ზოგი ფეხბურთელი კლუბის სიმბოლოა, ზოგიც - ეროვნული ნაკრების, მაგრამ ისტორიიდან გვახსოვს ერთი ბრაზილიელი, რომელიც საკუთარი პოზიციის სახე იყო. ეს "სელესაოელი" რობერტო კარლოსი გახლდათ.

ადამიანი, რომელსაც მარცხენა ფლანგის მცველობის გარდა, ვერსად წარმოიდგენდი. ფეხბურთელებს უყვართ სათამაშო სტილის ცვლილება. ზოგი სისწრაფის გამოყენებიდან ზუსტ დარტყმებზე გადადის, ზოგი საერთოდ პოზიციას იცვლის, მაგრამ რობერტო კარლოსმა კლუბიც კი დატოვა იმის ნიშნად, რომ ის პოზიციას არ შეიცვლიდა.

"ერთხელ, "ინტერში" თამაშის დროს, როი ჰოჯსონმა მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი, რადგან საამისოდ კარგი არ ვიყავი. მე კი მას ვუპასუხე, რომ ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა" - რობერტო კარლოსი

რობერტო კარლოსის ევროპული კარიერა "ინტერიდან" დაიწყო. ბრაზილიელი 1995 წელს "პალმეირასიდან" "ნერაძურიში" გადავიდა. რეალურად არავის ეგონა, თვითონ სპორტსმენის გარდა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი დადგებოდა. მისი სისწრაფე, დარტყმა ყველაფერზე მეტყველებდა.

როი ჰოჯსონი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც კარლოსს ევროპაში, როგორც მწვრთნელმა, ისე შეხედა. ფეხბურთში ყველას დაუშვია შეცდომა, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კლუბებისა და ფეხბურთელების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ და ჰოჯსონმა ეს შეცდომა სწორედ აქ დაუშვა. ის კარლოსს დაცვის ნაცვლად შეტევაში თამაშს სთხოვდა. რეალურად, იმწამიერად ინგლისელი სპეციალისტის გამტყუნება მართებული არ გახლდათ, რადგან ბრაზილიელს კარგი შემტევისთვის ყველანაირი მონაცემი გააჩნდა.

კარლოსმა იმ სეზონში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ფეხბურთელი ხვდებოდა, რომ "ნერაძურის" ის ვერ მოერგებოდა და გადადგა თავის კარიერაში ყველაზე სწორი ნაბიჯი... და 1996 წელს "სელესაოს" მომავალი ლეგენდა კარიერას "რეალში" აგრძელებს... დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...

11 წელი "ბლანკოსის" შემადგენლობაში, 370 შეხვედრა და 47 გოლი

"სამეფო გუნდი" ნელ-ნელა ლეგენდების გადმობირებას იწყებდა. ევროპამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენად დიდებულ მცველთან ჰქონდა საქმე.

რობერტო კარლოსი ერთიორად უმატებდა. მისი საოცარი პასის, სისწრაფის, ყუმბარისებური გასროლის, ენერგიისა და მუხტის მეშვეობით გულშემატკივარს თავი მარტივად შეაყვარა.

1997 წელი, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი! რობერტო კარლოსი საფრანგეთის წინააღმდეგ

1998 წელს მადრიდის "რეალთან" ერთად რობერტომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ორი წლის შემდეგ იგივე მეორდება და ბრაზილიელი "ბლანკოსთან" ერთად კიდევ ერთხელ იგებს საკლუბო ეგიდით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა.

ბრაზილიელი საუკეთესო იყო. ერთადერთი, მის წინ პაოლო მალდინი გახლდათ, რომელიც ამქვეყნად მცველად თამაშისთვის იყო მოვლენილი. მაშინაც და ახლაც აზრები იყოფა. რომელი მხარე გადაწონის - ბრაზილიელის ელვისებური შეტევა თუ იტალიური კედელი?

მისი კარიერა წარმოუდგენელი გახლდათ. უამრავი ტიტული, დასამახსოვრებელი მატჩი, წარმოუდგენელი გოლი და რაც მთავარია, გულშემატკივრების სიყვარული.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რა თქმა უნდა, აქაც წარუშლელი კვალი დატოვა და მოიგო 125 მატჩი, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულ კაფუს ჩამორჩა.

თუ ფეხბურთი გიყვარს, რობერტო კარლოსიც უნდა გიყვარდეს. მან ფეხბურთელებს დააჯერა, რომ მცველობა არ ნიშნავს ნაკლებშედეგიანობას. რატომაც არა, 527 ოფიციალურ შეხვედრაში 70 გოლი და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა. რეალურად, ის ამ ციფრებზე გაცილებით ძლიერი იყო და საკუთარი კარიერა უკვდავყო.

მისმა თანამემამულე მარსელომ არაერთხელ მოიყვანა თავის "ხატად" რობერტო კარლოსი და არამარტო მარსელომ... იყვნენ სხვებიც...

ეს კი სილამაზისთვის, ასაკში შესული კარლოსის გადაცემა საქველმოქმედო მატჩის მიმდინარეობისას:

მომზადებულია 90min-ის მიხედვით

L.J .
Etyoba ar ici pegburti araa problema:)
L.J .
maldinis es rogor jobda tan mcvelis sakme upro karis dacvaa da ara shetevashi sirbili
Givi
Dzalian mikvarda is reali sadac karlostan ertad zidani,figu,rauli,ronaldo(kicha) da sxvebi brwkinavdnen da chemi azrit karlosi ar iko saimedo mcveli(tundac demetradzem rauqna visac axsovs),magram iko saocrad dadebiti moedanze sul igimeboda da siamovnebas igebda tamashidan da dartkma qonda saocrad dzlieri,ai es iko rac mas gaachnda...
სალომე
როგორ მიყვარს !
სოსო
პირველ ვიდეოზე ბურთის ტრაექტორიას დააკვირდით.ასე მხოლოდ რადიომართული,ან თბური დამიზნების რაკეტები მოძრაობენ.დაარტყა ფეხით,თანაც ასეთი სიძლიერით და ბურთი ასე წავიდეს,წარმოუდგენელია.1978 წლის მსოფლიოს პირველობაზე,ნეილინიომ მოძრავ ბურთზე დაარტყა ხმელი ფოთოლი და ამან გამაკვირვა.არ მეგონა ეს თუ შესაძლებელი იყო და ეს,მეორე ასეთი შემთხვევაა.
sddd
აწუნებული კი არა მახინჯური დარტყმით მოახვედრეს.
გელა
რობერტო კარლოსი და არნოლდ შვანცნეგერი ჩემი ბავშვობის კუმირები არიან.
ვახო...
ძალიან ქარიზმატული და განსაკუთრებული ფიზიკური თვისებების მქონე მცველი, რომლის სავიზიტო ბარათი, რეაქტიული სისწრაფე და ყუმბარისებური დარტყმა იყო... დაუვიწყარი და ლეგენდარული რობერტო კარლოსი.
მინდია
მონსტრი იყო, თუმცა როგორც მცველი დიდი არაფერი და ლოგიკურიცაა. მისი ყველაზე დიდი პლიუსი არა გაუვალობა არამედ სისწრაფე შეტევაში ჩართვა და უძლიერესი ცაცია იყო. როგორც მცველები ალბათ უკეთესებიც იყვნენ მარცხენა ფლანგზე, თუმცა ჯამში როგორც მარცხენა მცველი საუკეთესო იყო
ზორბეგი
Sony 2-ში ამის გამო ირჩევდნენ რეალს
გეგი
ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველი!
Musenbezi
ენა ნუ გაქვს წაგრძელებული!!!
Homerson
მალდინისთან კარლოსის შედარება დიდი სისულელეა. ორივე საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე! სტატიის ავტორი სწორად აღნიშნავს - ,,თუ ფეხბურთი გიყვარს, კარლოსიც უნდა გიყვარდეს! “ (რა თქმა უნდა მალდინიც)
Homerson
ძალიან კარგი სტატიაა! მადლობა! (თხოვნა იქნება - ხშირად გამოაქვეყნოთ მსგავსი სტატიები) . იდეალურად იწყება - მართლაც რომ თავისი ამპლუის სიმბოლო იყო ეს კაცი. საუკეთესო მარცხენა მცველი - რობერტო კარლოსი!(მარჯვენა - კაფუ). ... მახსოვს, ბავშვობაში დილით ჭამა არ მიყვარდა და ამ კაცმა შემაყვარა
buba
ძაან მაგარი კაცი იყო!! ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა!! ერთი სიამუვნება იყო მისი თამშის ყურება!!
superman
რაც იყო ის სათაური აქვს :) თავის პოზიციაზე უკონკურენტო იყო და იქნება ყოველთვის და ეხლა თუ გინდა იტირე,თუ გინდა იცინე :)
Musenbezi
სასაცილოა, მსოფლიოში საუკეთესო მცველი? სათაური აქვს აგეტირება!!!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
რობერტო კარლოსი: ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან...
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
არგენტინის ფრე და ბრაზილიის დიდი ანგარიშით გამარჯვება - სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა [VIDEO]
"რა უნდა გულშემატკივარს გალიაში?" - უკრაინელებმა რობერტო კარლოსი აღაშფოთეს
"სალაჰი რამოსს ახლოს არ მიუახლოვდება..." - კარლოსი ძველ ინციდენტს იხსენებს
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
მესის შესანიშნავი გოლი და ლო ჩელსოს ბრწყინვალე მატჩი - არგენტინამ ურუგვაისთან "გაისეირნა" [VIDEO]
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ბრაზილია შეუდარებელია! პაკეტას გოლით კოლუმბია დამარცხებულია [VIDEO]
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
კოლუმბიას დიაზის ფანტასტიკურმა "მაკრატელამ" ვერ უშველა! ბრაზილიამ გამარჯვება მეათე დამატებულ წუთზე მოიპოვა [VIDEO]
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ბრაზილია კიდევ დაუმარცხებელია, კოლუმბიამ ზღაპრული გოლით იმარჯვა [VIDEO]
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
მცველები, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - ვინ არიან ისინი?
ბრაზილია ისევ უდანაკარგოა, არგენტინამ უპირატესობა გოლად ვერ აქცია [VIDEO]
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?