საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა წლის ბოლო შეხვედრისთვის საწვრთნელი პროცესი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 დეკემბერს დაიწყო. ამ დროისთვის ჩვენი გუნდი დედაქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. რამდენიმე ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს საფრანგეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქში, პარიზში 6 დეკემბერს შეუერთდება. საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ნაკრები სულ ექვს შეხვედრას ჩაატარებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრები სახლი/გასვლის პრინციპით ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და საუკეთესო ექვსი მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის გათამაშებაში გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ. პეტროვი, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა)

GFF.GE

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
იტალია 3:2 საქართველო
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია