"კარგია, რომ მსოფლიოში ჰომოსექსუალები არიან. ისინი ლამაზ ქალებს ჩვენ გვიტოვებენ."

"ყველას, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან საკუთარი სიტყვების ჩასანსვლა მოუწევს."

ფეხბურთელი, რომელიც სათქმელის ასე ჩამოყალიბებას შეძლებს, ისტორიის გარეთ ვერ დარჩება. დღეს მწუხარების დღეა და ეს ისტორიები, შესაძლოა, ამ სევდიანი განწყობის დამარცხების ერთ-ერთი საშუალება იყოს.

მარადონას კერპი ბრაზილიელი ნახევარმცველი რიველინო იყო, საუკეთესოს კი იმ ფეხბურთელს უწოდებდა, ვისაც თითქმის არავინ იცნობდა.

"მისმა დრიბლინგმა, სწორმა პასებმა და აუღებელმა დარტყმებმა მისაბაძ მაგალითად აქცია", - თქვა დიეგომ ბრაზილიელზე.

თავად რიველინომ კარიერის დასრულების შემდეგ მარადონას მადლობა გადაუხადა, თუმცა საუკეთესოდ პელე მიმაჩნიაო...

კარიერაში დიეგოს კიდევ ერთი ორიენტირი ჰყავდა - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარ თავზე მაღლა აყენებდა. საუბარია არგენტინელ ტომას კარლოვიჩზე, რომლის შესახებაც სტატიის თარგმანი ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ. მოთამაშე, რომელსაც დაუჯერებელი ტალანტი ჰქონდა, თუმცა დიდება იმდენად არ უყვარდა, რომ ბევრ დაუჯერებელ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შედეგად კი კარიერის დიდი ნაწილი არგენტინის მეორე ლიგაში გაატარა.

- რას ნიშნავს, იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? - ჰკითხეს დიეგოს 1993 წელს.

- სამყაროს საუკეთესო ფეხბურთელი უკვე თამაშობდა როსარიოში. მას ტომას კარლოვიჩი ერქვა.

2019 წლის თებერვალში მარადონა "ხიმნასია ლა პლატას" მწვრთნელის რანგში როსარიოში გაემგზავრა და ერთი მნიშვნელოვანი რამ არ გამორჩენია - კარლოვიჩთან შეხვედრა. ისინი სწრაფად, თუმცა ძალიან თბილად გაესაუბრნენ ერთმანეთს. დიეგომ ტომასს ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და უთხრა:

"ტრინჩე, შენ ჩემზე მაგარი იყავი".

ვალში არც კარლოვიჩი დარჩა:

"დიეგო, ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე. შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადამიანი იყავი".

8 მაისს კარლოვიჩი გარდაიცვალა. 7 თვეში - დიეგოც...

მარადონა კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, რომ ისტორიაში საუკეთესო პელეა

დიეგოს სიტყვები: "ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი, ერთი საკუთარ თავს ნაპოლეონად მიიჩნევდა, მეორე - სან-მარტინად (არგენტინის ეროვნული გმირი). მე კი არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვიყავი. მე ვარ საუკეთესო თუ პელე, ამ თემაზე კამათს აზრი არ აქვს. ნებისმიერი იტყვის, რომ საუკეთესო მე ვარ."

მარადონა ყოველთვის გიჟი და ექსცენტრიკული არ ყოფილა

მარადონას ფიზიოთერაპევტი ფერნანდო სინიორი ხსნიდა, თუ რა სხვაობა იყო დიეგოს ბავშვობასა და პიკის დროს.

"როცა მას ესაუბრები, ამჩნევ: ის არის დიეგო, მოკრძალებული ბიჭი ბუენოს-აირესიდან, საყვარელი ბიჭუნა. და არის მარადონა, პერსონაჟი, რომელიც თავად მარადონას მონაწილეობის გარეშე შეიქმნა. დიეგოს სანაცვლოდ ქვეყნის ბოლოში წავიდოდი, მარადონას გულისთვის კი ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდი."

მარადონა ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ბავშვების გამოკვების სანაცვლოდ, დედა ხშირად არ ჭამდა. დიეგო 13 წლის ასაკიდან უკვე მუშაობდა

დიეგო უღარიბესი ოჯახის შვილი იყო და ისეთ რაიონში ცხოვრობდა, სადაც პოლიციის განყოფილებაც კი არ იყო, რადგან არგენტინის შსს-ში დარწმუნებულნი იყვნენ: "აზრი არ აქვს, მაინც აშენებიდან პირველივე დღეს დაწვავენ."

მარადონას ოჯახი ნახევრად ჩამოშლილ სახლში ცხოვრობდა. დიეგოს მამამ მის ასაშენებლად ის მასალა გამოიყენა, რისი შოვნაც შეძლო. სახურავიდან წვიმის დროს მუდმივად ნაკადული მოდიოდა, სახლში კი წყალი არ ჰქონდათ. დასაბანად ქუჩაში მდგარი რეზერვუარიდან ბოთლებით უნდა მოეტანა წყალი.

სადილობის წინ დედა ხშირად ამბობდა: "ვერ შევჭამ, რაღაც მუცელი მტკივა". მარადონა ამას ჩვეულებრივად იღებდა. 30 წელს რომ მიუკაკუნა, დედის საქციელის ნამდვილ მიზეზს მხოლოდ მაშინ მიხვდა.

13 წლის ასაკში დიეგო სადეზინფექციო კომპანიის თანამშრომელი გახდა. ყოველი დილის 7 საათზე მარადონას საწამლავით სავსე პაკეტს აძლევდნენ და ისიც მიდიოდა სარდაფებსა და იმ ადგილებში, სადაც ტარაკნები და სხვადასხვა პარაზიტი ბუდობდნენ. პირველი ხელფასი დიეგომ დედის სადილში დახარჯა - პიცერიაში წაიყვანა.

რთული ბავშვობის შემდეგ მარადონა ოცნებობდა გამხდარიყო მაგალითი ნეაპოლის ღარიბი მოსახლეობის თვალში

მარადონა, ცხადია, არც ისე მყარი ცნობიერებით, თუმცა მაინც კომუნისტი იყო. ის ჩე გევარასა და ფიდელ კასტროს იდეებით აღფრთოვანებული გახლდათ და უნდოდა, მათ დამსგავსებოდა. სწორედ ამიტომ ჩავიდა ნეაპოლში იმ განწყობით, რომ ღარიბი ხალხის ბავშვებისთვის მაგალითი გახდებოდა.

"მე ღარიბი სამხრეთის დროშა ვიყავი ძლიერი ჩრდილოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში", - საუბრობდა დიეგო იტალიელების კლასობრივ ომზე.

დიეგო მოწინააღმდეგეებსაც კი უყვარდათ. 1983 წელს, როცა "ბარსას" რიგებში თამაშობდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის თასის ფინალში "რეალს" ძალიან მაგარი გოლი შეუგდო... ყველაფერი ისე კაშკაშად ჩანდა, რომ მადრიდულმა პუბლიკამ ისტორიაში პირველად დაუკრა ტაში კატალონიური კლუბის ფეხბურთელს. "ბერნაბეუს" ასეთი პატივისცემა "ბარსელონას" კიდევ 2 ფეხბურთელს ხვდა წილად: ანდრეს ინიესტასა და რონალდინიოს.

მარადონას ხელით 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდეც გაუტანია

ეს მშობლიურ კლუბ "არგენტინოს ხუნიორსში" მოხდა. აი, ასე იხსენებს დიეგო ამ ისტორიას:

"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა ყველაფერი დაინახეს, მსაჯს თავს დაესხნენ, თუმცა რეფერიმ დიდი შეცდომა დაუშვა და გოლი ჩათვალა. ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი არაა, მაგრამ ერთია, როცა ამას მზა ბურთზე აკეთებ და მეორე, როცა ბრძოლაში გიწევს ხელით თამაში და იქცევი ეგრე, რათა ბურთს მისწვდე."

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ("ღმერთის ხელი" ინგლისის წინაღმდეგ და ოქროს მედლები მუნდიალზე) შემდეგ მარადონა შინ ემოციურად გამოცლილი დაბრუნდა. სახლში ჩაიკეტა და რამდენიმე დღე ეძინა.

მისი კედელი კი ისევ დედა იყო - ის იცავდა შვილს მეგობრებისაგან, ნაცნობებისაგან, ჟურნალისტებისაგან. ყოველ დილით დიეგოსთვის რძე და ახალი ნამცხვრები მიჰქონდა. მარადონას მეტი არც არაფერი სჭირდებოდა.

მარადონამ მშობლიური დაბის რკინიგზის სადგურზე ავტოგრაფი დატოვა; გამოიცანით, რა მოხდა შემდეგ?!

უკვე ვარსკვლავი დიეგო მშობლიურ დაბა ვილია-ფიორიტოში დაბრუნდა და რკინიგზის სადგურზე ხელმოწერა დატოვა - ქალაქის დასახელების აბრაზე "ო" ასოს ქვაზე მოაწერა ხელი.

რამდენიმე საათში ქვის ის ნაწილი მოტეხეს და მოიპარეს. ჩვეულებრივი ქვის ნატეხი ასეთი ძვირფასი არასდროს ყოფილა.

25 წლის წინ მარადონას შეეძლო პელეს კარიერის მთავარი გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი გამხდარიყო

დიახ, საქმე თავად "სანტოსს" ეხება, რომლის რიგებშიც პელემ თითქმის სრული კარიერა გაატარა. 1995 წელს მარადონას ტრანსფერის სანაცვლოდ ბრაზილიური კლუბის სპონსორი მზად იყო იმდენი გადაეხადა, რამდენსაც დიეგო მოითხოვდა.

ვერ მოილაპარაკეს, 1998 წელს კი ისევ სცადეს, თუმცა კვლავ არ გამოვიდა.

მარადონას თოქ-შოუს პირველი სტუმარი პელე იყო!

ყველასდა გასაკვირად, პელემ დიეგოზე ძალიან თბილად ისაუბრა და ისიც თქვა, მისი შვილისთვის მისაბაძი მაგალითი იქნებოდა - შვილისთვის, რომელიც ნარკოტიკების გამო ციხეში მოხვდა.

"შენ მისთვის მაგალითი ხარ, რადგან შენ გამარჯვებული ხარ. შენს პროგრამას მთელ მსოფლოში ნახავენ და შევძლებთ რაღაცების გაკეთებას, რათა შევძლოთ და ხალხს დავეხმაროთ".

მარადონას მინიმუმ 8 შვილი ჰყავს, თითქმის საფეხბურთო გუნდი

"ჩემი კანონიერი შვილები დალმა და ჯანინა არიან, სხვები კი ჩემი ფელისა და შეცდომების შედეგი", - ამბობდა დიეგო.

მოგვიანებით ყველა მათგანი მიიღო: სამი მათგანი (ორი ქალისაგან) კუბაზე დაიბადა, იმ პერიოდში, როცა დიეგო 2003-05 წლებში იქ მკურნალობდა.

სხვადასხვა სკანდალის შემდეგ დიეგო ჟუნიორი (32 წლის) და ჯანაც (22 წლის) შვილებად აღიარა. კიდევ ერთი შვილი დიეგოს უცნობი ქალისაგან ჰყავს.

გამოდის, რომ დიეგოს 8 შვილი ჰყავს.

"კიდევ სამი და საფეხბურთო გუნდი იქნება." - იხუმრა ჯანინამ "ინსტაგრამზე".

მომზადებულია sports-ის მიხედვით

shorna
ბრავოო დზალიან მაგარი სტატიაა
kaxi
საღოლ ხვიჩა ძაან მაგარი სტატიაა
მადრიდისტა
ხვიჩა ძმაო, ძალიან კარგ სტატიებს წერ. ამ სტატიის კითხვის დროსვე მივხვდი რომ შენი დაწერილი იყო, გეტყობა რომ გიყვარს ეს საქმე და ერკვევი. წარმატებები! დიეგოს კი მარადიული ხსოვნა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა