"მაიამი ჰიტი" ასრულებს მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებას. ფლორიდულმა კლუბმა ბოლო სამ დღეში ორი კალათბურთელი გაიფორმა.

"მაიამი ჰიტი" ასრულებს მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებას. ფლორიდულმა კლუბმა ბოლო სამ დღეში ორი კალათბურთელი გაიფორმა. ერთ-ერთი მათგანია 32 წლის მცველი ედი ჰაუსი, რომელმაც კარიერის პირველი სამი წელი სწორედ "მაიამიში" გაატარა, შემდეგ კი შვიდი წლის განმავლობაში რვა კლუბი გამოიცვალა. კონტრაქტი ორწლიანია და წლიური ხელფასი 1.4 მილიონი იქნება.

ჰაუსმა ნამდვილ აღიარებას "ბოსტონში" მიაღწია, სადაც სამი წელი ითამაშა და 2008 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა. მთელი კარიერის განმავლობაში ჰაუსი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა - მეტოქის დაცვას ბრწყინვალე ტყორცნებითა და დამაჯერებელი მოქმედებით აწიოკებდა. ყველა მწვრთნელი, ვისაც მასთან უმუშავია, ჰაუსში ნამდვილ სნაიპერს ხედავდა. ამასთან, დაბალი სიმაღლის მიუხედავად, ედი თავს შესანიშნავად იცავს. ასე რომ, ახალ "ჰიტს" ძალიან მოუხდება ასეთი მოთამაშე: კრის ბოშის, დუეინ უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის ტრიოს ჰაერივით სჭირდება კარგი სნაიპერები და დაცვის სპეციალისტები დ ჰაუსი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

"მაიამის" კიდევ ერთი ახალი კალათბურთელი გახდა მცველი პატრიკ ბევერლი. კონტრაქტი დეტალები არ გახმაურებულა. ბევერლიმ "ჰიტის" შემადგენლობაში ოთხი მატჩი ითამაშა საზაფხულო ლიგაში, მათ შორის სამი - სასტარტო ხუთეულში. მისმა საშუალო შედეგიანობამ 5.8 ქულა და 4.8 მოხსნა შეადგინა. შარშან ამერიკელი კალათბურთელი საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა და ევროლიგის გათამაშებაში 2.7 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებდა.

ასე რომ, "მაიამის" ერთი კალათბურთელი სჭირდება საგაისო შემადგენლობის სრულად დასაკომპლექტებლად. ამ ერთ ვაკანტურ ადგილზე ორი პრეტენდენტია: დაშონ ბატლერი და კენი ჰესბრუკი. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, წლევანდელ დრაფტზე არჩეული ბატლერი ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია და კლუბის მომავალ ვარსკვლავად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ სავარაუდოდ, "ჰიტის" ხელმძღვანელობა ამჯერად არჩევანს კენი ჰესბურკზე შეაჩერებს, მით უმეტეს, რომ მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა საზაფხულო ლიგაზე

ოდენი და როი თითქმის მზად არიან

"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ორი წამყვანი კალათბურთელი - ცენტრი გრეგ ოდენი და მცველი ბრენდონ როი თავდაუზოგავად მუშაობენ ძველი კონდიციების დასაბრუნებლად. ორივე კალათბურთელი ინდიანაში ფიზმომზადების მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ოდენმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ყოველდღიური 5-საათიანი ვარჯიშებით ოპტიმალურ წონას მიაღწია. როის თქმით, ისიც თითქმის მიუახლოვდა ნორმალურ კონდიციებს. ასე რომ, "პორტლენდის" ორი ტრავმირებული კალათბურთელი, სავარაუდოდ, მზად იქნება ახალი სეზონისთვის.

"ყოველდღე ვსტუმრობ სატრენაჟორო დარბაზს და შემდეგი დიდი მონდომებით სეზონისთვის ვემზადები", - აღნიშნავს ბრენდონ როი.

მსოფლიოზე ვუვუზელა არ იქნება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის მატჩების დროს დარბაზში ვუვუზელების შეტანა აკრძალული იქნება.

FIBA-ის ხელმძღვანელთა აზრით, დაუშვებელია ამ მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება ისეთ შეზღუდულ სივრცეში, როგორიც საკალათბურთო დარბაზია. ამან შეიძლება გააფუჭოს ჩემპიონატის ატმოსფერო და ავნოს როგორც გულშემატკივრის, ასევე ჩემპიონატის მონაწილეთა ჯანმრთელობას.

წესის დარღვევის შემთხვევაში, გულშემატკივრებს ინსტრუმენტს წაართმევენ და დარბაზიდან მიაბრძანებენ.

ოლიმპიაკოსში კრიზისია

რთული პერიოდი უდგას ერთ-ერთ ბერძნულ გრანდს - "ოლიმპიაკოსს". კლუბის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა კალათბურთელებს, რომ ისინი დათანხმდნენ ხელფასის 25 პროცენტით შემცირებას. საქმე ისაა, რომ საბერძნეთში დაბეგვრის ახალი სისტემა მიიღეს და საერთოდაც, ეკონომიკური სიტუაცია კვლავაც არც ისე სახარბიელოა.

პირველ რიგში, ხელმძღვანელობის თხოვნა პაპალუკასს (ხელფასი 3.5 მილიონი), ბურუსისს (1.7) და ვასილოპულოსს (1.4) ეხება. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ბერძნულმა კლუბმა ჩილდრესი (4.2) და კლეიზა (2.5) დაითხოვა.

ლელო

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...