ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის იმის შესახებ, რომ ფიჯის საფეხბურთო ნაკრებიც ჰყავს და ამ ნაკრების ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი როი კრიშნა ინდოეთის ჩემპიონატის კლუბს "მოჰუნ ბაგანში" თამაშობს.

წინა წელს კრშნამ 21 მატჩში 15 გოლი გაიტანა. 2 წლით ადრე კი ფიჯელი ავსტრალიის ჩემპიონატში თამაშობდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ვერ ვიტყვით, რომ ინდოეთის ლიგა უმაღლესი დონისაა, თუმცა როის გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო კლუბები საკმაოდ კარგ ხელფასებს იხდიან.

აი, კრიშნამ შვებულება სახლში გაატარა, თუმცა საკმაოდ ადრე დაასრულა - სამ ქვეყანაში 1 თვეზე მეტხიანი კარანტინის გავლა დასჭირდა. ადრე როი 4 რეისს იცვლიდა და სახლში 2 დღეში იყო ხოლმე, ახლა კი უფრო განსხვავებული ისტორია ჰქონდა:

✈️ ფიჯის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდა, 1 საათიანი ფრენის შემდეგ ახალ ზელანდიაში დაფრინდა და ოუკლნდში 2-კვირიანი კარანტინი გაიარა.

"პარანოიკივით ვიქცეოდი. სულ დეზინფექციას ვატარებდი, ყველგან სპრტიანი საწმენდები მქონდა და რასაც ვეხებოდი, ყველაფერს ვწმენდდი,"- იხსენებს ფეხბურთელი.

კრიშნა კარანტინში იყო და გარეთ არ გადიოდა, არა და ამის უფლება ჰქონდა. როცა კარანტინი დასრულდა, როი ნათესავებთან წავიდა (ის ახალი ზელანდიის მოქალაქეც არის) და 1 კვირა მათთან გაატარა: გოლფი ითამაშა, პლაჟზე ისეირნა და ავსტრალიამდე გასაფრენ რეისს დაელოდა, რომელიც მხოლოდ 1 კვირის შემდეგ იქნებოდა.

თუმცა, კრიშნა თვითმფრინავზე არ არუშვეს. პროტოკოლი არასწორად შეავსო და რამდენიმე ტესტის გაკეთება მოუხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა სიდნეიში.

✈️ ავსტრალიამდე ფრენას 3 საათი დასჭირდა. 2 დღე კი კარანტინში გაატარა.

✈️ ამის შემდეგ 13 საათი დელიმდე. იქ კარანტინში მხოლოდ 1 დღე დაჰყო.

✈️ როგორც იქნა, კრიშნამ გოამდე ჩააღწია, ქალაქამდე, სადაც მისი კლუბი თამაშობს. თუმცა, იქ როის 2-კვირიანი თვითიზოლაცია მოსთხოვეს. ამ დროის მანძილზე ის ვარჯიშობდა და თანაგუნდელებს სკაიპით ეკონტაქტებოდა.

პირველი რეისიდან გუნდთან ერთად ჩატარებულ პირველ ვარჯიშამდე ზუსტად 40 დღე გავიდა. ბოლოს კი როიმ ამოისუნთქა:

"პირველ რაც გავაკეთე, გავიცექი და თანაგუნდელებს შევხვდი. ისე მომეწონა ქუჩაში ყოფნა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. თითქოს სახლში დავბრუნდი."

ინდოეთი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის დაწყებიდან 9 ტურია გასული, კრიშნას კი 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გახლავთ.

მომზადებულია Goal-ის მიხედვით

emigranti
ფიჯელი კრიშნა იქნებ დინამოში წამოეყვანათ, ქვეჯგუფში გაგვიყვანს და ევროპაშიც გაიცნობენ:)...ისე საინტერესოა რამდენს უხდიან ინდოეთში?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა