"კანტუმ" სერია A-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც წააგო, მაგრამ მარკოიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სიენას "მონტეპასკი" გვარიანად ანერვიულეს
"კანტუმ" სერია A-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც წააგო. ეს დასაწერად იოლია, სინამდვილეში კი მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სიენას "მონტეპასკი" გვარიანად ანერვიულეს. მათ მეორე პერიოდში "ფორმულა 1-ის სისწრაფე" განავითარეს, ბურთი შეტევისას კარგად დაატრიალეს, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს და 41:35 დაწინაურდნენ. "კანტუ" გაცილებით დიდ უპირატესობას მოიპოვებდა მეტოქედ "მონტეპასკის" ნაცვლად იტალიის ჩემპიონატის რომელიმე სხვა გუნდი რომ ჰყოლოდა. სიენელებსაც არანაკლებ აწყობილი გუნდი ჰყავთ, შემთხვევითი როდია მათი მწვრთნელი სიმონე პიანიჯანი იტალიის ნაკრების თავკაცად რომ მუშაობს.

დიდი შესვენების შემდეგ "მონტეპასკიმ" თამაშის ტემპის დაგდება მოახერხა, შესაძლოა, კანტუელები ცოტა დაიღალნენ კიდეც. ასეა თუ ისე, შედარებით მშვიდ თამაშში უპირატესობა კლასით მაღალმა მასპინძლებმა მოიპოვეს - სიენელები მაღალი სიზუსტით ისროდნენ. შედეგად მესამე პერიოდში 10-ქულიან სხვაობას მიაღწიეს, ბოლო რაუნდში უპირატესობა უფრო განავრცეს.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთი ითამაშა. მას მეტი დრო ერგებოდა, სამი ფოლი პირველივე ტაიმში რომ არ მიეღო. მანუმ 9 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მარკო სეკიჩს "კანტუს" ბომბარდირობისთვის 12 ქულაც ეყო. ყველაზე მეტი კი "მონტეპასკის" ლიტველმა მეფარემ კშიშტოფ ლავრინოვიჩმა ჩააგდო - 16.

სერიის მესამე მატჩი კანტუში 15 ივნისს გაიმართება.

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა