ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტები გია მეგრელაძემ, დავით დიღმელაშვილმა და თენგიზ ჩიკვილაძემ გაახანგრძლივეს
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, შაბათს კლუბი გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის დუეტს ჩააბარეს. ოფიციალურად მთავარი მწვრთნელი კიკნაძე იქნება, ზამთარაძე - მისი თანაშემწე. ორივემ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

კიკნაძე-ზამთარაძე ქუთაისის "ტორპედოს" 2006-2007 წლების სეზონის შუა პერიოდშიც ავარჯიშებდნენ, მაგრამ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ორი მატჩის მერე გუნდი დატოვეს.

კიკნაძემ და ზამთარაძემ იმ სეზონიდან ერთად დაიწყეს მუშაობა უმაღლეს ლიგაში, წვრთნიდნენ რუსთავის "ოლიმპს", შემდეგ იყო "ტორპედო", სეზონი კი თბილისის "ლოკომოტივში" დაასრულეს, რაც სამწვრთნელო რეკორდი იყო - ერთ სეზონში სამი გუნდი ვის გაუწვრთნია?

დუეტმა 2009-2010 წლების სეზონში თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა, რომელსაც წლეულს მარტში დაუბრუნდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს - "ლოკომოტივი" პირველიდან რეგიონულ ლიგაში გავარდა.

გიორგი კიკნაძესთან მხოლოდ მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ, ჯერ ვითარებაში გავერკვევი და ვრცლად მერე ვილაპარაკოთო.

- რა ცვლილებებს გეგმავთ გუნდში?

- ჯერ ქუთაისშიც არ ჩავსულვართ და ცვლილებებზე ლაპარაკს მოვერიდები. ვითარებას ადგილზე გავეცნობით და მერე ყველაფერს გეტყვით.

- "ტორპედოსთან" მოლაპარაკება როდის დაიწყეთ?

- სულ რაღაც სამი-ოთხი დღეა. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი და საკმაოდ სასიამოვნო შემოთავაზება იყო.

- "ტორპედოს" მეპატრონეებს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება სურთ. ალბათ, ამაზეც ილაპარაკებდით.

- ჯერ ამაზეც ვერ გიპასუხებთ. შარშან ტრანსფერებში საკმაო თანხები დაიხარჯა და დიდი დაფიქრება გვმართებს, ვინ მოვიწვიოთ.

- ანუ წლეულს ტრანსფერებზე დიდი თანხები აღარ გამოიყოფა?

- ამას "ვისოლის" ხელმძღვანელები გადაწყვეტენ.

- ალბათ, "ტორპედოს" თამაშებს უყურებდით. თქვენი აზრით, გაძლიერება რომელ რგოლს სჭირდება?

- თამაშებს კი ვუყურებდით, მაგრამ გარედან ბევრი რამ ისე არ ჩანს, როგორც შიგნიდან. ასე რომ, ადგილზე გავერკვევით და გადაწყვეტილებებს მერე მივიღებთ.

აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს გია მეგრელაძემ, დავით დიღმელაშვილმა და თენგიზ ჩიკვილაძემ - შესაბამისად, 1+1, 2 და 3 წლით.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა