მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ფეხბურთელთა ზღვარგადასული უხეშობის გამო, ფიფამ ესპანეთისა და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა...

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ფეხბურთელთა ზღვარგადასული უხეშობის გამო, ფიფამ ესპანეთისა და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფინალში რვა გაფრთხილებასა და ერთ გაძევებას "გამოჰკრეს ხელი", რისთვისაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია 14 480 აშშ დოლარს გადაიხდის. მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის არბიტრმა, ინგლისელმა ჰოვარდ ვებმა ესპანელ ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 9 650 დოლარად დაუჯდა.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება დისციპლინარული კოდექსის იმ მუხლით მიიღო, რომლის მიხედვითაც მას იმ ფედერაციის დასჯის უფლება აქვს, რომლის ნაკრების წევრებიც ერთ მატჩში ხუთ და მეტ გაფრთხილებას მიიღებენ.

ესპანეთი-ჰოლანდიის ფინალი მუნდიალის ყველა დროის ფინალებს შორის ყველაზე უხეში გამოდგა. მანამდე ამ მაჩვენებლით 1986 წლის არგენტინა-გერმანია ლიდერობდა, სადაც მსაჯმა ყვითელი ბარათი ჯიბიდან საერთო ჯამში ექვსჯერ ამოიღო.

ესპანელებსა და ჰოლანდიელებს ამ ჯარიმის გადახდა ნამდვილად არ გაუჭირდებათ, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 30 მილიონი დოლარი მიიღო, ჰოლანდიისამ კი ვიცე-ჩემპიონობისთვის – 24 მილიონი.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა