ბრიტანულმა ყვითელმა პრესამ მარია შარაპოვას შესახებ სკანდალური ახალი ამბავი შეიტყო.

ბრიტანულმა ყვითელმა პრესამ მარია შარაპოვას შესახებ სკანდალური ახალი ამბავი შეიტყო. როგორც ირკვევა, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თავის საყვარელ მამას - იური შარაპოვს წაეჩხუბა. მამა-შვილს შორის კონფლიქტი ბელარუსიდან ამერიკაში დაბრუნებისას თვიმფრინავში მოხვდა, სადაც მარია იური ვიქტოროვიჩთან და თავის ბოიფრენდთან - კალათბურთელ საშა ვუიაჩიჩთან ერთად მგზავრობდა.

თვითმფრინავში იური შარაპოვმა ზედმეტი დალია და არაკონტროლირებადი გახდა. თავიდან ახალგაზრდა ბორტგამცილებელს აეტორღიალა, მაგრამ გოგონამ მოახერხა მთვრალი შარაპოვის თავიდან მოცილება. ამის შემდეგ იურიმ დაძინება დააპირა, თუმცა მანამდე თავისი ერთადერთი ქალიშვილის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება გადაწყვიტა.

შარაპოვის სიტყვებიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ მას სასიძოდ არ მოსწონს სლოვენიელი საშა ვუაჩიჩი. როგორც გაირკვა, იური ვიქტოროვიჩს მარიას ქმრად ამერიკელი ჩარლი ებერსოლი წარმოედგინა, რომელიც ამერიკაში ცნობილი ტელემაგნატის დიკ ებერსოლის ვაჟი გახლავთ. მარია ჩარლის ადრე ხვდებოდა და თავისდა საუბედუროდ, სწორედ უმცროსმა ებერსოლმა გააცნო ჩოგბურთელს "ლეიკერსის" კალათბურთელი.

"რატომ მიატოვე ჩარლი? - თვითმფრინავში ხმამაღლა ეკითხებოდა იური მარიას. - რაში გჭირდება ეს მოუხერხებელი კალათბურთელი?"

ბოლო რეპლიკა იური ვიქტოროვიჩმა მაშინ წარმოთქვა, როცა "მოუხერხებელი კალათბურთელი" ტუალეტიდან ბიზნესკლასის სალონში დაბრუნდა. ვუიაჩიჩმა ეს სიტყვები გაიგონა და მიხვდა, რის შესახებაც ლაპარაკობდნენ მამა-შვილი შარაპოვები.

მარიამ ყველაფრის ხუმრობაში გადატანა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს ადგა და სალონიდან გავიდა. მას შემდეგ ჩოგბურთელს მამასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი ჩოგბურთელი ექსტრავაგანტული მამიკოს გამო უხერხულ მდგომარეობაში ხვდება. იური შარაპოვს არაერთხელ გადაუხდია ჯარიმა მატჩების დროს უცენზურო ფრაზების წამოძახებისთვის. ერთხელ მთვრალი იური შარაპოვი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში ჩაება მეორე რუსი ჩოგბურთელის - ანა ჩაკვეტაძის მამასთან. საბოლოოდ, მარიას საქმეების მმართველის - კომპანია IMG-ის წარმომადგენლებმა იური შარაპოვს მიანიშნეს, რომ მისი დასწრება ქალიშვილის მატჩებზე სასურველი არ იყო, ცოტა ხანში კი მარიასთან ერთად ტურნირებზე მგზავრობაც გადააფიქრებინეს. თუმცა იური შვილს სამშობლოში მაინც გაჰყვა და ყველაფერი მორიგი სკანდალით დასრულდა.

სპორტული გაზეთი ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა