ქალთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმიოში "როსენგარდთან" 0:10 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისში 0:7 წაგებული შეხვედრის შემდეგ ეს დაპირისპირება ფორმალურ ხასიათსღა ატარებდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ასევე 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" ქალთა პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

როსენგარდი: მუსოვიჩი, ლევენსტადი, ვიგოსდოტირი, ბიორნი, სვავა (პერსონი 75), სეგერი (კრისტელი 66), ტროელსგაარდი, ჩანკოვიჩი, რუტინგ-კანერუდი (სამუელსონი 63), ანვეგარდი, ბენისონი

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, გუჯაბიძე, თოდაძე, დანელია (ნარსია 82), გასვიანი (დიმოპოულო 46), ჭყონია, ხაბურზანია, წოწერია

მაია
ქალთა ფეხბურთი საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო განვითარება და არა 2017 დან როგორც აცხადებს ფედერაცია.რატომ მალავენ ინფორმაციას.ნინო სორდიას არაკომპეტურობა და უცოდინრობა კარგ შედეგებამდე არ მიიყვანს ქალთა ფეხბურთს.ერთადერთი რაც გააკეთა5 ინზე ის რომ ჩამოაყალიბა კარგი ტურისტული სააგენტო სახელად ქალთა ფეხბურთის ფედერაცია.ნუ ელოდებით შედეგებს გულშემატკივრებო
ziko
გააუქმე ქალთა ფეხბურთი და ასეთი რაღაცეები გამოსავალი არაა,ახლა ყალიბდება ქალთა ფეხბურთი და სხვას რას ელოდნენ ზოგიერთები, აქამდეც რო მივიდნენ ეს არის გასაკვირი,პრობლემები როგორც ქალთა ისე კაცთა ფეხბურთშია, აბა მოყვარულები რო 6-1 მოგიგებენ ის კლუბიც გასაუქმებელია მაგრამ დინამოს არავინ გააუქმებს,პრობლებს მოგვარება უნდა ფეხბურთში და რამე უნდა გაკეთდეს ამისთვის, განზე გადგომა ადვილია.
მე არ ვარ რობოტი
აქაური კომენტარებიდან ბევრს ერჩივნა კლუჟთან 0-1 წაგვეგო ღირსეულადბდა შვედებს არ შევხვედროდით... კაცების დინამოს რომ არ წაეგო 1-6 ფარერებთან და ლიგაზე გავსულიყავით, ხო გვათრევდა ნებისმიერი გუნდი... შვედი ქალები იმ დროიდან თამაშობენ ფეხბურთს როცა დინამოს სტადიონზე ქალთა ტუალეტიც არ იყო ცალკე.

რაში და კაცთა ფეხბურთში
Nietzcshe
დინამოს 16 წლამდელთა ბიჭების ნაკრები კი არა და ძირითადის სასტავს გადაარღვევენ შუაზე :) თან თუ არ გაგვიმართლა და PMS-იც დაემთხვა, მეთევზეებზე ბევრად უფრო დაუნდობლად და სასტიკად დაგვარბევენ ;)
სოსო
ქართული ქალთა ფეხბურთი,ახლა იდგამს ფეხს და 1000-ჯერ წაიქცევა,სანამ ფეხზე გამართულად დადგება.ესენი კი,საჭიდაოდ გავუშვით და დამარცხება გვიკვირს?თუ არ წაიქეცი,მუხლს ვერ გაიმაგრებ და არაფერი საშინელი,ან კიდევ სამარცხვინო,აქ არაფერია.პირიქით,ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ,კრიტიკის და დაცინვის ნაცვლად."პირველი მერცხალი" გაიხსენეთ.ახლა ესენი არიან, პირველი მერცხლები და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ,მათ, როგორც პირველ გზაგამკვალავებს,ისე მოიხსენიებენ.ცხვირი არ ჩამოუშვათ,გოგოებო.რაკი გიყვართ,გააგრძელეთ ფეხბურთის თამაში და ყველას დაუმტკიცეთ,რომ გაცილებით მეტიც შეგიძლიათ.ამისათვის კი,შოუებში ჯდომის ნაცვლად,მეტი მუშაობაა საჭირო.წარმატებებს გისურვებთ.
რეზო
ტრაბახმა ასე იცის...
duscatto
ase ar sheidzleba tkma. gogoebma pirobrbis gareshe miagcie sadamde da tan lanchxutidan. rac sheedzlot imaze metic knes. danarcheni pirobebze da bevr sxva niuanszea damokidebuli: scori varjishi,vitamjnizacia,kveba, xelfasi da ase shemdeg
zaza
რაც შეძლეს ითამაშეს, უბრალოდ რაგბის არ იყოს უზარმაზარი სხვაობაა კლასში ქალთა გუნდებს შორის. ორ თამაშში კარისკენ ერთხელაც არ დაარტყავ, ან კუთხურს არ ჩამოაწვდი ესეთი რამ მართლა წარმოუდგენელია. იმ როსენბურგს დინამოს 16 წლამდელთა ბიჭების ნაკრები ძაან ადვილად მოუგებდა. გოგოებს იმ პირობებში რა პირობებში არიან მადლობა ეკუთვნით. არანაირ მილიონებს ქალთა ფეხბურთში არ დებენ კიდევ, მიზერულია დაფინანსება.
imereli
ნეტავ იცოდე რას წერ? ვინ არის ჩასაფრებული? ან ვის უხარია წაგება? არავის ჩემო კარგო მაგრამ 17 -0 ეს მარტო დაფინანსება ან დახეული ბუცები სულაც არაფერ შუაშია.... არავინ ერჩის ამ გოგოებს ყოჩაღ მაგრამ სიმართლესაც შევხედოთ, ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოა.ის რომ არანაირი ტაქტიკა არ ჰქონდათ ეს ყველამ ნახა დაცვაში ბურთს რომ ცენტრამდე ვერ გამოგაქვს პასს ვერ აძლევს არაპროფენიონალიზმია ამაზეა საუბარი თორემ კარგი კაცის როლი ითამაშო ამაზე იოლი არაფერია
კოჭოია
ეს დისლაიქი ვინც მიცა ...... ნეტაი იმას ... რა თქვა ტყუილი ამ ადამიანმა? რა არ მოგეწონა?სიმართლის თქმას უნდა მივეჩვიოთ ხალხო და ჯანსაღ კრიტიკას.
Vasili
თავიდან ყველას გაუხარდა , მაგრამ მერე დავინახეთ რო ამათაც იგივე სისხლი და ხასიათი აქვთ რაც იმ ვაჟბატონებს, ფსიქოლოგი რო ჭირდებათ! და ზოგს რო კიდე გამოძინება რო აკლია! და ზოგს კიდე არავინ რომ არ დაჯახებია! და მაინც სახსრების ტკივილი რომ კლლლლავს!
კოჭოია
2 ლეგიონერი ნამდვილად არ ეყოფოდა მაგრამ ქასე 7 ან 8 ფეხბურთელს თუ დაამატებდნენ მაშინ რაღაც იქნებოდა......
ბაჯო
ასი პროცენტიტ სიმერტლეა.ჰვენზე ბევრად ზლიერი ქვეყნები ამბობენ უარს ბევრ სახეობაზე მაგრამ არ ზარგვ გაცყვეტილი ხალხი მარტავს სპორტს და აცყობტ
მ.მ
ეგ გამოთმქა მაგარია "ჩვენი მილიონები"
zmo
არ არის საჭირო ყველა სპორტის სახეობაში გვყავდეს სპორტსმენები, ქვეყნის გამასხარავების მეტს და ფულის ხარჯვის მეტს არაფერს აკეთებენ, ავირჩიოთ რამოდენიმე სპორტის სახეობა რომელშიც შევძლებთ წარმატების მიღწევას და იმას მივხედოთ, ნუ ვედრებით სხვებს ისენი ჩვენზე შეძლებულები არიან
giorgi 777
რაც ამ გოგოებმა გააკეთეს ვაღიაროთ რომ არის გმირობა გაიარეს ორი ეტაპი და მეტი ვერ შეძლეს და ეს გასაგებიცაა.... მაგრამ უნდა ვთქვა რომ ცოტა ამბიციურობაც ახლდა ყველა გასართობი არხები მოიარეს, ესაო ისაო რეკლამები ბარსელონა, მანჩესტერი , მადრიდი და ლანჩხუთიო, კაცები კუხნაშიო, ჩვენა ვართო რაც ვართო მაგრამ შვედებმა დაანახვეს სად ვართ ბურთი საერთოდ დაუმალეს და გაჰქონდათ ყოველ 10 წუთში გოლები სხვადასხვა პოზიციებიდან, ზოგი ჩვენი ფეხბურთელი რატომ იყო სტადიონზე ბოლომდე არც იცოდა, არანაირი ორთაბრძოლა, არანაირი ჟინი,დაცვაში უკეთ უნდა ეთამაშათ მაგრამ არც ტაკტიკა და არც მომზადება, არ არის თქვენი საქმე ფეხზბურთი, ნაკრები ყველაზე სუსტია დღეს მსოფლიოში შოუზებზე სიარულს ჯობდა გევარჟიშათ თქვენს მწვრთნელთან ერთად 17-0 არ წააგებდით.
Haaland
აქ ისეთი კომენტარები იწერება, ჩემი აზრით ასეთ ხალხს ფეხბურთის ყურება უნდა აუკრძალო. ჩასაფრებულებო, წაგებაზე რომ წერთ კომენტარებს, მოგებები დაგავიწყდათ თუ მარტო წაგებას ელოდებით თქვენი იდეალური აზრების დასაფრქვევად? გოგოებმა დახეული ბუცებით მოუგეს მათზე ფინანსურად ბევრად უფრო ძლიერ გუნდებს. 400 ლარს რომ 4 თვე ელოდები როგორია,? ეგ ხელფასია გაგიკვირდებათ და ასეთ პირობებში მოუგო ყაზახეთის ვიცეჩემპიონს და რუმინეთის ჩემპიონს ძალიან მაგარია. თურმე გოგოების ფეხბურთია გასაუქმებელი და ბიჭებს უნდა ვუყუროთ. ბოლოს როდის მოუგო ქართულმა ბიჭების გუნდმა ალმაათის კაირათს ან ბუქარესტის სტიაუას ერთი გამახსენეთ რა. თან ბიჭებს ბევრად უფრო მეტი ფინანსური ხელშეწყობა აქვთ თუ ხელშეწყობა ქვია მაგას. ჩათვალეთ რომ მანჩესტერ სიტი ჩამოვიდა რა ქნა როგორ გაგაგებინოთ მეტი. ბიჭები კიდე დარწმუნებული ვარ უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ. მადლობა გოგოება ასეთი თავდადებისთვის. არაფეხბურთელო პროფესიონალებო, თქვენ კიდე შეუქმენით ისეთი ქვეყანა, სადაც ბიზნესი ქალთა ფეხბურთითაც დაინტერესდება. წაგებაზე კრიტიკა ძალიან ადვილია
გენა
რა აუცილებელია ყველაფერში გუნდი გვყავდეს?? რომელი 100 მილიონიანი ერი ჩვენ ვართ.
ეჰ!
ჩემი აზრით მართლა არ არის ქალთა ფეხბურთი საჭირო, ნაკრებია და ასტრონომიული ანგარიშებით მარცხდება, გუნდი გავიდა ევროსარბიელზე და აქაც იგივეა. ზოგადადაც ვფიქრობ, რომ ქალთა ფეხბურთი ქალისთვის ესტეთიკურადაც და შინაარსობრივადაც რაღაც არ ჯდება. არის სპორტის სახეობები, რომელიც ძალიან უხდება ქალს, მაგალითად ფრენბურთი; ჩოგბურთი... ფეხბურთი, ძიუდო, ძალოსნობა და მსგავსი სპორტები არ არის ქალისთვის. ჩემი აზრია უბრალოდ, ამ გოგონების დანაშაული აქ არაფერია, რაც შეეძლოთ იბრძოლეს. წარმატებები გოგონებო!
QARTVELI
ფეხბურთი კი არა გათხოვდით გოგოებო და გაამრავლეთ ერი,არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება.
ika
რაში იხარჯება ჩვენი მილიონები
ანესთეზეოლოგი
21-ე საუკუნეში, 7 სიტყვიან წინადადებას სწორად ვერ წერდე და არც კითხულობდე, ეგაა სირცხვილი. ბაკაკი წკალში კიკინებს თემაა მოკლედ...
zvg
3-0 ზე განადგურდას წერთ და 10-0 დამარცხდა?
ბაჯო
21 საუკუნესჰი ეს სირცხვილია 17-0.გააუქმეტ ქალტა ფეხბურტი.
ბოროტა
1-2 ლეგიონერი რომ დაგვემატებინა, ამ შვედებთან ბრძოლა შეიძლებოდა!
პეტროსი
ეჰ... არაუშავს გოგოებო... გამახსენდა...მომავალი ჩვენია...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს
ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა