ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდამ მარტინა ნავრატილოვამ "დიდი სლემის" მორიგ ტურნირზე დები უილიამსების შანსებზე ისაუბრა
უიმბლდონის წინ ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდამ მარტინა ნავრატილოვამ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გაზეთ The Daily Mail-ს, სადაც "დიდი სლემის" მორიგ ტურნირზე დები უილიამსების შანსებზე ილაპარაკა, აგრეთვე მამაკაცთა და ქალთა ბადეში საკუთარი ფავორიტები დაასახელა.

"დღეს რთულია ვენუსისა და სერენას სპორტულ ფორმაზე რაიმე გარკვეულის თქმა, მაგრამ არ მგონია, რომელიმე მათგანმა წელს უიმბლდონის მოგება შეძლოს. თუ სერენას სავარაუდო მოგებაზე ვილაპარაკებთ, ეს იგივეა ფსონი ჩახვიდე ძალიან ჯიშიან ცხენზე, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში დოღში არ მიუღია მონაწილეობა.

დღეს ძალიან კარგ ფორმაშია ჩინელი ნა ლი და ლონდონში გამარჯვებაზე ფიქრი შეუძლია. ბუკმეიკერთა ფავორიტია მარია შარაპოვა. ასევე არ უნდა დავივიწყოთ კაროლინ ვოზნიაცკი და ვიქტორია აზარენკა.

რაც შეეხება მამაკაცთა ბადეს, რეიტინგის საუკეთესო ოთხეულის წევრებს გამოვყოფდი და მათ რობინ სიოდერლინგს დავუმატებდი. ბოლოს დროს ძალიან მოუმატა თამაშს ენდი მიურეიმ, ამიტომაც წარმატებაზე მისი შანსი საკმაოდ გაიზარდა", - ამბობს ნავრატილოვა.

მარტინას სამწვრთნელო კარიერის შესახებ დაუსვეს კითხვა. ჟურნალისტები გულისხმობდნენ სერბ ანა ივანოვიჩთან სავარაუდო თანამშრომლობას, რაზეც ამერიკელმა უპასუხა, რომ სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს ახალ ამპლუაში. მან აგრეთვე პოზიტიურად შეაფასა როლან გაროსის 2008 წლის ჩემპიონის შესაძლებლობები.

"ეჭვგარეშეა, რომ ანამ უდიდესი ნიჭი აქვს", - განაცხადა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა