სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" Big East-ის კონფერენციაში პირველი მარცხი განიცადა. "პირატების" მეტოქე "პროვიდენსი" გახლდათ და გამარჯვებულის გარკვევას დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში "პროვიდენსელებმა" იძალეს და 80:77 გაიმარჯვეს.

მამუკელაშვილი სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მან ულამაზესი ჩატენვითა და ამას მოყოლილი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა – 72:72. მორიგი ე.წ. ენდვანი სანდრომ ოვერტაიმშიც ჩააგდო და ანგარიში ისევ გაათანაბრა (77:77), თუმცა საბოლოოდ გამარჯვება "პროვიდენსელებს" დარჩათ. მსაჯებს გამოეპარათ "პროვიდენსელი" დევიდ დიუკის გარბენი, რომლის პასითაც "პროვიდენსელმა" რივასმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

სანდრომ მთლიანობაში 41 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო: 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მამუკელაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი ააცილა და 12-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მასზე მეტი, 23 ქულა მხოლოდ "პროვიდენსელმა" ნეით უატსონმა ჩააგდო.

2 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, "ჯორჯთაუნთან" გამართავს.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა