„ბირმინგემ სიტის“ მწვრთნელი, ალექს მაკლიში გაექცა და თან არ იკითხავთ, როგორ? წავედიო, ელექტრონილი ფოსტით მოიწერა
„ბირმინგემ სიტის“ მწვრთნელი, ალექს მაკლიში გაექცა და თან არ იკითხავთ, როგორ? წავედიო, ელექტრონილი ფოსტით მოიწერა. აღშფოთებული კლუბი მზად არის ყველა ღონე იხმაროს, რათა შოტლანდიელ სპეციალისტს ხელი შეუშალოს, მით უფრო, რომ დაირხა ჭორი, თითქოს ის ბირმინგემისავე „ასტონ ვილაში“ აპირებს გადასვლას.

საერთოდ ერთი და იმავე ქალაქის გუნდებს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ ცნობილი ამბავია, მაგრამ ბირმინგემი ამ მხრივ გამორჩეულია. შესაძლოა, „სიტი“ და „ვილა“ ევროპული მასშტაბით ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ და არც პრემიერლიგაში მრისხანებენ („ბირმინგემი“ სულაც გავარდა), მაგრამ მათ შორის თამაშები სულ დღის სინათლეზე ინიშნება, ფანებმა სიბნელეში ერთმანეთი რომ არ დაასახიჩრონ.

მერედა, საოცარ დროს გაიქცა მაკლიში, როდესაც კლუბის პრეზიდენტი პიტერ პენუ ჰოლანდიაში იყო და თვითმფრინავში ჯდებოდა შინ რომ გამოფრენილიყო. ის-ის იყო პენუმ ნომერი აკრიფა, რათა „დიდი ეკის“ მეტსახელით ცნობილი მაკლიშისთვის ეხარებინა, ჩვენს მიერ შეგულებული ოთხივე ფეხბურთელის გადაბირების საქმე მოვაგვარეო, რომ გაირკვა, სასიხარულო არაფერი ჰქონია. დაზაფრულმა პრეზიდენტმა თქვა:

„ოთხი მითამაშის დამატება უნდოდა. მათგან სამი, კრის ბარკი, მარლონ კინგი და მორგარო გომისი ერთი ხნის წინ ვუყიდე და ამსტერდამში მეოთხე საქმის მოსაგვარებლად ვიყავი, რომ მეილი მივიღე“.

რასაკვირველია, დაუყოვნებლივ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მაკლიშის „ვილაში“ გადასაყვანად მოხდა. პენუ თანაქალაქელ მტერთა ბანაკს, ჯერჯერობით, პირდაპირ ვერ ადებს ხელს და ვერ ამბობს, რომ „დიდი ეკის“ ზურგსუკან ისინი დგანან, მაგრამ ვითარება ნამდვილად დაიძაბა. „ბირმინგემის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ მაკლიშის გაქცევაში „ასტონ ვილას“ ხელს დაინახავს, ყველა ღონეს იხმარს რათა დიდი ჯარიმა გადაახდევინოს.

„ამ საქმეს საფუძვლიანად ჩავუჯდები და გარწმუნებთ, ერთი კენჭი არ დამრჩება გადაუბრუნებელი. ერთი ხანია, ფეხბურთში ქცევის ახალი, უსინდისო ნორმები დაინერგა, მაგრამ მე ის კაცი არ ვარ, ვისაც შეგიძლია ხელი ჰკრა და გადააყირავო“, - თქვა პენუმ.

მეოთხე ფეხბურთელი, რომლის საყიდლადაც „ბირმინგემის“ პრეზიდენტი ჰოლანდიაში გახლდათ, „პსვ ეინდჰოვენის“ 32 წლის თავდამსხმელი დენი კოევერმანსი გახლდათ. მანამდე, ორი დღით ადრე, „სიტიმ“ „ქოვენთრისგან“ 31 მარლონ კინგი წამოიყვანა და თან საკმაოდ უხერხულ ვითარებაში - ფეხბურთელს სექსუალური ძალადობის გამო სახელმწიფოსთან პრობლემები ჰქონდა, 18 თვე მიუსაჯეს. თუმცა, ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. დღეს პრესაში ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ კლუბი, რომელიც გამალებით ყიდულობს ფეხბურთელებს, ბუნებრივია, მწვრთნელის შეცვლაზე არ ფიქრობს.

რაც შეეხება „ასტონ ვილას“, აქ, ალექს მაკლიშს დიდ პატივს რომ სცემენ ყველასთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი, მაგრამ კლუბის ოფიციალური პოზიცია ის გახლავთ, რომ მის მეპატრონეს, ამერიკელ რენდი ლერნერს სხვაგან მომუშავე მწვრთნელის გადაბირება არ სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, „ასტონ ვილას“ „ბირმინგემ სიტისთვის“ მაკლიშის თაობაზე არ მიუმართავს, და სწორედ ეს აღძრავს ეჭვს. სხვასთან კონტრაქტის მქონე მწვრთნელი არ მინდაო... დღეს, „მეილით გაქცეული“ მაკლიში, შეიძლება ითქვას თავისუფალია და ლერნერს გზა ხსნილი აქვს.

ამასთან, არც ის უნდა იყოს მთლად მართალი, რომ „ასტონ ვილა“ სხვისი მწვრთნელებით არ არის დაინტერესებული. აბა, „უიგანისგან“ რობერტო მარტინესის გადაყვანის მცდელობა რა იყო? მართალია, მარტინესის შემთხვევაში „ვილას“ ქცევის წესები არ დაურღვევია და მწვრთნელთან მოლაპარაკების უფლება ჯერ კლუბის მეპატრონისგან აიღო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ბირმინგემის კლუბს სხვისი თანამშრომლის წაყვანა უნდოდა?

აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი: ალექს მაკლიშისა და „ბირმნიგემის“ დირექტორატის ურთიერთობაში ბოლო დროს ბზარი გაჩნდა. ამბობდნენ, რომ განხეთქილების მიზეზი სატრანსფერო ბაზართან იყო დაკავშირებული, მაგრამ, იმასაც ამბობდნენ, რომ სადავო საკითხების მიუხედავად კლუბი და მაკლიში „ჩემპიონშიპში“ გავარდნილი გუნდის პრემიერლიგაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას აპირებდნენ.

მაკლიში „სენტ ენდრიუზე“ გამოცდილი ფეხბურთელების შენარჩუნებასაც ითხოვდა. ის ცდილობდა ბენ ფოსტერი, როჯერ ჯონსონი და სკოტ დანი არ გაეშვა, მაგრამ კლუბის დირექტორატს პრემიერლიგიდან გავარდნის გამო გაჩენილი ფინანსური ნაპრალები აქვს ამოსავსები. კიდევ, "დიდი ეკის" მთავარი სკაუტი, პოლ მონტგომერი გაუშვეს სამსახურიდან, მაგრამ განა ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ხალხს წესიერად არც კი დაელაპარაკო და მეილით შეატყობინო, რომ სამსახურიდან მიდიხარ?

შეგახსენებთ, რომ მართალია, ალექს მაკლიშის ხელმძღვანელობით „ბირმინგემ სიტი“ პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ „ქარლინგის თასიც“ მოიპოვა, რაც გუნდის ისტორიაში დიდი მიღწევა იყო.

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა