დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "ლანჩხუთი" ადგილობრივ "კლუჟს" დაუპირისპირდება.

გურულმა გოგონებმა პირველ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს, ხატია ჭყონიას დუბლით დამატებით დროში სძლიეს, წინ კი უფრო რთული მეტოქე ელოდებათ. "კლუჟი" რუმინეთის ქალთა ჩემპიონატის შექმნიდან ქვეყნის ერთადერთი ჩემპიონია და ტიტულს ზედიზედ 10 წელია არავის უთმობს. რუმინეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 44-ე გახლავთ (ჩვენი გუნდი 115-ე), ეროვნულ ნაკრებში კი ძირითადად "კლუჟის" ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ჩემპიონატში გამართული 9 მატჩიდან ყველა მოიგეს, 40 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს. ალბათ, წარმოდგენა შეგექმნათ, რამდენად ძლიერი გუნდია.

თუმცა ლანჩხუთელ გოგონებსა და მათ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩხაიძეს მოწინააღმდეგის სიძლიერე არ აშინებთ. ჩვენ გიორგის რუმინეთში დავუკავშირდით და მატჩისწინა განწყობებზე ვესაუბრეთ.

"გუნდში ამაღლებული განწყობაა და გოგონები ბრძოლისთვის მზად არიან. ყველა ფეხბურთელი ამ შეხვედრას ელოდება. თითოეულ ჩვენგანს ესმის, რომ წინ ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი გველოდება. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები, ქვეყანაა. ბოლო წუთებამდე იომებენ, რათა მოედნიდან თავაწეულები გამოვიდნენ.

მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია. რუმინეთი, როგორც კაცთა, ისე ქალთა ფეხბურთით ჩვენზე გაცილებით წინაა. მათი 2 შეხვედრა ვნახეთ. შემადგენლობაში ჰყავთ როგორც ფიზიკურად ძლიერი, ისე სწრაფი ფეხბურთელები. ფლანგის ნახევარმცველები შეტევაში მთავარ როლს ასრულებენ, სწორედ ფლანგებიდან ცდილობენ ხიფათის შექმნას. დაცვიდან შეტევაშიც კარგად გადადიან, არც შორიდან დარტყმებს ერიდებიან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ უკან ჩაჯდომას არ ვაპირებთ. მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში იქნება, ვეცდებით, აქ წავართვათ ბურთი. საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები მყავს გუნდში. დარწმუნებული ვარ, შანსები გვექნება და ისინი უნდა გამოვიყენოთ. სტანდარტული სიტუაციები კარგად გვაქვს დამუშავებული. მიმაჩნია, რომ ესეც ჩვენი ერთ-ერთი შანსი იქნება. რასაკვირველია, ფავორიტი მასპინძელია, თუმცა თამაშის დაწყების შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ლანჩხუთმა" ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და ისტორია დაწერა, თუმცა შანსი გვაქვს, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი დავუმატოთ. თუ ადამიანმა ერთხელ შეძლო, მეორედაც შეუძლია. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, დანარჩენი კი იღბალზეა დამოკიდებული.

გოგონებს ვეუბნები, ევროპულ შეჯიბრებაზე საგულშემატკივრო გუნდი ქართველებს ჩვენ გარდა აღარ დარჩათ, ეროვნული ნაკრების მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების გადაფარვა ჩვენ შევძლოთ და ქართველ ხალხს გული გავუხაროთ-მეთქი.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ მათ გახარებას ისევ ვეცდებით. ვეცდებით, სასურველ შედეგს კიდევ ერთხელ მივაღწიოთ და კვლავ გადავრიოთ დუნია. თუ დავმარცხდით, ნუ გაგვკიცხავთ, ჩვენ დებიუტანტები ვართ და ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებით. თუმცა გპირდებით, მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ და ბოლომდე დავიხარჯებით", - განაცხადა ლანჩხუთელთა დამრიგებელმა.

მ. ჩ.
წარმატებები გოგოებო! უფალი გფარავდეთ
გოგა
ტელევიზიები აჩვენებენ თამაშებს? დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩვენი გოგონების ფეხბურთს. წარმატებები თქვენ!
Ხევსური
ყოჩაღ,უძლიერეს კლუჟსაც მოუგეს, ყოჩაღ კიდევ ერთხელ და წარმატებები ! ! !
Leonidas
რა წაგება? მოიგეს ჩვენებმა 1-0. გილოცავთ ყველას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საამაყო გოგონებს!!! ძალიან მაგრად ითამაშეს!!!
ბესო
მოიგეს, რას ჰქვია წავაგოთ...
david
მოიგეს!!! გილოცავთ!!!
დიმა
მადლობა გურიას, კაცების დაფინანსება ქალებს,მოვიგეთ
ირაკლი
გილოცავთ მოგებას. მაგრები ხართ
დიმა
იგებენ
hhh
ძაანაც თავში ავარდნა არ შიძლება მთავარია ღირსეულად წავაგოთ.
ჯაბა
წარმატებებს გისურვებთ გოგონებო,ძალიან გაგვეხარდება თუ მომდევნო ეტაპზე გახვალთ,და მიუხედავად ყველაფრისა მაინც დიდი მადლობა,იმაზე უფრო მაგარი შემართებით გულშემატკივრობთ ვიდრე ნაკრებს.... მოგებას გისურვებთ
mmm
ყოჩაღ გოგონებო! თქვენ მაინც გაგვახარეთ ხოლმე. წარმატებებიიიიიიიი
soso
დავგუგლე და ამერიკელმა კოლეჯის 15 წლამდელებმა მოუგეს მაგათ ქალთა ნაკრებს!! არ შეიძლება შედარება ძალიან დიდი განსხავევებაა ფიზიკურ მონაცემებში!!
Givi
ამერიკაში და ავსტრალიაში ჩატარდა ექსპერიმენტი 16 წლამდელებმა ორივე შემთხვევაში მოიგეს 5-2 და 7-0 ქალთა ეროვნულ ნაკრებებთან.
zaza
წარმატებებს ვუსურვებ გოგოებს. ისე რა მაინტერესებს იცით კაცებში 17 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი და ქალებში მსოფლიო ჩემპიონი რომ შეხვდეს ვინ მოიგებს?
ss
წარმატებები, ტყუილად არ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრნი.
jango
წარმატებები და წინსვლა ამ უმშვენიერეს გოგონებს!
giorgi
ამდენ გურულ ქალს ჩემმა მტერმა გაუძლოს, მიდით, მიაწექით, ქალებო :)!
გიორგი
გამარჯვებას გისურვებთ. იქნებ, ქალებმა მაინც გაგვახაროთ...
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი საქართველოს ქალთა ფეხბურთში
"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"