22 ნოემბერს, მახათას მთაზე, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხარდაჭერით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული დრიფტის სერიების - ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

2020 წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი 22-23 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი 26-27 სექტემბერს უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ფინალურ შეჯიბრებაში ნოდო კოდუამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავიდა, რის გამოც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ჩემპიონატის ლიდერი იყო. ამ სამი მრბოლელის ქულებს შორის განსხვავება მინიმალური იყო, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენციამ პიკს მიაღწია. სწრაფი სარბოლო მონაკვეთის და ფინალური კონკურენციის გამო ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი შეჯიბრება, სადაც 30-ზე მეტმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონატი საერთაშორისო მსაჯთა კოლეგიამ შეაფასა. ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები გადასცა: 1-ლი ადგილი - 500 ლიტრი, მე-2 ადგილი - 300 ლიტრი, მე-3 ადგილი - 200 ლ საწვავი.

დრიფტის სერიების მიზანია მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებსა და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" 2018 წლიდან არის ჩართული ავტორბოლის განვითარების პროცესში, რაც დრიფტის შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება "სოკარის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება) შემადგენელი ნაწილია.

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა