თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები თურქეთში საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ
ზეგ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც კუშადასში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილს იქ არასრული გუნდი მიჰყავს - რამდენიმე მოჭიდავეს ახლა წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს. შედეგად, რამდენიმე წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება.

სამაგიეროდ, სხვებში ორ-ორი ფალავანით ვიასპარეზებთ. მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი საპატიო მიზეზით ვერ მიჰყავს - ის ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს. საბოლოოდ კუშადასში ასეთი გუნდით გამოვალთ: რამაზ ზოიძე, ტაიფუნ აბდულაევი (42), გიორგი პასიკაშვილი, რამაზ დარჩიძე (46), შოთა ფანცულაია, შალვა ხუციშვილი (50), შოთა ფარტენაძე, რაუფ შაკულ-ოღლი (58), შალვა ჭადაშვილი, ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85).

კუშადასში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: გიზო მელაძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), ლაშა მარიამიძე, შმაგი ბოლქვაძე (58), ვლადიმერ ქიქავა (63), ნიკა ფირცხალავა (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია, გიორგი კოვზირიძე (85), ბექა კანდელაკი, თორნიკე ბაბუნაშვილი (+85).

ამ გუნდის თავკაცმა ვაჟა კრავეიშვილმა უფრო ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია და გაორებებს ნაკლებად მიმართა. ორივე ნაკრებმა შეკრება ბათუმში გაიარა და თურქეთშიც იქიდან გადავლენ. ამის შემდეგ კალენდარში ირანის საერთაშორისო ტურნირია და, სავარაუდოდ, მწვრთნელები იმის შემდეგ დაასახელებენ 9-14 აგვისტოს ვარშავაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას. ჭიდაობაში მსოფლიო მასშტაბით შექმნილი ქაოსი კარგად მოგეხსენებათ და ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაც აგვისტოში უწევთ (!) - სულ რაღაც 9 დღეში, 23 აგვისტოს უნგრულ სომბათჰეიში იწყება და 28-მდე გასტანს.

ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ახალგაზრდებში ასევე შემჭიდროებულ ვადებში ტარდება, თუმცა აქ დაახლოებით ერთთვიანი შუალედია. ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ტარდება, იქ "თავისუფალთა" ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლაშა ტალახაძე (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თედო ებანოიძე (96), გენო პეტრიაშვილი (120).

როგორც გითხარით, გენო პეტრიაშვილს ჭაბუკებში უნდა ესაპარეზა, თუმცა მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ამჯერად ახალგაზრდებში გამოვა და მთავარი მოულოდნელობაც ესაა, თორემ სხვა კანდიდატები, საქართველოს ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირების შედეგებიდან გამომდინარე, დიდ ეჭვს არც აქამდე იწვევდნენ. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ნუგზარ სხირელი თავისი მძიმეწონოსნებით კმაყოფილი არც აქამდე იყო. მეტიც - ამ წონას ერთ-ერთ ყველაზე სუსტად და უპერსპექტივოდ მიიჩნევდა, თუმცა აქამდე არც პეტრიაშვილზე ყოფილა ლაპარაკი. ის მისი პირადი მოსწავლეა და მწვრთნელი ერთ-ერთ უნიჭიერესად მიიჩნევს, ოღონდ ახალგაზრდა ფალავანი საზოგადოებამ პირველად არა საჭიდაო წარმატებებით, არამედ სულ სხვა კუთხით გაიცნო - რამდენიმე წლის წინ მშობლიური სოფლიდან ოსებმა გაიტაცეს და რამდენიმე კვირა მათ ტყვეობაში გაატარა.

16 წლის პეტრიაშვილი აქამდე შეკრებებს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გადიოდა, რადგან ჭაბუკებში სათანადო სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს, თუმცა სერბული ტურნირის შემდეგ იმ გუნდს დაუბრუნდება და ევროპა-მსოფლიოს იჭიდავებს.

რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულ ნაკრებს, ვლადიმერ ადეიშვილს სერბეთში ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120) მიჰყავს.

ევროპის ჩემპიონატი გოგოებშიც ტარდება, თუმცა ჩვენ ევროპაზე მონაწილე, სავარაუდოდ, არ გვეყოლება, აი, მსოფლიოზე კი, დიდი შანსია, ბათუმელმა შორენა შარაძემ იჭიდაოს, რომელსაც დაფინანსებას აჭარის მხარე ჰპირდება.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა