ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

<p>ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა.</p><p>რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.</p><p>რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"</p><p>"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არავარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.</p><p>რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.</p><p>გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"</p><p>საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".</p><p><p><p><br></p>

  • Zizu

    ზოგადად კანონმორჩილების მხოლოდ მომხრე ვარ მაგრამ ბავშვივით კი გამოსდის ამ სალუქვაძეს, დააშავა და არ უნდა პასუხი აგოს, თემურს შეურაწყოფას რომ აყენებდა მაშინ კანონი არ ახსოვდა? როცა ადგილი მიუჩინეს მაშინ გაახსენდა კანონი?

  • Hfg

    მომჩივანი სალუქვაძე :დდდდ არადა ძველი ბიჭივით კი ტლიკინებდა

  • eqsperi

    ვაშკაცი არაა სწორი .... ვაჟკაცი ..... ვაჟკაცია სწორი ფორმა

  • გიორგი

    ზურაბ! პატრიოტთა ალიანსზე ალერგია რატომ გაქვთ. მეც მინდა ვიცოდე. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული, ღირს თუ არა, არ მინდა შევცდე. ოღონდ, რუსეთი არ მომიყვანო მიზეზად.

  • გელა8-ს

    სალუქვაძეს და ბარათაშვილის ნაცსექტა...ესენი რა პატრიოტები არიან ფულზე გაყიდულები..სალუქვაძე საერთოდ ფარჩაკია ქეცბაზე შორიდან იძახის..რამე რომ უთხრა ეგრევე დაიკავებს გრძელ სიას..

  • გელას

    გელლლლაა )) სალიქვაძე გამომიყვანა დავით აღმაშენებელი

  • buba

    ე, ბიჯო დავნიშნოთ მერე ნაკრების მწვრთნელად და გვეშველება!!!

  • ALONZO

    ეს ტიპი "სილქნეტში" მუშაობს და თავი "ზარალა" ან "მამულო" ხომ არ გონია ? რეალურად ლევან ყიფიანის ტიპაჟია. იტყვის მერე ავარია მომივიდაო

  • ზურა

    მაგრად გამიტყდა ამ ტიპისგან. მაგრამ დრო დაალაგებს ყველაფერს. მეოცნებეები წავლენ და იქნებ პატრიოტები მოვიდნენ (პატრიოტთა ალიანსს არ ვგულისხმობ ღმერთმა დაგვიფაროს). მაშინ მოუწევთ დამწკრივება უტვინო ქოცბანდას ბოროტი ნაცბანდიანად. მერე რითი გაიმართლებენ თავს მაგრად მაინტერესებს არა და სამსჯავრო მართლა სასტიკი იქნება .ხალხი ბრძენია ღმერთი მაღალი . ან ერთის გეშინოდეთ ან მეორის ასეთი უტიფრობა არსად გაგონილა.

  • ნანიკო

    მოკვდა ეგ სახეობა და ჩაყევით ახლა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით

  • გელა 8

    ჯერ წერა კითხვა გესწავლა,ლევანი რომ პატრიოტია იცის ყველამ ვინც მას იცნობს,აი შენ კი წარმოგვიდგინე თავი ვინ ხარ რა გაგიკეთებია ისეთი რომ შენი ქვეყნისთვის შენ გამო ან მადლობა მიეღო ან ტაში სამშობლოს, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში და შენ რადგან ენას ძვალი არა აქვსო .........ჰაიდააააა, ეს მეორე ვინაა ბარათაშვილი? ბიძინას ინტელექტი,გნებავთ ზრდილობა ერთად რომ მოაგროვო შენკენ შესაძლოა თქვენი IQ-ს ჯამი ახლოს ვერ მივიდეს ბიძინასასთან..........

  • sake

    მე ვისურვებდი,რომ სალუქვაძე ბარათაშვილის გადაცემა კვლავ იყოს ეთერში და გახდეს უფრო ღია,მწვავე კითხვებით და ყოველგვარი "ვიღაცას გაუტყდება"-ს გარეშე.

  • ტეტე

    იმედგაცრუება იყო სალუქვაძის და ბარათაშვილის ინტერვიუ კობიაშვილთან, ეს დავარცხნილი კითხვები რა იყო ვერ გავიგე, ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ორივე ჟურნალისტი ლამის კობიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იყო... ეჰ როგორიც ფეხბურთიც გვაქვს საქართველოში ისეთი სპორტული ჟურნალისტები გვყავს, ძალიან გამიცრუეს იმედები.

  • საქმე ამაშია

    ქეცბაია ბევრად დიდი ფეხბურთელი იყო, ვიდრე სალუქვაძეა ჟურნალისტი, რა ჟურნალისტიცაა, გუშინდელ გადაცემაში გამოჩნდა, ერთი მწვავე შეკითხბაც რომ არ დაუსვია კობიაშვილისთვის, ან ეს კობიაშვილი რამ გაამწარა, აქეთ ფედერაციაო, იქით პარლამენტიო, რა იყო, ასე რამ დაახამა ეს კაცი.

  • გოგა

    სალუქვაძე პატრიოტი კაცი, რო იყოს და სიმართლის მთქმელი, ამ ფედერაციას და კობიაშვილს უნდა ეძახოს, რო უძრდელები და გაუმაძღრები არიან, მაგრამ არ აქვს მაგის ვაშკაცობა ეს ერთი და მეორე ფედერაცის ლაქიაა და მეტი არავინ... ქეცბა რასას ამბობდა ყველაფერს მართალს ამბობდა და ყველას პირში ეუბნებოდა სათქმელს.

  • გ

    სალუქვაძე სრულიად მიუღებელია ჩემთვის თავისი მოწუწუნე დიქციის სტილიდან გამომდინარე, მუდმივად, რამეს თუ ამბობს, წუწუნებს, რაზე მგონი ხშირად თვითონაც არ იცის?! საქრთველოა, თორემ რომელ ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა ეგ კომენტატორი ან თუნდაც ჟურნალისტი. ესაა უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

  • კახა ქ.

    ზოგს რომ აუჩემებია,ნაკრების მწვრთნელად უნდა მოვრუნებაო,სად ნახეთ ერთი სიტყვა ეთქვას ამის შესახებ და კიდევ ერთი,კომენტარებში ეწერა ვიღაცას,თუ ქართველები თა მაშობენ დიდი ამბავი,არც თუ ისე დიდი ხელფასიაქვთო.და ამას რამხელა პასუხისმგებლობა აქვს,იმას არ უყურებს,თუ რამე ეგრევე რომ წამოაყვედრიან და შეიძლება გაუშვან კიდეც.მე არ ვიცი ამათ ხელფასი რამდენი აქვთ,მაგრამ მე რომ კაპიკის გადამხდელი არა ვარ ამათში,მაგი კი ვიცი

  • inviz9

    ლევანი სამართლიანი და კარგი ადამიანია და პირდაპირი. ფეხბურთში მასავით ზოგიერთი მწვრთნელი რომ ერკვეოდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ქეცბაია მართლაც დიდი ფეხბურთელი და მებრძოლი ადამიანია, რაც ჩვენს ბევრ ახლანდელ ნაკრების წევს აკლია-მაგრამ მისი დრო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე წავიდა. გია ჭიაბრიშვილი საუკეთესო ვარიანტია -საქმით დაამტკიცა ეს და უნდა მიეცეს შანსი აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი

  • !!!

    არ მომწონს სალუქვაძე,არც როგორც ჟურნალისტი და არც როგორც პიროვნება!!! განსაკუთრებით მას მერე,რაც საქართველოს საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის მიერ,ფსკერის გახვრეტის შემდეგაც კი,ერთი,თუნდაც ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად წოდებული,უღირსი და უსინდისო კობიაშვილისთვის,აი აქ ჩანს ის,თუ რეალურად რა სულის პატრონიც გახლავთ ამხანაგი სალუქვაძე!!!

  • llcl

    ყველაფერში გეთანხმები ლევან, მარაზმია მუქარა და მით უმეტეს ოჯახის, ან გინება რა კაცობაა, კამათი შეიძლება ნორმის ფარგლებში ყველაფერზე, მეც უდიდეს პატივს ვცემ თემოს და ვაფასებ, შენს მიმართ ლევან პატივისცემა არ გამაჩნია, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას რამე გაკადრო, თუნდაც გუშინ ძალიან მეწყინა შენგან და ბიძინასგან რომ კობიაშვილს გოშიებივით ეჯექით სტუდიაში და ერთი პირდაპირ ნორმალურად, კაცურად არაფერი კითხეთ, გული ამერია, 10 წუთი გაგიძელით მხოლოდ და გადავრთე, ქეცბა კი გულიანი და პირდაპირი კაცია, ამიტომ უყვარს ის ხალხს და არა შენ, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ შეურაცყოფის მიყენება და მით უმეტეს ოჯახის ხსენება მდაბიო საქციელია

  • ამაშია საქმე

    ვინმემ არგუმენტირებულად დაწერეთ თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთისთვის ამისთანა რა გააკეთა, რომ მის აბსოლუტურად გაუაზრებელ ქმედებებს ამართლებს რასაც ის როგორც სამწვრთნელო ისე მოედანს მიღმა ჩადიოდა???

  • Umtiti

    რა გააკეთა ქეცბაიამ ამიხსენით ვინმემ?!!

  • goga

    ხალხო, მართალია ქეცბაიამ "ანართოსისი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს სახელოვანი მწვრთნელების კოჰორტაში, მაგრამ მასზე დიდებიც არსებობრნ, შემომაქვს წინადადება, ბელორუსი გონჩარენკოს ჩამოყვანა მოვითხოვოთ, რომელმაც სამჯერ ათამაშა "ბატე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

  • gogas

    ეს პირში უთხარი და ტელეფონზე დაურეკე და დეპეშა გაუგზავნე რაღაა? ყველაფერი უნდა ითქვას ღიად, რომ გულშემატკივარმაც გაიგოს, რატო უნდა დაომალოს? ოღონდ შეურაცხყოფის გარეშე

  • ვაჟკაცი

    ვაშკაცი არა შაშკვლავი, ვაჟკაცი!

  • ოლეგ რომანცევი

    21-ე საუკუნეა და ძველი ბიჭობა სირცხვილია, ნორმალური ხალხისთვის ადრეც სირცხვილი იყო, ტეხავს, ეგ ნიშნავს რომ შენი სიბანძის და უტვინობის გამო ნორმალურად ახსნა არ შეგიძლია და სხვისი დაჩაგვრით ცდილობ რაიმეს დამტკიცებას, მართალი რომ ხარ და ძველბიჭობ ეგეც კი ტეხავს

  • გიო

    კარგი თუ თემური არის ქსენოფობი და უზრდელი თემური ალბათ გასცემს პასუხს ამას თავისით მაგრამ გუშინ კობიაშვილი რო ჰყავდა სტუმრად რატომ არ ჰკითხა იმაზე რომ ის პიროვენებები რომლებმაც ბავშვებს დედა აგინეს ხელი გარტყეს და მერე ბოდიშის მოხდაც კია არ იკადრეს და აქეთ ტელევით გამოვიდნენ და თქვეს მისაღები ვისაც ქონდათ იმათ მივაღებინეთო თუ დადგებოდა ამ ხალხის პასუხისმგებლობაა რატო არ კითხაა?? დასკვნა თქვენ თვითნ გამოიტანეთ ეს რა კაციცაა ამის მერე.

  • Kkk

    ლევან სალუქვაძე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

  • გოგა

    ხო და რაც არ ხარ მაგდენი არ ილაპარაკო ძმაო სხვაზე და მითუმეტეს ქეცბაიაზე, ქეცბას,რო აქ გაკეთებული მაგის მეათასედი გაკეთე და მერე ლანზღე მთელი ქვეყნის მაშტაბით, ან რა კაცობა სახალხოდ რო ეგრე საუბრობ კაცზე, პირში უთხარი თუ ვაშკაცი ხარ. შეგეშალა ძმაო გამოდი და მოიხადე ბოდიში

  • ზურა

    სალუქვაძე სად აღარ მუშაობდა ფედერაციაში დინამოში ჟურნალისტიკაში მაგრამ მე ამის გაკეთებული საქმე არ მინახია არსად გამოდის და მარტო ლაპრაკობს იმას რასაც ლაპრაკობდა 10 წლის წინ მე ეს ანალიზები მესმის 20 წელია უკვე და შედეგი იგვეა ზუსტად იგივე რაც იყოო მაშინ არც ამის გამოცნობილი ბილეთი მინახია ასევე. მაგრამ თემურ ქეცბაიას რომ ესე მოიხსენიებ პირდაპირ ეთერში ის კაცი რომელსაც ამდენი რამე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელსაც და ახლა როცა საერთოდ არაა ვალდებული ანორთოსისში ამდენი ქართველი ჰყავდა კარიერა არეული დარეული ფეხბურთელები უგუნდოთ დარჩენილები მიიყვანა კლუბში და დაწყებინა თამაში და გამოდიხარ და ასე იხსენიებ და შენგან ნაღდად არ იმსახურებ ქეცბაია ასეთ შეურაწყობას როცა შენიშვნას გაძლევენ ამაზე აქეთ ბოდიშის მოხდის მაგივრად კიდეე პრეტენზია გაქვს ძაან სამარცხვინოა ასეთი მოქმედება თან მახსოვს როცა პირადაპირ ეჯდა თემურს სტუდიაში და იქ ძაან დადებითად მოიხსენია კაი ადამიანიო პატრიოტი პროფესიონალია ისა ესაოო და ახლაა გამოვიდა და ამბობს თემური უზრდელი და ქსენოფობიაოო ხოო? ასეთ კაცსს უბრალოდ ან რა პატივი უნდა სცე ან ამის ნათქვამი რა უნდა დაიჯეროო

  • გუსანი

    როგორც ირკვევა, ზოგს ე.წ, წითელი ხაზები გადაუკვეთია. ისე მეც ავღნიშნე სალუქვაძის კომენტარში დადებითი და უარყოფითი, ყველას ერთ ემოციას ვერ მოსთხოვ ბატ. თემური ემოციურია და ხშირად პროვოკაციულად დასმულ კითხვებს შეიძლება ეთიკის ზღვარზე პასუხობდა, აბა სალუქვაძეს რომ დაესვა შეკითხვა ასე უსახურ ფეხბურთს რატომ ათამაშებ ნაკრებსო, მეც ვეტყოდი 1. ან ახლომხედველი ხარ და სასურველს რეალურად აღიქვამ ან არაფერი გესმის რა კონტიგენტი გვყავდა და გვყავს.- მაშინ არც ჩაკვეტაძე, კვარაცხელია არ გვყავდა, ზოგს კი წონის,ფორმის, კლასის და ზოგს მენტალური პრობლემებიც აქვს. აგერ გამოჩნდა- გოლის გამტანი კი არა ესტონეთანაც კი საჯარიმოში ვერ შევედით, მოდი და უსაყვედურე თემურს ამის შემდეგ. 2 პირადი , ვერ მიიღო კარდბლანში ქეცბაიასთან . 3. ვერც ერთი უცხოელი ვერ (მოხოდავს ) დადებს შედეგს, არ არის მაგის საძირკველი, ფინანსების ჩარეცხვა იქნება. 2-3 ფეხბურთელი ამინდს კი ქმნის მაგრამ არა შედეგს.... ბავშვებიდან დაიწყეთ.

  • Dato

    და რო არ იძველბიჭოს არც მთქმელმა, არც კომენანტატორმა, არც ერთმა და არც მეორემ და ამით მირჩეს, არა? თუ ბოლოს მაინც დამრიგებლურო ტონით ჭკუისწავლების გარეშე არ შეუძლია?

  • źaza

    ბიჭოო პატარა ბიჭებიო პატარები და სოსკიანები თუ არიან რას დარბიან ქუჩა ქუჩა დედას რო იგინებიან და ხალხს შეურაწყოფას რო აყენებენ ყველა კიარ გაგიტარებს უზრდელს და მყრალს ოჯახში ვერ იტანენ ქუჩაში კიარა.პროტესტი მისაღები და საჭიროცაა მაგრამ არა უზრდელობა.აგერ რასაც წერენ იგივეს ქუჩაშიც კადრულობენ და მიტომაც ხვდებათ.და ბოლოს ზრდილობა ზეპოლიტიკურია.გაიგეთ ერთხელდა სამუდამოთ.სალუქვაძეს რაც შეეხება ზოგ რამეში ვეთანხმები მაგრამ გამოხატვის ფორმაში არა.

  • rodemdeee

    გუშინდელ ბურთი და მოედანს უყურეთ? ამ გადაცემას ამზადებდა ორი თვე ამაზე ამბობდა ნახე რა გავაკეთოო? ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს ერთი მწვავე წინადადება არ უთქვამს. გეგონება ჩემი ბრალია ეს შედეგები რაც ქართულ ფეხბურთს აქ. იმდენი შეცდომა დაუშვა კობიმაც რო ხან ფონდი მაგათ არ ეხება მერე ბავშვთა ფეხბურთს ფონდი აფინანსებსო ანუ ჩვენ და რავიციი. ქუთაისი იმდენჯერ ახსენა გეგონება აწყობილია საქმე. გუნდი რო დაიშალა და ფულები გაქრა მაშინ სად იყო რატო არ დაისაჯა არავინ? ქალთა ფეხბურთი ჩვენი დამსახურება არისო და გუშინდელი უნტერვიუ ნახე გოგოების ელემენტალური ფული არ აქვთ. კარგი რაა თუ აკეთებ გადაცემას ტრაკი უნდა გქონდეს დაა დასვა კიხვები და მოითხოვო თუარადა ნუ იჭიმები

  • გოგა ლორია

    სალუქვაძე საშუალო დონის ჟურნალისტია და ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო და ეხლა რახან ჩვენია საშუალო დონის მწვრთნელია,მაგრამ არც სალუქვაძეა ბობ ვუდვორდი და არც ქეცბაიაა იოჰან კრუიფი,ქეცბაია ნოდარა ახალკაცის დონის მწვრთნელი არ არის,ახალკაცს როგორ მოექცნენ 1983 წელს უფროსი თაობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვს.თავის დროზე ქაცბაია ნაკრებიდან რატომ გაუშვეს ალბათ გვახსოვს ყველას და არ მოიქცა მაშინ ქეცბაია სწორად,ზუსტად ასევე არ მოიქცა სწორად სალუქვაძეც ცხელ გულზე არასწორი რაღაცეები იძახა.მე არც ის მგონია მართებული და სწორი რასაც ცხელ გულზე ნაკრების ფეხბურთელების მიმართ წერდნენ და იძახდნენ.ჭკვიანი ხალხის ნათქვამია ცივი გონებით განსაჯეო.გერმანიის ფეხბურთის მამებს ესპანეთთან 0-6 წაგების შემდეგ ლოვის გადაყენება მოთხოვეს,არადა ჩვენი გადასახედიდან გადასაყენებელი იყო,მაგრამ მამებმა ნურას უკაცრავად ლოვი რჩება ნაკრებშიო,სკეპტიკოსებს ცივი წყალი გადაასხეს.ეჰ ჩვენროდის მივალთ ამ დონეზე. და ბოლოსკენ ზუსტად ისევე არ იყო მართებული სალუქვაძის გამონათქვამი,როგორც ქეცბაიას გამონათქვამები მაშინ როცა ამბიბდა თქვენ ფეხბურთელები არ გყავთ და მე რაშედეგი დავდოო,თუ იცოდა დალოცვილმა რომ ფეხბურთელები არ გვყავდა და ვერაფერს მიაღწევდა რაღას მოდიოდა ნაკრებში.მაგრამ რას ვიზამთ არც ერთი არის ბობი და არც მეორე იოჰანი ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან!

  • სოსო

    დათო,წუხელ 20 საათზე,სილქ უნივერსალზე,სალუქვაძეს,ლევან კობიაშვილი ჰყავდა.წუხელ, ცოტას ვუყურე და ვაპირებ ჩანაწერიც ვნახო.რაც ვისმინე,ბევრ რამეზე სხვა თვალით შემახედა.კონკრეტულად ქეცბაიაზე არა,ბოლო თამაშებზე და სტრუქტურებზე,დაფინანსებაზე ლაპარაკობდა,მე რაც ვნახე.მგონი საინტერესო იქნება მოსმენა.

  • ქართველი.

    საქართველოში კოვიდზე, უარესი ვირუსი გავრცელდდა, ეს არის ერთმანეთის მიმართ შეურაცყოფის მიყენება. დაუკვირდით: ქალი, კაცი, ახალგაზრდა გოგ-ბიჭი, ბავშვი, მოხუცი, ყველა ერთმანეთს რა აგრესიულად ეჩხუბება და რა პირით აგინებენ ერთმანეთს . ეს არის ყოვლად აუტანელი საქციელი რაც დღეს საქართველოში ხდება. ასეთი საქციელებით ფონს ვერ გავალთ და უარეს შედეგებს მივიღებთ. არ ვიცი აქ უკვე რამ უნდა გვიშველოს...

  • დევკალიონი

    13 მილიონი მხოლოდ მას არ აუღია,ეგ უბრალოდ მასე ჩანდა,მან 3 აიღო ,დანარჩენი რ.არველაძემ და ზ.სიჭინავამ მოტეხეს.

  • Tedo

    Sanam ar morcheba nacnibobana araoeri esh ekeba arc kvekanas da arc pexburts.ise pederaciashi uoro tbilad chaicvjt ar gacdet

  • გურჯი

    თემური რომ ზრდილობით არ გამოირჩევა ვიცით,მისი გაწვრთნილი ნაკრები რასაც თამაშობდა,ეგეც ნანახი გვაქვს..მისი პერსო ფანი უნდა იყო,რომ ისევ მწვრთნელობა გინდოდეს! სალუქვაძეზე ოჯახის(,და ზოგადად)გინება(თანაც ინტერნეტში,რბილად რომ ვთქვათ,პატაკუხობაა!! ამასაც შეე ძლო სიტყვა უზრდელი არ ეთქვა(საბედნიეროდ მდიდარი ენა გვაქვს ქართველებს) კობი აუდე სფფ-დან შენი სასტავით-შეგიძულებს ხალხი... წადი!!!!

  • გოჩა

    რაშია იცით საქმე,როცა ეხებით პიროვნულად და ეს ინტერნეტ სივრციდან ხდება არ არის სწორი,გინება და ოჯახზე შეხება მით უმეტეს რა აგვიკელით კიდევ ქოცები,ნაცები ვერ ხედავთ ვერ ვიტანთ ვერცერთს და სპორტი სპორტია ყველას გვიყვარს ქართული ფეხბურთი მე თემურის წინააღმდეგ მითამაშია სპორტინტერნატში თამაშობდა ბავშვობისას მე ბათუმის დინამოს ახალგაზრდულში ბავშვობიდან ჯიგრიან ფეხბურთს თაშობდა,მაგარი იყო,ლევანსაც მინდა ვუთხრა კი ბატონო დააფიქსირე შენი აზრი მაგრამ,ცოტა კორექტულად,ქეცბა კარგი ადამიანია,მაშინდელი რამდენი რამ ახდა,რომ იძახოდა,არ არის ქსენოფობი თემური არ გეთანხმები,მაგრამ ახლა ოჯახზე შეხება არ შეიძლება და კიდევ ლევან,ძველი ბიჭები მასე შორიდან არ იგინებიან ეს ისე ინფორმაციისათვის,მე შენ კარგ სპორტულ ჟურნალისტად მიმაჩნიხარ მაგრამ თემურისთან დაკავშირებით არ გეთანხმები,წარმატებები ყველას,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

  • აგული

    აბსოლუტურად ვეთანხმები სალუქვაძეს!!!!! ქეცბაიას დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა. რადგან ანორთოსისში ქართველები მიყავს ეგ არ ნიშნავს, რომ ძველი შეცდომები გამოასწორა!!!!! ქართველები თუ მიყავს გუნდში მაგითი პირველ რიგში თვითონ მშვენივრად სარგებლობს, არც ისე მაღალ ხელფასზე არ თამაშობენ მაგასთან ბიჭები ასე რომ დაწყნარდით ქეცბაიას ადვიკატობა არ ჭირდება!!!!

  • დათო

    ცქიტიშვილიც, სალუქვაძეც და მთელი ფედერაციაც შენნაირი კანონმორჩილები რო არიან იმიტომაც მიაღებინეს მისაღებს ??? ამათ და მთელ ქოცებს როცა აწყობთ კანონმორჩილები არიან და როცა არა ძველი ბიჭები , იმიტომაც ცემეს პატარა ბიჭები ფედერაციის წინ და პასუხიც არავინ აგო ... ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო

  • სიმართლე

    ტელე იმედი ქოცების დანამატია ყველამ ვიცით . ძალიან მაინტერესებს რატო არავინ აგო პასუხი კანონის წინაშე ფედერაციიდან პატარა ფანების გატყეპისთვის ? თუ მისაღებმა მიიღო ???? აი ესეთი კანონმორჩილები ხართ მთელი ქოცხროვა ...

  • giorgi

    ქეცბაიაა უდანაშაულო? 13 000 0000 ლარი რაში აიღო ამიხსენი? 13 მილიონი!! ხორვატიათან მოგების შემდეგ 4 წელი არაფერი გაუკეთებია ყრუ დაცვის გარდა.. ფულს კი ხვეტავდა და წილში ყავდა სხვა კორუმპირებული ჩინონვნიკები

  • დათო

    ქეცბაია როგორც მწვრთნელი ვარსკვლავებს არ წყვეტს , მაგრამ თქვენ როგორც ვითომ ჟურნალისტი ვის აზრს გამოხატავთ კარგადაც ვიცით, როგორც მთელი იმედი ძალზედ "ობიექტურები" ხართ . გასაკრიტიკებელი მთელი ქოცბანდა და ფედერაციააა ,ის ფედერაცია რომლის თანამდეგობის პირები პატარა ფანებს ცემენ საკუთარი პროტესტის დაფიქსირებისთვის არ აკრიტიკოთ ხელი დააფარეთ , გრცხვენოდეთ...

  • თენგაბი

    ხანდახან ამ პოსტებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვხვდები რამხელა სიძულვილი, ბოღმა, ზიზღი და აგრესია დევს ერთმანეთის მიმართ. კლავიატურას რომ ამოვეფარებით ეს იმას არ ნიშნავს რომ უფალსაც დავემალეთ. სად გაქრა ჩვენი ადამიანური მიმტევებლობა, თავდაჭერილობა, ქართველობა. ვინ ვის უშლის აზრის გამოთქმას? მაგრამ ვიყოთ ცოტა სხვისი აზრის ღირსეულად მომსმენი, თუ არ გავიზიარებთ, კორექტულად და ფაქტებით ვესაუბროთ ერთმანეთს. წარმოვიდგინოთ რომ მეორე მხარესაც ჩვენნაირ ადამიანებს ვესაუბრებით. ჩვენ არც ფეხბურთი გვიყვარს და პატივს ვცემთ, არც სხვა გვიყვარს და პატივს ვცემთ, უფლის რწმენა ხომ არა გვაქვს და არც საკუთარი თავი გვიყვარს. ღირსეული ადამიანები ასე არ იქცევიან.

  • ლევან-ს

    ლევან იმ საკითხში გეთანხმები რო ქეცბაიას ურთიერთობა არ უყვარს ჟურნალისტებთან და ტონიც არ უვარგა, ასევე იმაშიც რო ნაკრებს ძალიან დაცვის ფეხბურთს ათამაშებდა მაგრამ როგოც ჟურნალისტს შეიძლება უფრო კორექტულად გეთქვა მაგრამ შენი აზრი დაგეფიქსირებინა რადგან ჩამოთვილილი მინუსების გარდა ბევრი პლიუსიც აქვს და როგორც თქვენ არ იმსახურებთ ასევე არ იმსახურებს ქეცბაიაც...

  • Ufucucyctx

    Temuri ara torola.

  • Milani

    Am saqmis midgoma egetia, temuri mogvcons da saluqvadze ara. Sxva iqet araferi gvainteresebs. Mesi jobia ronaldus radgan vigacas mesi mocons, ruseti amerikas radgan ruseti mocons, nacebi qocebs radgan nacebi mocons. Esetia chveni midgoma da analizi da qe gvaqvs cxovrebis analizebi gadasarevad.

  • Mixeili12345678

    აი ხო ხედავ დამთრთხალი და შეშინებული ხარ ესეა უსამართლოდ კაცს უზდელს ეძახი უნდა იცოდე ამხელა კაცმა რამხრლაბშეურაცყოფას აყენებ დაუფიქრებლად ასერობ დაწყნარდი ეხლა ნუ კანკალებ არავინ არაფერს გიზავს აკეთე შენი საქმე ზდილობიანად

  • @

    დააყენე, შენი ძველბიჭობაღა აკლდა ამ ქვეყანას. იქნებ ჟურნალისტობა ისწავლო!!!

  • ლაშა

    კრიტიკის გარეშე ფეხბურთი არასებობს მაგრამ ოჯახი და ზედმეტები რა საზიზღრობაა სალუქვაძე კარგი კაცია მაგრამ ზედმეტი მასაც მოივიდა თავი მოეტოკა ჯობდა ქეცებაიას შემოვევლე მასაც აქვს წიკები კარგი იქნება თუ გადაეჩვევა ერთისიტყვით შერიგდით და ამ ფედერაციას ერთი აზრით ხა ერთი შემართებით ვებრძოლიდ გუშინ დაუსვეს შეკითხვა კიბიაშვილს ორ ადგილზე საქმიანებას როგორ უთავსდები მანკი უპასუხა რაში გამოვაკლდი ფეხბურთსო კობიაშვულო მალე გაიგებ რაში გამოაკლდი გარტყმაშიც არ ხარ თუ რაზე თქვი უარი ფეხბურთი და პოლიტიკა დაფიქრდი და მიხვდები თუ გესმის მახსობს შენი დანაპირებები მაგ საკითხებში.

  • კაცი მეგონე, თურმე...

    ლევან შენ ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებნოდი დღევანდელ დღემდე, უბრალოდ გამიკვირდა ასეთი მარცხის მერე (ჟურნალისტები) რატომ არ ლაპარაკობთ ფედერაციის შეცდომებზე და არაფრის მაქნისობაზე? ამის მაგივრად მთავარი თემა ის გახადე ქეცბაიას ვინ დაზდევდა და ვინ არა სომხეთთან მატჩის შემდეგ. ეგააა პრობლემა ? ან საერთოდ რატომ ახსენე თემური ასე ცუდად გადაცემაში? ხომ იცოდი ხალხს რა რეაქციაც ექნებოდა?ძალით გინდა ამით სხვა თემები გადაფარო??? თემურის დაბლოკვას ტყვილად ცრდილობთ ის ღირსეული კაცია და აღარ დადგება მწვრთნელად ძაანაც რომ ეხვეწოთ ,,, ხოლო თუ დაბლოკვას მაინც შეეცდებით შედეგი უკვე ნახე ხალხის რეაქციის

  • საქართველო

    ბრძენი კი არა ბრბოა. სალუქვაძეს არ ესმის ფეხბურთი და იმ ხალხს ესმის,ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს,რომ ფეხბურთელის ფიზმომზადებას სთხოვს

  • ადამიანი

    ხალხი ბრძენია !!! ხალხი ყოველთვის მართალია !!! პ.ს. ჰოდა თუ ჟურნალისტობა გინდა,ვისთვის წერ????? ხალხისთვის რომ არა,ფაქტია და მაშინ ვისთვის???

  • გიორგი

    შენ ჟურნალისტი გგონია თავი? რაო კობიაშვილმა, გადაგისვა თავზე ხელი ეთერის მერე? სწორად იქცეოდა თემური და კიდევ უფრო მეტად აგრესიულად ეთქვა თქვენთვის სათქმელი, ვაზელინებად რომ იქეცით და კაცობის აღარაფერი გცხიათ, შენი ვაჟკაცობის შენ თვითონ მაინც თუ გჯერა :დ ან ცუდი რაც მოხდა ყველაფერი რომ სხვას შეაწმინდა და გურიის წარმატება თავისად გაასაღა, მაინც არ გაგიჩნდა კითხვები ვაჟკაც? ხელფასს იმიტომ არ იღებს, კანონმდებლობა რომ უკრძალავს და მაგას მაგარ ნაბიჯად უთვლით? ან საქმეს რომ აკეთებდეს ხელფასს რატომ არ უნდა იღებდეს, მაგრამ კონსტიტუცია გამოისვით უკან და ჩვენ გვასწავლით კიდე ჭკუას

  • სულ2

    ქეცბაია რო უზრდელი და უვარგისია სალუქვაძის თქმა რად უნდა მაგას

  • Batumi

    სად გაიზარდე შე უზრდელო ან ვის რაში სჭირდები,ან ფეხბურთი სად ისწავლე,რომ გამოდიხარ და არჩევ ვინ კარგია და ვინ ცუდი.შენნაირებით და იმ ულვაშა გაბერილისნაირებით არის რომ ქეცბასნაირს ფეხბურთს ასწავლით და ეს ბრბოც გისმენენ და იზიარებენ.

  • Vasili

    ეეეეე კაი რა, აგრესიულად მოიხსენიე უდანაშაულო ადამიანი და ბუმერანგივით დაგიბრუნდა უკან! ცოლ-შვილი და ოჯახი რა შუაშია ხალხო?! მეც გავაკრიტიკე ეს კაცი მარა , ლანძღვა და გინება რა არის ეხლა..(ტეხავს)! / ხალხი მაინც ცხელ გულზე იყო და ვერ მოთოკეს ნერვები, შენ კანონმორჩილი ადამიანი ხარ გეტყობა და დაივიწყე ეს ამბავი ასე აჯობებს დამიჯერე! / //// სიმართლე რო ითქვას ძირითადად თავისუფლად აზრს (კრიტიკულს) შენ და ვოვა გუცაევი იძახის, ამხელა კაცი არ იზარებს და გადაცემა მიყავს, თან რა აქტიურია, სხვა ჟურნალისტები და სხვა ვეტერანები და მოქმედი სპორცმენები გაყუჩულები არიან , ოღონდ ერთმანეთს არ აწყენინონ , ხმას არ იღებენ და ფეხბურთი სულ ფეხებზე კიდიათ!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება