დუბლინში, "ავივაზე" ირლანდიასთან ნაბრძოლმა "ბორჯღალოსნებმა" ორშაბათს დაისვენა, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშა და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.

საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის ერკინება.

"რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. ვინაიდან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებულნი და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ნაცნობი ფიჯი

საქართველო ფიჯის ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ეთამაშა და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა, მაგრამ წელს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და მას შემდეგ გუნდს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია.

კოვიდ-ინფექციის გამო ფიჯიმ "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფურ ეტაპზე ვერც ერთი მატჩი ვერ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონა ერთი მხრივ პრობლემაა, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს:

"სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია, მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ".

rugby.ge

უკას
ირლანსიასთან თამაშს უყურე და დათვალე ჩვენი წაგებული აუტები
გიორგი 50
ბატონო მაისაშვილო, წელიწადზე მეტია გეუბნებით ასეიშვილი, ჟვანია გამოიძახეთ მეთქი.... არც ჩილაჩავა ჩანს... ალბათ, დავალება გაქვს... არ მინდა დავიჯერო...როგორც მსოფლიოზე, ალბათ, ისევ შევრცხვებით ფიჯისთან.....
ბათუმი
ტარდება თუ ეს მატჩი არ იცით რომ დაწეროთ?
გიორგი
რისი თქმა გინდა მიმა? თუ არ გჯერა, რომ ქართული რაგბი ვითარდება, ამ საიტზე რატომ შემოდიხარ?
Ლუკა
მაისაშვილმაც იგივე წუნის მნიშვნელობა გამოთქვა და რა გინდა თუ არა ბლა- ტაობა?
ALONZO
ოღონდაც კი არ იწვიმოს და საოცარ თამაშს ვნახავთ
Mima
რა ფიჯი, ფიჯის 8 ერზე არცერთი თამაში არ უთამაშია და არც 5 დეკემბერს ითამაშებს
მემატიანე
არც ბოლო იქნება
მ.ტ.
ნეტა, ბოლოს ვის დავუმალეთ ბურთი, რომ მაინცდამაინც ფიჯის დავუმალოთ?!... რამე სხვა მოგეფიქრებინა შე კაცო, ახლა ჰაერივით გვჭირდება ფიჯისთან რევანში...
გიგი
სტატიების კოპი/ფეისტი არ ეზარება და კომენტარების დადებაზე წელი წყდება "ავტორს". პირველი შემთხვევა სრ არის რაც კომენტარს მიბლოკავს.
ოზუსი
აბა ვინც არ მეთანხმებით გაიხსენეთ რამდენი აუტი მოვაწოდეთ და იქიდან რამდენი მოგვიგო ირლანდიამ?
სოსო
ფეხით თამაშში,ფიჯელები ჩვენზე კიდევ უფრო სუსტები არიან.ამდენი ხნის უთამაშებლობით,კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ იქნებიან და თუ დისციპლინაში არ მოვიკოჭლეთ,მათი შეტევის ნეიტრალიზებისათვის,მთელი თამაშის განმავლობაში უნდა გვეყოს ძალები.ასე მგონია,ფიჯელები უფრო ადრე დაიღლებიან და შეცდომებს დაუშვებენ.დერეფანი და შერკინება თუ გავაუმჯობესეთ,მარაოში,ბურთის სიჩქარე აკრეფილზე გატანება თუ შევძელით,ფიჯი,წესით ვერ გაგვიძლებს
ოზუზი
ისევ ბლა-ბლა-ბლა - "დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას..." დერეფანს მიხედეთ, პირველ რგში, დერეფანს, ირანდიასავით არ ქნათ - ჩვენი ყველა აუტი, რომ აჩუქეთ
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ