გიორგი ცხოვრებაძემ 2 გოლი გაუტანა "ბეშიქთაშს" ევროპის ლიგაში, "მონპელიემ" 40-16 მოიგო და ჯგუფის ლიდერი გახდა.

ლიგის მეორე მატჩი "მონპელიემ" სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. გუნდს დაუბრუნდა გამთამაშებელი კილიან ვილმინო, მარჯვენა ფლანგზე კი თამაში დაიწყეს ვალონტან პორტმა (RB) და მელვინ რიშარსონმა (RW). პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ისინი შეცვალეს ჟულიენ ბოსმა და ცხოვრებაძემ. მეხუთე ცაცია, იანის ლენი ისვენებდა, საფრანგეთის ჩემპიონატში მძიმე მოგების შემდეგ "ტრემბლესთან" (21 ნოემბერი, 31-30).

ცხოვრებაძემ გამოსვლისთანავე გატანა სწრაფი გარღვევისა და უგო დესკას პასის შემდეგ შეძლო, 25-ე წუთზე კი შედევრი გამოცხო: მარჯვენა ფლანგზე სწრაფი ჩათამაშების შემდეგ ბორჟესის პასი მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში ვირტუოზულად ჩაახვია. გოლი ევროლიგის ჰაილაითებშიც მოხვდა. "მონპელიემ" ძალიან იოლად მოიგო - 40-16, გერმანიის "მაგდებურგი" კი შვედეთში 29-30 დამარცხდა "ალინგსასთან" და პირველი ადგილი ფრანგულ კლუბს დაუთმო.

საფრანგეთის სტარლიგაში "მონპელიე" 2 დაკარგული ქულით ჩამორჩება ლიდერს, "პარი სენ ჟერმენს" და მომდევნო მატჩსაც შინაურ ჩემპიონატში გამართავს 27 ნოემბერს, "დიუნკერკთან". 1-ელ დეკემბერს კლუბი უკვე ევროპის ლიგაზე მასპინძლობს "ალინგსასს".

ხელბურთი. ევროპის ლიგა. 24 ნოემბერი

მონპელიე - ბეშიქთაში 40-16

მნპ: შეგო (13 მოგერიება), ბონფუა (12) - დესკა 6, ბოსი 6, პეტერსონი 5, პელასი 5, ბატე 4, რიშარსონი 3, ცხოვრებაძე 2, დუარტე 2, ტრუხანოვიჩუსი 2, ბორჟესი 2, ვილმინო 2, პორტი 1, სიმონე, ი. ლენი

ალინგსასი - მაგდებურგი 30-29, ცსკა - ნექსე 29-18

C ჯგუფი: მონპელიე (საფ) 4 ქულა (2 თამაში), მაგდებურგი (გერ) 4 (3), ალინგსასი (შვდ) 4 (3), ცსკა (რუს) 2 (2), ნექსე (ხორ) 2 (3), ბეშიქთაში (თურ) 0 (3)

A: ვისლა პლოცკი (პოლ) 4 (2), ლეონი (ესპ) 4 (3), ტულუზი (საფ) 4 (4), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 2 (2), ფივერსი (ავს) 2 (3), მეტალურგი (მკდ) 0 (2)

ტულუზი - ლეონი 28-28

B: ფუხსე ბერლინი (გერ) 4 (2), სპორტინგი (პორ) 4 (2), კრისტიანსტადი (შვდ) 4 (4), ნიმი (საფ) 2 (3), დინამო ბუკურეშტი (რუმ) 2 (3), ტატრან პრეშოვი (სლკ) 0 (2)

ფუხსე ბერლინი - პრეშოვი 35-27, კრისტიანსტადი - სპორტინგი 27-35, დინამო - ნიმი 29-27

D: რაინ ნეკარი (გერ) 4 (2), შაფჰაუზენი (შვც) 3 (2), ტრებნიე (სლნ) 2 (1), GOG (დანია) 2 (3), ეუროფარმ პელისტერი (მკდ) 1 (3), ტატაბანია (უნგ) 0 (1)

რაინ ნეკარი - პელისტერი 28-20

4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა