მადრიდის "რეალის" 26 წლის ფეხბურთელმა "კადენა კოპესთან" ინტერვიუში გასული სეზონი გაანალიზა და მოურინიო შეაქო
ლისაბონში მყოფი კრიშტიანო რონალდო "კადენა კოპეს" გაესაუბრა. ინტერვიუში პორტუგალიელმა კატეგორიულად უარყო ხმები მისი "მანჩესტერ სიტიში" ან სხვა რომელიმე კლუბში სავარაუდო გადასვლის შესახებ. 26 წლის რონალდომ გასული სეზონი გაანალიზა და ჟოზე მოურინიო შეაქო.

- "რეალმა" ვერც წელს შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა კი მიზანთან ახლოს მივიდა...

- მსურს, "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რომელიც გუნდისთვის საიუბილეო, მეათე იქნება. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ბოლო სეზონებში მადრიდში და, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ქალაქი გარეთ გამოვა, თუკი ჩვენ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ამ მიზნით ცხოვრება, ეს ოცნების ასრულებას გაგვირთულებს, რადგან ცნობილია, რომ სჯობს რაც შეიძლება ნაკლებად შებოჭილმა ითამაშა და, ადრე თუ გვიან, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მეათედ ჩემპიონთა თასს.

- რას ელით მომავალი სეზონისგან?

- დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ბრწყინვალე მოგეგები გველის. ბიჭებს ამაში ეჭვიც არ გვეპარება, ისევე, როგორც ჩვენს მწვრთნელს, რომელიც ყოველ კლუბში, სადაც მოღვაწეობდა, მეორე წელს უფრო დიდ მიზნებს აღწევდა, ვიდრე სადებიუტო სეზონში. სხვათა შორის, ჩემთვისაც მეორე სეზონი "რეალში" გაცილებით ხვავრიელი გამოდგა. გჯეროდეთ, ტიტულები იქნება - ჩვენ იმის პოტენციალიც გვაქვს, რომ ყველა ტურნირი მოვიგოთ, სადაც კი ვითამაშებთ.

- რას იტყვით ჟოზე მოურინიოზე?

- მოურინიომ უკვე დაამტკიცა, რომ საუკეთესოა სხვადასხვა მოწინავე ლიგაში მოღვაწეობით. საუკეთესო სწორედ ისაა, ვინ ამას არაერთხელ დაამტკიცებს. ჩვენს მწვრთნელს ძლიერი ხასიათი აქვს, მისი მენტალიტეტი გამარჯვებული ადამიანისაა. მასთან მუშაობა ძალიან მომწონს და მსურს, რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს "რეალში". ეს უკვე ფაქტია, რომელიც ყველამ დაიჯერა - მოუ დიდი პროფესიონალია. მოურინიოსთან ერთად ჩვენ ყველანი კიდევ "გავიზრდებით".

- ბოლო დროს ხშირად გაიგებთ, რონალდო საოცარი ხელფასის სანაცვლოდ "რეალს" დატოვებსო...

- არა, "რეალის" დატოვებას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ახლა არა. "რეალი" "ბარსელონას" მადრიდის გამო ვარჩიე, სადაც თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ჩემი ნება, რომ იყოს "სამეფო კლუბთან" 10-წლიან კონტრაქტს მოვაწერდი ხელს და კარიერასაც იქ დავასრულებდი. "რეალი" ყოველთვის მომწონდა, "ბარსელონაში" და სხვა კლუბებში გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამ "რეალი" სულ სხვაა. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, ფული მთავარი არაა.

- "რეალში" ახალი სეზონიდან ახალწვეულები იქნებიან, რას იტყვით მათზე?

- ახალწვეულებს პირადად ძალიან კარგად დავხვდები და მათ ჩემი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეთ. კალეხონმა ლა ლიგა ძალიან კარგად იცის, ხოლო შაჰინი და ალთინთოფი დიდი პოტენციალის ფეხბურთელები არიან.

- ჯერ არ გადაწყვეტილა ადებაიორის საკითხი, თქვენი ნება, რომ იყოს, რას იზამდით?

- ძალიან ვაფასებ ემანუელ ადებაიორს. ის არა მარტო კარგი ფეხბურთელია, არამედ კარგი მეგობარიც. ის და მარსელო გუნდში ხალისის შემომტანნი არიან.

- ამბობენ, "რეალში" შეიძლება აგუერო, ნეიმარი და კოენტრაუ ვიხილოთო, მათზე რას გვეტყვით?

- კუნ აგუერო და ნეიმარი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. კუნი უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ხოლო ნეიმარი მომავალში გახდება მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კოენტრაუზე რა გითხრათ - ის ჩემი მეგობარია და ჩემი აზრით, ახლა პორტუგალიურ ლიგაში მოთამაშე საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელია. ძალიან ამბიციური და მოურინიოს მისი ეს თვისება ყველაზე მეტად მოსწონს. ვფიქრობ, კოენტრაო "რეალის" კარგი შენაძენი იქნება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა