35-ე სპორტული სკოლის აღზრდილი, თბილისის "დინამოს", "რომას", ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ისაუბრა.

"საქართველოდან 1990 წელს წავედი, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველგან ქართველი ფეხბურთელები მიმყავდა და აქედან გამომდინარე, მათ თვალს სულ ვადევნებდი. ვიცი, რა დონის მოთამაშეები გვყავს. ვუყურე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ჩვენი ნაკრების იმედი მქონდა. მაგრამ გასახდელიდან რომ გამოდიოდნენ, ჩემი აზრით, სახეზე ფერი არ ედოთ. მიმაჩნია, რომ ისინი ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ.

ეს იყო ერთი თამაში და ფეხბურთელებს მოსაგებად ყველაფერი უნდა ექნათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. არადა, მეტოქე ისეთი ნაკრები ნამდვილად არ იყო, რომ ვერ მოგვეგო. სამწუხაროდ, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ღირსეულად წაეგოთ და მოედანზე გული დაედოთ. ეს ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ გააკეთა და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა.

როდესაც გოლი გავუშვით, ვლადიმირ ვაისს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, შეცვლები ეგრევე უნდა გაეკეთებინა. კვარაცხელია არ გვყავდა, მაგრამ დავითაშვილსაც ასევე შეუძლია თამაშის გამწვავება. სამწუხაროდ, შეცვლებმა ძალიან დაიგვიანა და წაგება მწვრთნელის ბრალიც იყო", - განაცხადა თეთრაძემ.

წყარო: 1tv.ge

ziko
სანამ ფეხბურთელები თავიანთ თავებზე არ იშრომებენ და იმუშავებენ მანამდე გაჭირდება შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა ძლიერი სპეციალისტი ჭირდება ნაკრებს.

იი კი არა, რომელი ქართველია ომარ თეთრაძე?!
ii
საქართველოს მაგივრად რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდა ეგ რატომ არ ჩაუწერე მიღწევებში?
merabi-1960
კი ბატონო, გვაკლდა ფსიქოლოგიური მომზადება, გვაკლდა მაყურებელი, გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ არ გვყავს საკმარისად კვალიფიციური ფეხბურთელები. კალათბურთის პატარა გუნდს უფრო მეტი ვარსკვლავი ჰყავს, ბევრად მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები. ჩვენც ზედმეტად ხომ არ ვაპიარებთ ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს? (კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს არ ვგულისხმობ) ერთადერთი რაც მჯერა, ჩვენში ფეხბურთის ნიჭი არის, ხელშეწყობაა ამისთვის საჭირო, პოპულარიზაციაა საჭირო...
sar
მერე ფული ვინ გააკეთოს
ელგუჯა
მერე მე უნდა მომემზადებინა გუნდი ფსიქოლოგიურად მწვრთნელიც და ფედერაციაც კურდღლები არიან მაგათი შემყურე ფეხბურთელებმაც ჩაყვინთეს შეადარე ეხლა ან კალათბურთელებს ან რეგბისტებს სულს დებენ მოედანზე ესენი ჯერ გამოსულები არ იყვნენ უკვე წააგეს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან