საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რუსულ metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რუსეთი ძალიან მენატრება. ყოველთვის მინდოდა, რომ მოსკოვში დავბრუნებულიყავი და კარგი გუნდი გამეწვრთნა.

წლების განმავლობაში არაერთი გუნდიდან მირეკავდნენ, მაგრამ ჯერ ყაზახეთში მქონდა კონტრაქტი, შემდეგ კი - საქართველოში. სფფ-მ არ დაუშვა, რომ მათი ეროვნული ნაკრები დამეტოვებინა.

2 წლის წინ შემოთავაზებები იყო ტულის "არსენალიდან" და "სოჭიდან". ახლა თავისუფალი ვარ და ახალ წინადადებებს ველოდები".

ვლადიმირ ვაისმა კომენტარი ჯანო ანანიძის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს.

"საქართველოს ნაკრებში ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, ის ტრავმებმა ძალიან დატანჯა და ახლაც ასე გრძელდება.

ღმერთმა მას დიდი ტალანტა აჩუქა. ანანიძე ბურთს საკმაოდ კარგად აკონტროლებს და მოედანზე თავის ბრწყინვალე ტექნიკას ავლენს.

ეს ტალანტი კი ბევრმა ტრავმამ მოკლა. ჯანო მაკედონიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში ძალიან დაგვაკლდა.

ჯანო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, მაგრამ ბრწყინვალე პიროვნებაა. ის ძალიან ჭკვიანია და ძალიან უყვარს, როდესაც თავის ოჯახზე ზრუნავს.

თბილისში მას ბრწყინვალე სახლი აქვს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები. მაკედონიასთან მატჩის წინ ჯანოს დავურეკე და მომავალზე ვესაუბრე. ვიცი, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ჩვენ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.

ჯანო ხშირად მეუბნებოდა, ვლადიმირ, ძალიან მინდა, რომ ევროპაში სათამაშოდ დავბრუნდე, თუნდაც ხელფასი ძალიან ცოტა მქონდესო...

მას უბრალოდ სურს მოედანზე გავიდეს, ტრავმებმა აღარ დატანჯოს და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ერთად ნიდერლანდურ ვარიანტზე ვმუშაობდით, რაც არ გამოვიდა.

ანანიძე მხოლოდ 28 წლისაა. მინდა, რომ მას ჯანმრთელობა და ნაკლები ტრავმა ვუსურვო", - ამბობს ვაისი.

იკა
რა არ შეიძლება ადამიანს რუსეთი მოენატროს, თუ მით უმეტეს ცხოვრობდა და მუშაობდა იქ? რას დაგამსგავსად ამ ბოღმამ. თქვენ რუსეთი მარტო პუტინი და შოიგუ გგონიათ, რუსეთი განუზომლად დიდია, ხალხი და განსაკუთრებით ქალები მართლაც მოსანატრებელია, ვისაც უცხოვრია ის გაიგებს მარტო თქვენ მაინც ვერ მიხვდებით.
გიზოგ
არ არის საჭირო მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, არასაკადრისი, სხვებისათვის შეურაცხყოფის და დამამცირებელი გამონათქვამების წერა. ის, რომ ცხადაძე გაუშვეს არც მე მომეწონა, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას პიროვნებებს შეურაცხყოფა მივაყენოთ. თუ პირადი დაინტერესება არ გაქვთ, მწვრთნელმა, რომელმაც საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები, არა მარტო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, არამედ ქვეჯგუფიდანაც და ჯგუფში იტალია ჩატოვა. მოვიხსენიებთ ტულის გუნდის დონედ. ასე წინ ვერ წავალთ ბატონებო, მეტი ობიექტურობა გვმართებს.
1
ეს ვინ გვყოლია მწვრთნელად?! რუსეთი მენატრებაო... ჯანო ჭკვიანიაო და მას უყვარს როდესაც თავის ოჯახზე ზრუნავსო?.. თბილისშუ მას ბრწყინვალე ახლი აქვსო??? ეს კაცი რაზე საუბრობს საერთოდ??? ან ქვევით კომენტარებში ამას კიდე როგორ აქებთ, კაცი სლოვაკეთშუ ცხ9ვრობდა და იქიდან წვრთნიდა საქარღველოს ნაკრებს. საქართველოშუ 1 თვე არ უცხოვრია.. საკმაოდ კარგ ხელფასაც იღებდა და რა შედეგით წავიდა?? საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არ ესწრებიდა! ნაკრები რომ გამოვარდა მერე იძახდა 5-6 ფეხბურთელი ნაკრებში საერთოდ არ უნდა თამაშობდესო. რაღატო იწვევდა თუ ის ბიჭები არ ვერ თამაშობდნენ? ზუვზვაძე ერთხელ არ გამოიძახა ყველა ტურში გოლი გაქონდა... ეს კაცია დამნაშავე ჩვენს ფედერაციასთან ერთად ასეთი უმაგრესი შანსი რომ ვერ გამოვიყენეთ დავერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე! ასეთი სუსტი ნაკრებებიდან ვერ გავაღწიეთ თან თბილისშუ ვთამაშობდით. მერე ზედიზედ ვერ მოვუგეთ შინ ვერავის და გოლიც ვერ გავიტანეთ... და კიდე გამოდიხართ და ამას აქებთ? კაცმა შეცვლა არ იცოდა რა იყო, საშუალოზე დაბალი კლასის მწვრთნელი იყო
გადასარევი გიორგი
+ 100 ივო შუშაკიც რომ გაიხსენეთ, ასი პროცენტით გეთანხმებით
გივი
ვერ გაგვიყვანა ვაისმა მაგრამ რაღაცნაირი ყველაზე კაი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში ამ კაცმა, ადამიანურად ძალიან დადებითი პიროვნება ჩანს და თან სულ ჩანდა რომ შეუყვარდა საქართველო და გულწრფელად უნდოდა დახმარება, ვერცერთ უცხოელ მწვრთნელს ვერ შევადარებ მაგ კუთხით ცალსახად რომ კონტრაქტზე იყვნენ ჩამოსულები ( ივო შუშაკის გამოკლებით რათქმაუნდა). წარმატებები ვლადიმირ!
არტ
ტულის არსენალის დონის მწვრთნელით რომ გაგვაბედნიერა ჩვენმა უგზო-უკვლოდ ეროდირებულმა ფედერაციამ, იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. მაგრამ რა ექნათ, საჩქაროდ ყავდათ გასაგდები ცხადაძე, მერე საჩქაროდ მოსაყვანი ყავდათ ვინმე. ხოდა სულერთი იყო ვინ და ეს გასუგებრობა ვაისი მოათრიეს. სანამ კობიაშვილები, იაშვილები და ცქიტიშვილები და მათნაირი"მაღალინტელექტუალური" კადრები მართავენ ფეხბურთს, ნურაფერს ელით.
გივი უკლება
ტოტტი -"ეტყობა რუსულად უაქცენტოდ ელაპარაკებოდა და მოეწონა ამასაც". ამას აზრიანი ქართველის გარდა ვინმე დაწერს? არც ერთი ერის წარმომადგენელი ასეთ "ბრძნულ" აზრებს რა თქმა უნდა ვერ მოიფიქრებს. ფუიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ....
ტარტაროზი
ფედერაციამ არ გამიშვაო სამშობლოშიო? აი ვისი ბრალია 5 წელი რომ გულაობდა ქართველი ხალხის ფულით! რა ჯანოს ნიდერლანდების ვარიანტზე ბოდავს, თავის თავი გაჭირვებია და ვერსად ეწყობა სამუშაოდ. სამშობლო არ დაგივიწყებს ვაის, დაგიძახებენ სამუშაოდ ჩუკოტკის "იობანივროტში"!
ტოტტი
ეტყობა რუსულად უაქცენტოდ ელაპარაკებოდა და მოეწონა ამასაც
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან