შესაძლოა, ლევანი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს, ევრო 2012-ის ბოლო ჯგუფურ მატჩში, საბერძნეთთან დაეხმაროს
ლევან ყენია აგვისტოში მოედანს დაუბრუნდება. ეს სასიხარულო ამბავი საქართველოს ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს" შემტევ ნახევარმცველზე ბიძამისმა, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ გვითხრა.

"ლევანი უკვე ჩვეულებრივად დადის, რეაბილიტაციის პროცესშია და ველოსიპედზე ვარჯიშობს. ექიმებმა უთხრეს, რომ აგვისტოში მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება", - გვითხრა კიკნაძემ.

აგვისტოში ექვსი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ყენიამ ფრანკფურტში კოჭის ოპერაცია იმ ექიმთან გაიკეთა, რომელმაც გამოჯანმრთელების გარანტია მისცა.

გელზენკირხენის "შალკეს" 20 წლის ქართველ ლეგიონერს ორ წელზე მეტია, არ უთამაშია. წოლითი რეჟიმის შემდეგ სპეციალური ფეხსაცმლით სიარულის უფლება მისცეს და როდესაც წყლის პროცედურები დაასრულა, ტრენაჟორებზე ვარჯიშსაც შეუდგა. ახლა კი ეს დამაიმედებელი ამბავიც შევიტყვეთ.

"შალკეს" ექიმი ამბობს, რომ ამგვარი ტრავმა ფეხბურთელებში უჩვეულო მოვლენა არ არის და ქართველს მოურჩენელი არაფერი სჭირს. წესით, ლევანი აგვისტოში ვარჯიშს შეძლებს, ოქტომბერ-ნოემბრიდან კი - თამაშსაც.

როგორც ექიმმა დაასკვნა, ყენიას ხშირი ტრავმიანობის მიზეზი "შალკეს" ყოფილი დამრიგებლის, "დესპოტად" მონათლული ფელიქს მაგათის მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნები იყო, რომელსაც ამის გამო ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაექცა. მაგათის მოთხოვნები ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის და მოთამაშეთა ინდივიდუალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

ასე, მაგალითად: ლევანს 2010 წლის ზაფხულში ოპერაცია იმიტომ დასჭირდა, რომ ვარჯიში ნაადრევად დააწყებინეს. იგივე განმეორდა 2011 წლის იანვარში, როდესაც მაგათმა ყენია თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ავარჯიშა და ტრავმა კიდევ ერთხელ გაუმიზეზდა - კოჭი ოთხ ადგილას ჰქონდა დაზიანებული. ნაადრევი ვარჯიშისა და არასწორი რეაბილიტაციის შედეგმა მალე იჩინა თავი და იანვრის შუა რიცხვებში მორიგი ტრავმა მიიღო.

მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა "შალკეს" ქართველმა - რაც უნდა მოეთხოვა მაგათს, დაუჯერებდა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციას. საბედნიეროდ, გელზენკირხენელებმა მაგათი მოხსნეს და ყენიას აღარ აჩქარებენ.

არადა, ფეხბურთელი, რომელიც შარშან იტალიურმა "გუერინ სპორტივომ" მსოფლიოს რჩეული ტალანტების ტოპ-ოცეულში დაასახელა და მდიდარი ევროპული თუ რუსული კლუბები ("ზენიტი", "ტრაბზონი" და სხვანი) იწვევდნენ, კარიერის დასრულებას აპირებდა. რალფ რანგნიკმა, რომელიც "შალკეს" მწვრთნელად მაგათის ნაცვლად დანიშნეს, ყენია გაამხნევა.

ჩვენთვის ყენიას მოედანზე დაბრუნება დიდი იმედია. ყველაფერი კარგად თუ წარიმართა, იქნებ საქართველოს ნაკრებს ევრო 2012-ის ბოლო ჯგუფურ მატჩში, თბილისში 11 ოქტომბერს საბერძნეთთან დაეხმაროს. 2 სექტემბერს თბილისში ლატვიასთან და 6 სექტემბერს გასვლაზე მალტასთან კი, სავარაუდოდ, ლევანის თამაში გამორიცხული უნდა იყოს.

ყენიას მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება. ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე ("გუერინ სპორტივოსთან" ერთად, ანანიძე მსოფლიოს რჩეული ტალანტების სიაში ესპანურმა "დონ ბალონმაც" დაასახელა) ის ფეხბურთელები არიან, ფერმკრთალ ნაკრებს ელფერსა და ქართულ სტილს რომ დაუბრუნებენ. ასე რომ, გვქონდეს ყენიას სევდიანი ისტორიის კეთილად დასრულების იმედი.

levani
როგორც იქნა! სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ ყენიას შესახებ. ნეტა მალე ჩადგეს ფორმაში. მაგრად გვჭირდება ლევანის ნაირი ფეხბურთელები...
lali
ყენია უძლიერესია
Tornike
ეს ბიჭები ერთად, ერთ გუნდში შეკრებილები და ერთ მუშტად შეკრულები, როცა საუკეთესო ფორმაში არიან, უდიდესი ძალაა! ასეთი გუნდი მსოხლიოს ნებისმიერ ნაკრებს დაამარცხებს თუ ძალიან მოინდომებს. ნეტავ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს.
Giorgipirweli
გეთანხმები, თორნიკე. მაგ გვარებს დაამატე ძალამიძე, ჭანტურია, ბარაბაძე და მაგარი შემტევი ნაკრები გამოვა
zhilinia
ნამდვილად სასიხარულო ფაქტია ლევანის გამოჯანმრთელება და მე ორმაგად მიხარია რომ არ დანებდა და კარიერა არ დაასრულა. დარწმუნებული ვარ მასთან ერთად ნაკრებიც გამოჯანმრთელდება და ისეთ ფეხბურთს ითამაშებენ როგორიც ქართველებს ეკუთვნით!
Tornike
თუ ყველაფერი სწორად წარიმართა, 1-2 წელიწადში უძლიერესი ნაკრები გვეყოლება! ამის დასამტკიცებლად მარტო ამ ბიჭების გვარების წაკითხვა კმარა, ამ სტატიის ბოლოს რომ არიან ნახსენები.
aleqsa
ძალიან სასიხარულოა. წარმატებები ყენიას. საქართველოს ძალიან სჭირდება ყენიასნაირი ბიჭები.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის