აზერბაიჯანის უმაღლესლიგელი თავუზის ”თურანის" თავდამსხმელი უახლოეს დღეებში გაარკვევს, სად გააგრძელებს კარიერას
გიორგი ჭედია უახლოეს დღეებში გაარკვევს, სად გააგრძელებს კარიერას. აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესლიგელმა თავუზის ”თურანის" თავდამსხმელმა გვითხრა, რომ სხვა შემოთავაზებები აქვს და არჩევანს მალე გააკეთებს.

22 წლის ჭედიას ”თურანთან" კონტრაქტი დაუსრულდა და, როგორც ჩანს, აზერბაიჯანში დარჩენის დიდი სურვილი არ შერჩა.

”კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ამომეწურა. ”თურანში" ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა, აზერბიაჯანში ცნობილი სპეციალისტი ასკერ აბდულაევი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში და აზერბაიჯანის ბევრ ცნობილ კლუბში უმუშავია - ”ბაკიში", ”ნეფთჩიში"... აქედანაც ჩანს, რომ მომავალი სეზონიდან ”თურანის" გაძლიერება სურთ. ის დარჩენას მთავაზობს, მაგრამ ჯერ თანხმობა არ მითქვამს, რადგან საქართველოში დაბრუნებას რამდენიმე კლუბი მთავაზობს და თუ კარგ პირობებს შემომთავაზებენ, სიამოვნებით დავთანხმდები. უახლოეს დღეებში გადაწყდება, კონტრაქტს ვისთან გავაფორმებ. მოლაპარაკებები დაწყებულია თბილისის ”დინამოსთან", გორის ”დილასთან" და ”გაგრასთან". ჩემი არჩევანი დაახლოებით ერთ კვირაში გეცოდინებათ", - ამბობს ჭედია.

ჭედიას აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბოლო ორი თვე არ უთამაშია. მიზეზი ტრავმა იყო:" ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი კუნთის ტრავმის გამო გამიცდა. თუმცა ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და დარწმუნმებული ვარ, სეზონის განახლებამდე ფორმას აღვიდგენ".

საინტერესო სიახლეებს გვიმხელს ჭედიას მენეჯერი გია ხურციძე: ”კლუბში ბევრი რამ იცვლება. კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა ოლეგ გველესიანი. სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ ბოლნისის ”სიონის" ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი დაიმატონ. ახალი მთავარი მწვრთნელი ასკერ აბდულაევი მას ”ბაკისა" და ”ნეფთჩიში" ავარჯიშებდა და ენდობა. კლუბში რჩებიან გიორგი ბერიაშვილი და ჩემი შვილი, ზურაბ ხურციძე. ჭედიამ კი თავისი ამბავი უკვე გითხრათ. ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სწრაფი და აგრესიული ფეხბურთელების დეფიციტია და გამიხარდება, ჭედია საქართველოს პირველობას თუ დაუბრუნდება."

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა