორივე - 55), გიორგი მარსაგიშვილი (74), ლევან სეთურიძე და დავით ქერაშვილი (ორივე - 96) გახდნენ. ბერძენ-რომაელთა ტურნირში ოქროს მედლები ლაშა გოგიტაძემ (55) და ირაკლი ქაჯაიამ (96) მოიპოვეს. ვერცხლი - ირაკლი ჭოჭუამ (60), მარადი აბულაძემ (66), მანუჩარ კვირკველიამ (74) და რევაზ ნადარეიშვილმა (84), ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ლოლაშვილის, მუხრან მაჭუტაძის (ორივე - 66) და იაკობ ქაჯაიას (96) შემდეგ ქემალ ხარაბაძე (60), მანუჩარ ცხადაია (74) და მათე სოფაძე (84) დაეუფლნენ.

ნორმალურად და კარგად...

ორგანიზაციული თვალსაზრისით, შეჯიბრებამ ნორმალურად და კარგად ჩაიარა. სასურველი კი იყო მეტი მონაწილე, მაგრამ საკადრო თვალსაზრისით, მაინც ძლიერი ტურნირი გამოდგა, რადგან არაერთი ტიტულოვანი ფალავანი ჩამოვიდა. სტუმრებიდან განსაკუთრებით ირანი, თურქეთი და უზბეკეთი უნდა გამოვარჩიოთ, რომლებიც უძლიერესი შემადგენლობით გვესტუმრნენ. მთლად უპირველესი არა, მაგრამ ძლიერი გუნდით ჩამოვიდნენ აზერბაიჯანელი "თავისუფლები", ეგვიპტელ

ბერძენ-რომაელებს კი მსოფლიოს ერთი ჩემპიონის გარდა ტიტულოვანი სხვა არც ჰყავთ და ის კი ჩამოიყვანეს.

მასპინძელთა დანაკლისი ადრევე იყო ცნობილი, ბოლო წამებში კი შეჯიბრებას ორი ტიტულოვანი ფალავანი გამოაკლდა - ბერძენ-რომაელებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე (96) და "თავისუფლებში" ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84). მინდორაშვილი კარგა ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და ორივე მოჭიდავე სრული დატვირთვით ემზადებოდა ამ თასისთვის, მაგრამ საბოლოოდ გამოსვლა იუარეს. ვერ გეტყვით, მათთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ ნაკრების მთავარ მწვრთნელებს - აპირებენ თუ არა, ისევ მისცენ ოლიმპიადაზე წასვლის შანსი (ლიცენზიას ფედერაცია იღებს და არა ფალავანი), მაგრამ აქ გამოუსვლელობა ალბათ უფრო მათი კარიერის დასასრულს უნდა მოასწავებდეს...

ისევ დისციპლინის შესახებ

ტურნირი ბევრად უკეთ ჩაივლიდა, რომ არა ერთი უსიამოვნო ინციდენტი, რამაც ჩრდილი მიაყენა შეჯიბრებას - ბერძენ-რომაელმა გიორგი დათუნაშვილმა მომავალ ბრინჯაოს მედალოსანთან, ირანელ საეიდ აბდვალისთან შეხვედრაში მსაჯს დაარტყა, რაც გვარიან ჩხუბში გადაიზარდა - მასში ტრიბუნებიც ჩაერივნენ. ცხადია, დათუნაშვილი მყისვე მოხსნეს ასპარეზობიდან, ხვალ კი საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მისი დასჯის შესახებ იმსჯელებს. განიხილება ორი ვარიანტი - სამუდამო ან ორწლიანი დისკვალიფიკაცია, თუმცა რაკიღა ახალგაზრდაა, ალბათ, ორწლიანს აკმარებენ. სამწუხაროდ, დისციპლინის პრობლემა ჩვენს გუნდებში კვლავაც მწვავედ დგას - სხვა მოჭიდავეებიც ხშირად ეკამათებოდნენ მსაჯებსა თუ მეტოქეს. იმედია, სადამსჯელო ღონისძიება შექმნილ ვითარებას გამოასწორებს.

ნებისმიერი შეჯიბრების უმთავრესი დანიშნულება ახალგაზრდა კადრების გამოვლენაა, ამ მრივ კი ტურნირმა ჩვენი ინტერესი სრულად გაამართლა. პირველი დღიდანვე თვალშისაცემი იყო ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრთა კარგი ჭიდაობა, მერე და მერე კი საიმედო ასპარეზობითა თუ მედლებით იმავე ასაკის "თავისუფლებმაც" გვასიამოვნეს. რომელი ერთი დავასახელოთ - ბერძნულ-რომაულ ტურნირში გამარჯვებული ირაკლი ქაჯაია თუ მისი ბიძაშვილი იაკობ ქაჯაია, ხარაბაძე, ედიშერაშვილი, ნადარეიშვილი, ჩირგაძე, დავიდოვი, სოფაძე და სხვები. ამათი უმეტესობა ჯერაც ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ან ეს-ესაა დაასრულა იქ ასპარეზობა და ამიტომ გამოვარჩიეთ, თორემ სხვებიც ახალგაზრდები არიან. ყოველ შემთხვევაში, მედალოსანთა შორის ვეტერანი და ასაკოვანი ერთი-ორს თუ ეთქმის. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მედალოსანთა შორის ვერ მოხვდნენ, მაგრამ კარგად კი იჭიდავეს. მაგალითად, ხონელი ოთარ გოგავა (55), რომელიც საგანგებოდ გამოსცადეს და "თავისუფალთა" ტურნირში ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ევროპის მოახლოებული ახალგაზრდული პირველობების გამო მათ ლიდერებს არ უჭიდავიათ, თორემ ეს სია ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა. აშკარაა, რომ ნამდვილად კარგი თაობა მოდის. უბრალოდ, საწყენი ისაა, რომ ბერძენ-რომაელებს ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად დრო არ ეყოფათ, "თავისუფლები" კი უკვე ჩაჯდნენ გუნდში და ცაიტნოტის მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან.

კვირკველია ფორმაშია

ალბათ, ქომაგს ძველი თაობიდან ყველაზე მეტად ოლიმპიურ ჩემპიონ კვირკველიას გამოსვლა აინტერესებს, რომელმაც ფინალამდე დიამეტრულად განსხვავებული ჭიდაობა გვაჩვენა, ვიდრე - ფინალში ირანელ ფაშად ალიზადესთან. შესაძლოა, იმიტომაც, რომ წინასწარ შეხვედრებში თავისი პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და გუნდში უმთავრეს კონკურენტებს - ქვედა წონიდან ამონაცვლებულ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიას და ამავე შეჯიბრების შარშანდელ აღმოჩენას, ვერცხლის პრიზიორ გიორგი ცირეკიძეს მოუგო. მანამდე კვირკველიამ ახალგაზრდული ნაკრების წევრი უშანგი ჩიტიაშვილიც დაამარცხა, რომელიც ასაკის გამო ამ ეტაპზე არაა მისი კონკურენტი, მაგრამ ახალგაზრდულში მშვენივრად გამოდის და მომავლის ფალავანია. კვირკველია ცხადაიას მეოთხედფინალში შეხვდა და ძირითად დროში დამაჯერებლად მოუგო. ცირეკიძესთან ნახევარფინალში მოუხდა დაპირისპირება და პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ მომდევნო ორი ერთნაირად დამაჯერებლად - 3:0 მოუგო. აქ ბრინჯაოსთვის ცხადაიამ და ცირეკიძემ იჭიდავეს, რაც ასევე საინტერესო შეხვედრა იყო, როგორც წონის პოტენციური ლიდერებისა. ცხადაიას მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა, თუმცა კლასი იგრძნობოდა, მაგრამ მონდომებას და შემართებას ნურც ცირეკიძეს დავუკარგავთ.

ამ წონაში საყურადღებოა ცხადაიას ამბავი - სად იჭიდავებს ის. თავად წონის შეცვლას კი ლამობს, მაგრამ ამ ტურნირმა დაადასტურა, რომ 74-ში ამ ეტაპზე დიდი შანსი არ აქვს. ამ მოგებით კვირკველია მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უმთავრეს პრეტენდენტად იქცა და იქ თუ ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, ფედერაციამ მის ნაცვლდ ლონდონში სხვა გაუშვას. თან არც ცხადაია ჩანს იმდენად მომმატებელი, თამაშებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში კვირკველია დაჯაბნოს. ამასთან, ის ფიზიკურადაც ამ წონისთვის შეუფერებელი ჩანს. ამ ეტაპზე უფრო რეალურია, მან წონა დაიკლოს და თამაშებამდე 66-ში დარჩეს.

დაახლოებით ამავე აზრზეა მისი პირადი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი და ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამაც განაცხადა, რომ 74-ში მსოფლიოს მასშტაბით ცხადაიას ლიდერად ვერ მოიაზრებს.

ძველი სახეებიდან ირაკლი ჭოჭუასაც გამოვარჩევთ, რომელმაც ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხის არყოფნაში ლიდერობა არავის დაუთმო. მან ოქროს მოპოვების ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან უზბეკ მსოფლიოს ჩემპიონ დილშოდ არიფოვთან ფინალურ შეხვედრაში, როცა ფეხზე ხელით შეეხო. რომ არა მაგიდის მსაჯი, სხვებს ეს მომენტი სულაც გამოეპარათ.

"თავისუფალთაგან" ასევე ჯიბიდან გაუფრინდა ოქრო არჩილ ქიტიაშვილს (84) - თურქი ბოლუკბას იბრაჰიმი ისე გაიქნია, ვიფიქრეთ, ეგაა და საბოლოოდ მოუთავებს ხელსო, მაგრამ თურქმა ჩინებული რეაქციის ხარჯზე სასწაულებრივად დაუხურა გდება და აქეთ დადო ბეჭებზე. საერთოდ, გუშინ წაგებული ოთხი ფინალიდან სამი თურქებმა მოგვიგეს. შაბათს ერთში ჩვენ კი ვიმარჯვეთ, მაგრამ ცოტა სამწუხარო ვითარებაში - ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონმა თურქმა ახმედ პეკერმა გიორგი ედიშერაშვილი ილეთზე დააგდო, მაგრამ ხელიც ამოიგდო და შეხვედრა ვეღარ გააგრძელა. ედიშერაშვილმა მანამდე თანაგუნდელი ბესარიონ გოჩაშვილი და ჩირგაძეც დაამარცხა ანუ რიგიანად გაისარჯა. კარგად და ძლიერად იჭიდავა შალვა მუზიაშვილმაც (66), მაგრამ კარგი იქნება, უცხოეთშიც თუ ასე იასპარეზებს. კარგად გამოვიდა გოჩა ლომთათიძეც (74), მაგრამ ფინალში თურქი ევროპის პრიზიორი დემირჩინ ბატუჰანი სხვა სიმაღლეზე იდგა. ბატუჰანსვე გადაეცა ვახტანგ ბალავაძის სახელობის თასი.

კვარცხლბეკი.

თავისუფალი ჭიდაობა

55 კგ. 1. გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო), 2. აჰმედ პეკერი (თურქეთი), 3. ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი (ორივე - საქართველო).

66 კგ. 1. შალვა მუზიაშვილი (საქართველო), 2. დავით საფარიანი (სომხეთი), 3. მაჰმუდ ილხამი (თურქეთი), ცოტნე ბარამიძე (ყაზახეთი).

B74 კგ. 1. დემირჭინ ბატუჰანი (თურქეთი), 2. გოჩა ლომთათიძე, 3. გიორგი მარსაგიშვილი (ორივე - საქართველო), მეთიუ გენტრი (კანადა).

84 კგ. 1. ბოლუკბას იბრაჰიმი (თურქეთი), 2. არჩილ ქიტიაშვილი (საქართველო), 3. სარდარ ბოკე (თურქეთი), კოლოი კორტოევი (რუსეთი).

96 კგ. 1. სერჰატ ბალცი (თურქეთი), 2. ელიზბარ ოდიკაძე, 3. დაჩი ქერაშვილი, ლევან სეთურიძე (სამივე - საქართველო).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

60 კგ. 1. დილშოდ არიფოვი (უზბეკეთი), 2. ირაკლი ჭოჭუა, 3. ქემალ ხარაბაძე (ორივე - საქართველო), ალექსან მიქაელიანი (სომხეთი).

84 კგ. 1. ილდირიმ აჰმეტი (თურქეთი), 2. რევაზ ნადარეიშვილი, 3. მათე სოფაძე (ორივე - საქართველო), ელჩინ აბდულაევი (აზერბაიჯანი).

74 კგ. 1. ფაშად ალიზადე (ირანი), 2. მანუჩარ კვირკველია, 3. მანუჩარ ცხადაია (ორივე - საქართველო), საეიდ აბდვალი (ირანი).

120 კგ. 1. ამირ ალიაკბარი (ირანი), 2. ატილა გიუზელი (თურქეთი), 3. ვლადიმირ გურალსკი (ისრაელი), ამირყასემ გასემიმონჯარი (ირანი).

hekerskaia
თქვენ ხალხნი ხართ?გუშინ ვიყავი შეჯიბრზე და გავგიჯდიი!!!!!84კგ,კატეგორიაში ძალით წააგებინეთ აჩიკო ქიტიაშვილს..საქართველოში, ქართველები, ქართველს არ მიემხარით..ყოჩაღ თქვენ!!!!
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!