საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები "მარკამ" შეაფასა და "ფურია როხასთან" "ჯვაროსნების" ჩატარებული მატჩები გაიხსენა:

"სწორედ ამ გუნდმა 1:0 დაამარცხა ესპანეთი ხეტაფეში 2016 წელს ევროპირველობაზე გამგზავრების წინ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთი თბილისში ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა და მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გატანილი გოლით გაიმარჯვა, ალბასეტეში კი მეორე შეხვედრაში 2:0 სძლია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ ესიამოვნათ ერთ ჯგუფში კოსოვოსთან მოხვედრა, რადგან კატალონიის ანალოგიური პრობლემის გამო სერბებს უჭერენ მხარს და კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. თუმცა, აპრილში სამთავრობო დონეზე ესპანეთსა და კოსოვოს შორის შეხვედრები გაიმართა.

leri
ორივე ძალიან შორს არიან კარგი მწვრთნელობისგან, უბრალოდ შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. ოდესღაც კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს.
დ.დ.
საქართველოს ნაკრებიდან ვინ უნდა წავიდეს, ნაკრებში ვინ უნდა დარჩეს და გააგრძელოს თამაში, ვინ უნდა იყოს მწვრთნელი, რა ტაქტიკით და სტრტეგიით იხელმძღვანელონ, ვის მოუგონ, ვისთან წააგონ, როდის გავიდნენ ფინალურ სტადიებზე და ზოგადად როგორ უნდა მოიქცნენ,მხოლოდ ერთმა კაცმა იცის. რა თქმა უნდა, ეს კაცი ჟურნალისტია და უდიდესი საფეხბურთო გემოვნებით გამოირჩევა. ის პირველია, ვინც დაადგინა, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების პირველი სამეული ფეხფედერეციის დღევანდელ "სტაფში" უნდა ვეძიოთ. მანვე პირველმა აღმოაჩინა, რომ ამხ. ჩივაძე იუდაა და მსოფლიოს ნომერ პირველი საფეხბურთო მოღვაწე ამხ. კოკაიაა. დაუჯერეთ ბიძიკოებო, ზესტაფონლებში უპირველეს ჟურნალისტს და ჟურნალისტებში უპირველეს ზესტაფონელს და ქართული ფეხბურთი გაბრწყინდება, შეიძლება ქვეყანასაც კი ეშველოს!
badri
ძოძუაშვილი ან გუცაევი მწვრთნელად!!!!! მაგრამ არ დათანხმდებიან, იმიტომ რომ საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს 2-3-ის გარდა. აუტკივარ თავს არ აიტკივებენ.
მინდია
კანკავა მხოლოდ ასაკის გამო ''გავრიცხე'', და თორემ არაფერი დაეწუნება, კიარადა ყველაზე ''ჟილკიანია'', აი დანარჩენებმა მგონი ამოწურეს, არ იგრძნობა მათში ის დენთი,თუნდაც კლასი, რომელიც აუცილებელია ტოპ გუნდების დასამარცხებლად. ჯაბა კი ჯერ კიდევ გამოგვადგება. ამჟამინდელი შემადგენლობიდან დავტოვებდი ამათ: კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, დვალი, აბურჯანია, კვეკვესკირი,კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია,შენგელია, ქვილითაია,ლობჟანიძე. დავამატებდი: სანდოხაზეს,ნინუას,ზივზივაძეს, მიქაუტაძეს და კიდევ სხვებს, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ თავს. ინერტული ფეხბურთელების დრო წავიდა, ეს ჩემი პირადი აზრია. და კიდევ გვჭირდება კარგი მწვრთნელი და ფსიქოლოგი.
Lasha
ითხოვე და აგერ პასუხი: კვირკველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 5 საუკეთესო მცველს შორისაა, იქ, სადაც კალაძეა პირეველი. კაშია ძალიან გამოცდილია, ბოლო დროს ძალიან მოუკლო, შეიძლება იდავო, ძირითადში უნდა იყოს თუ არა (ჩემი აზრით, არა), მაგრამ ბევრის გაკეთება შეუძლია ჯერ კიდევ. კანკავასნაირი პროფესიონალი და აკადემიური ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებში არაა და თავისი ფორმით, კონდიციებით და თამაშით საუკეთესოა დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში, 34 წლისა. კაჭარავა/ქვილითაია ძალიან სუსტ შეტევას შანსებს უზრდის და სივრცეებს უთავისუფლებს, ამ ტაქტიკით და ფორმაციით, target man-ის გარეშე ჩვენ შემტევებს მოწინააღმდეგის დაცვა უბრალოდ შეჭამს. მასზე მაგარი ფორვარდი შეიძლება გვყავს რამდენიმე, მაგრამ ზომების გათვალისწინებით ამ ეტაპზე შეუცვლელია ერთიც და მეორეც. გვილია როტაციის ფეხბურთელია და ასეთად დარჩება, სანამ არ მოუმატებს ან კონკურენციით არ გამოვარდება. ანანიძე ისედაც წასულია კარგა ხანია. ყაზაიშვილიც ან მოუმატებს, ან ასევე ჩააჩოჩებენ ახალი ბიჭები თავისით, თუმცა დღეს ნამდვილად არ გვყავს მასზე უკეთესი ბევრი. ნავალოვსკის რაც შეეხება, საერთოდ არაა ნაკრების დონე, მაგრამ უკეთესი არავინ გვყავს. დვალი/ტაბიძე მანდ ვერ განიხილება. აი მალი კიდევ კი მეიმედებოდა, მაგრამ პირველივე თამაშში ისე შეცდა, რომ არაა აშკარად მზად ჯერ. სხვები კი ახლოსაც არ არიან ამ ორთან. ფაქტიურად გუნდის ბირთვზე ამბობ, წავიდესო და მაგის სათქმელად უკვე უნდა გყავდეს უკეთესი კანდიდატები. ეს არაა კლუბი, რომ მოხსნა მთელი ბირთვი, მოყარო ბავშვები და ისინი გამოზარდო. ეგ გააკეთეს უკვე ყენია-მჭედლიძეს თაობისას და ნაკრების ისტორიაში ყველაზე კატასტროფული პერიოდი მოჰყვა.
მინდიას
კანკავას გარდა ყველაზე გეთანხმები!
მინდია
ვინც მინუსი გააკეთა ვთხოვ განმარტონ თუ რატომ უნდა დარჩნენ ზემოთხსენებული ფეხბურთელები.
მინდია
უნდა წავიდნენ ნაკრებიდან:კაშია,კვერკველია, ნავალოვსკი, კანკავა (უდიდესი პატივისცემის მიუხედავად), ანანიძე, ყაზაიშვილი, კაჭარავა, გვილია.
ლევანი76
ვან გაალი შოთას ძმაკაცია, იქნებ შეაბას.
Haaland
სადაც რაგბში რუსეთს ვხვდებით და რამდენიმე ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობს, ალბათ ეგეც შეიძლება. ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაშიც არ გვესტუმრა რუსული გუნდი ცოტა ხნის წინ? თან ვისაც ახსოვს მაგათი სპონსორები იმხელაზე იყო გამოკრული იმ პატარა სტადიონზე რუსეთის ჩემპიონატზე გეგონებოდა თავი
გლახუნა
გვჭირდება ჰოლანდიელი მწვრთნელი...ფიზიკურად ძლიერი- მოძრავი-აგრესიული ფეხბურთის მოთამაშეები და მათი შერჩევა ...
დევკალიონი
კოსოვოს არაღიარებული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებთან რატომ ან როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა?! საერთოდ დავკარგეთ გონება და საღი აზრი რა .
ვახო
ფრუიძე ყველაზე კარგი ვარიანტია. როგორ ჩიხურას ათამაშებდა. უცხოელების ხელფასი წყალში გადაყრილი ფული მგონია
გუსანი
პირდაპირ ვიტყვი უცხოელ მწვრთნელებზე ფული გადაყრილი იქნება 100%. ამ ჯგუფში 1 თამაში თუ მოვიგეთ და 1-2 ფრე ვითამეთ, ისიც თუ მეტოქეს არ დაჭირდა, 4 ზე ადგილი უნდა ვითამაშოდ , არ მიძახოთ ურწმუნო თომაო, რეალობას ასე აღვიქვამ, თუ ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ რაღაც სპეკქტაკლები არ დადგეს, აბა სხვა არ გვყავს გოლის გამტანი კი არა და ხეირიანად დამტყმელი კარისკენ.... ნევრბის მოსაშლელიც აღარ მექნება, ათამაშედ ახალგაზრდები- რა მნიშვნელობა ექნება წაგებისას ანგარიშებს?!, ახალი გუნდის შენებით ახსნით. მოკლედ გვჭირდება ბიუჯეტური მწვრთნელი, ქართველი გამოცდილება რომ მიიღოს და ფული აქ დარჩეს. ისე კოსოვო როგორ ჩამოვა? ვაღიარეთ მათი დამოუკიდებლობა?
giorgi dashniani
შედარებით მარტივი გზა იქნებოდა სომხეთისთვის რომ მოგვეგო, ეგ კი რეალურად რომ ვთქვათ შეუსრულებელი მისიაა, მაგარი მწვრთნელი გვინდა, ჩემი ფავორიტები არიან ესპანელი რობერტო მორენო, იტალიელები დონადონი და ჩეზარე პრანდელი, ფრანგები პატრიკ ვიეირა და ლორან ბლანი, ან გერმანელებიდან ვინმე ავტორიტეტები ამოარჩიეთ, თუ კარგი შედეგი გინდათ ბევრი უნდა გადაიხადოთ რადგან ჩვენი უვარგისი ფეხბურთელებისგან მოაზროვნე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადება ადვილი არ არის
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ