22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

Modric
14 იანვარს დავწერე ზედა კომენტარი და დღეს 7 ივლისია. არაბიძემ დატოვა როტორი, ისე, რომ 4 მატჩი ითამაშა. ჯამში 39 წუთი. არც გოლი, არც პასი.
თემო ბუძიას.
აი ეხლა მომისმინე ბუძია აგერ. ეგ ეხლა არის, ბანძღი ღრუზინი ბუძიების ვითომ "ქართული დარიგება" ვითომ "დარიგება" ვაი-უბედურება. თქვენი დრო ბუძო წავიდა, ნუ ბლატაობთ ნუ ბაბანებთ აქ კიდე უბედურად. თქვენ ხართ მარაზმი, საერთოდ არ უნდა მიგაკაროთ ახალ თაობას
gulShematkivrebi
გიო, დაიხსომე, ყველაზე დიდ ფეხბურთს, პერსპექტიულებიდან, შენ ითამაშებ, რადგან აქამდეც ყველაზე შინაარსიანი ფეხბურთი შენ გითამაშია...მიდი გიო, არ დანებდე... ვიცი, რომ მხოლოდ ცეცაძე გენდობოდა, ნაღდად გაუმართლე კიდეც, როგორც კაპიტანმა და ლიდერმა... რაც შეეხება კობიაშვილებს, ყაველაშვილებს, მუჯირებს, კალაძეებს... მათი დრო დასრულდა ბიძინას წასვლასთან ერთად და ამოისუნთქებ, თუ ახლა არველაძეებმა არ შეგვჭამეს...გახსოვდეს, შენი დიდი იმედი გვაქვს...
geno
21-ის ვარ და დიდი ხანია ეს გავიაზრე.
Burton
ანანიძის "შესაცოდი" რა სჭირს? კი, ვერ შეძლო იმ ფეხბურთის თამაში, რასაც მისგან ველოდებოდით, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, რუსეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და ნაკრებშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ფულიც ბევრი იშოვა, თავის ოჯახსაც მიხედა და ბევრსაც ხელი გაუმართა.
Modric
წინასწარ გეტყვით, რომ სეზონში მაქსიმუმ 5 თამაშს ჩაატარებს და ეგ იქნება.
tngh
ეს გიორგი არაბიძის ბოლო შანსია... წარმატებას ვუსურვებ!!!
ექსპერტო
თორნიკე შენგელია გადავიდა კლუბში, რომელიც რუსეთის არმიის პოპულარიზაცია/პროპაგანდისთვის არის შექმნილი (Центральный спортивный клуб армии), ანუ ფაქტობრივად რუსეთის არმიის სამსახურში ჩადგა. ხედავ სხვაობას თუ უფრო დეტალური ახსნაა საჭირო, რატოა ცუდი ქართველი რომ რუსეთის არმიას ეხმარება
გოჩა
ეს კაცი რუსეთში წავიდა სამუშაოდ,მიდი მიაწექი და დაამტკიცე,ხვიჩა რატომ არ აიყვანეს ევროპელებმა,წავიდამ რუსეთში და დაამტკიცა ახლა თხუტმეტ მილონად არ გაყიდეს ცოტაა ბატონოო,იყიდეს მგონი.სამად,ჰოდა რას ვერჩით,გამოიმუშავებს აქეთ მისიანებს ფაეხმარება,როგორ თქვა ბრძენმა სააკაშვილმა,ფულს.სუნი.არ აქვსო,არადა აქვს სუნი,აბა ჩვენი მთავრობებე ძველიც და აცალიც ჩვენ კვყვლიფავს და ბიჭები შრომობენ,ჩინეთში ითაშეთ თუ გინდათ.
ლშა
რუსეთის დროშით რატო ? თუ როტორში დაბრდღვნის ყველაფერს , საქართველოს დროშით იქნება და არა რუსეთის , რანაირად აზროვნებს ეს ხალხი არ მესმის
გენა
ცსკა სხვა თემაა როგორ ვერ ხვდები! ისე, ზოგადად რუსეთში წასვლა, თუნდაც როტორში, დიდი შეცდომაა, მაგრამ ცსკა კატეგორიულად მიუღებელია!
დავითი
ისა და თორნიკე შენგელია სად გადავიდა? რომელ ქვეყანაში? აქ რომ აიკლო საიტი ზოგიერთმა. ეხლა სადა ხართ?
tituu
ვეტერანია უკვე
Gimzeri
Deda komentars ar aketebs am jerze?
დათო
გეთანხმები!!! თან როტრის მწვრთნელმა, ხაცკევჩმა, რომელიც დინამო კიევის მთავარი მწვრთნელი იყო, კარგად იცს გიოს შესაძლებლობა!!! ამიტომ ბევრ დროს მიცემს თამაშისთვის!!!აბა შენ იცი გიორგი, გაგვახარე!!!
qomagi
midi miateki,sheni imedi gvak!
zura70
magari bichia, vusurveb rwmena ar dakargos da bevri shromit sheudzlia didi fexburti itamashos
dato
ოღონდ შნ ივარგე არაბა და ხმის ამომღების
Sgsf
საღოლ ჯიგარო, კიდე მოგვაკეტინე კრიტიკოსებს ჩაკარგული კარიერით!
პპპ123
ამდენ ხანს დაემტკიცებინა თუ რამის თავი გქონდა,დაიშალა ვინმემ.
ziko
ეეე ბიჯო მიდი დაამტკიცე რას იმუქრები, რაც კარგი იქნები ყველა ტაშს დაგიკრავს, რა გჭირს ჯერ არაფერი გაგიკეთებია მასეთი, 1_თი ჯარიმა ყველას აქვს გატანილი უბანში თუ სად და კიდევ სად, რა იყო რას წყრები რა ქედმღლური განცხადებები გაქ,არ გვახსოვს რაღაც მსოფლიო ჩემპიუონატი მოგეგოს,ნიჭი კი გაქვს მაგრამ ამას გამოყენება ჭირდება.
ზაზა
ქვილითაიც უთამაშებელი იყო თითქმის საერთდ არ ეძლეოდა შანსი ბელგიაში მაგრამ გადავიდა ანორთოსისში და ახლა უკვე ბომბარდირობისკენ იწევს მშვენიერ სეზონს ატარებს კვიპროსში დიდი იმედი მაქვს არაბიძეც ასევე კარგად ათამაშდება ძალიან ცუდია რომ როტორი მძიმე მდგომარეობაშია გუნდს სჭირდება მოგებები რომ ამოვიდეს გასავარდნი ზოდან და იმედი მაქვს ამოვა ბევრი ქართველი თამაშობს ამ გუნდში და არ მინდა მე 2 ლიგაში გავარდნენ.
გიო
სიმართლე ვთქვათ ჯუღელმა ბევრი ქართველი მოაწყო რუსეთის კლუბებში მიუხედავად იმისა რომ ისინი მარტივად რომ ვთქვათ არ აკმაყოფილებდნენ ამ ჩემპიონატის დონეს იგივე არაბიძეც ფეხბურთელი რომელსაც ბოლო 2 სეზონია ფეხბურთი ფაქტიურად არ უთამაშია და ბოლოს თურქეთის მე 2 ლიგაში გამოდიოდა მოაწყო რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდში და მისცა შანსი კვიპროსში ქეცბაია და რუსეთში ჯუღელი ეს ორი კაცი რომ არ იყვნენ დიდი ალბათობით ყაზახეთს და აზერბაიჯანს ვერ გაცდებოდნენ ქარტველი ფეხბურთელების უმეტესობა.
Lasha
კარგი, კრიტიკოსების ჯიბრზე დადგეს ეს კაცი კარგ მოთამაშედ და კრიტიკოსების ჯიბრზე ითამაშოს დიდი ფეხბურთი! გულშემატკივრობა არ გარგებთ არაფერს და იქნება კრიტიკოსების ჯიბრზე მაინც აკონტროლოთ წონა, ფიზიკური კონდიციები და პროგრესი განიცადოთ. თორემ მოხვდებიან რამდენიმე თვით სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში და იქ მთავრდება ამათი განვითარება!
მეგრელი
ამის კრიტიკოსი ვინღაა? ტიპი გასაკრიტიკებელიც აღარაა, ანანიძეს პონტია, ყველას რო გვეცოდება. ყველაზე მაგრად მომეწონა პასუხი კითხვაზე: ნასიონალში რატომ არ გათამაშებენო? მეც არ ვიციო )))) მე ვიცი ზატო, კლასი არ გყოფნის და თან ზარმაცი ხარ, აი ეხლა ნახე რუსეტის ბოლოადგილოსან გუნდში თუ არ გადამაშონ, იმიტომ რომ შენი დონეა ზედგამოჭრილი, თუ არადა მერე დინამოში წამოხვალ და ესე ბიძია
romandro
მიდი ითამაშე ჩვენც ეგგვინდა,თორე კრიტიკოსებს რომ უსმინო საქართველოში ფეხბურთი უნდა გაუქმდეს თურმე...
Георгий
მახსოვს მოსკოვის ლოკომოტივს უნდოდა და გიორგიმ, რუსეთში არავითარ შემთხვევაშიო. წარმატებები გიორგის!
დათო
გენო გეთანხმებით, მაგრამ ზოგს ეს ქრონიკულად მიყვება ცხოვრების ბოლომდე, ზოგს კი რაღაც პერიოდი უქრის თავში, შემდეგ კი დინჯდება!!! ჩვენც მეტ-ნაკლებად ასე არ ვიყავით???!!! ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ ეს ეტაპი გაიარა, მის თავში პეპლები აღარ დაფრინავს და ჭკუაზეა მოსული!!! ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ვნახოთ !!! მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ლამაზი ფეხბურთის თამაშს!!! მის მიერ საჯარიმოებიდან გატანილი ბევრი გოლი, ხომ მართლაც შედევრია!!!
ფანი
ღმერთმა ქნას დაბრდღვნა ყველაფერი გიო, მაგრამ მაიცდამაინც გულზე რუსეთის დროშით უნდა დაამტკიცო შენი კლასი? აქამდე გექნა ეგ ამბავი სადმე შე კაი კაცო.
ირაკლი
ნამეტანი მკაცრი ხარ, თუ ადამიანისთვის კარგი გინდა ასეთი მყრალი ლაპარაკი არ უშველის. გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი-ო ქვეყანამ იცის. ასეა თუ ისე, მთავარია რომ ყველა აღიარებს ამ ბიჭის განსაკუთრებულ ნიჭს და შესაძლებლობებს, ამიტომაცაა განსაკუთრებით რომ გვენანება მისი დაკარგვის! რუსეთის პრემიერლიგა რა დონის ტურნირია, ევროტურნირებზე "დაამტკიცეს" რუსულმა გუნდებმა (ერთიმეორეზე სამარცხვინოდ გამოვიდნენ), თუმცა ქართველებისთვის დიდ ფეხბურთში შესასვლელად მაინც ვარიანტია. რაც შეიძლება მალე უნდა ამოიქოქო და გვანახო რა შეგიძლია! მთავარია თუ შეძელი დიდი ფეხბურთის თამაში, მაგ წუმპეში არ ჩარჩე, თორე მოგიწევს ქურდებთან და მათ ძმაკაცებთან მეგობრობა, მერე უკვე ნაღდად ვეღარ დადგება შენგან ვერც კარგი ფეხბურთელი და ვერც კარგი ადამიანი! წარმატებები და გვეიმედები!
gio
22 წლის ფეხბურთელს როტორში გადასვლა უხარია
კახა
წარმატებები გიორგის ამდენი წვალების შემდეგ და მალადეც მამუკა ჯუღელს.მაგარ საქმეს უკეთებს ბიჭებს.
ჯარჯი
ორი შესაბოლი ფეხბურთელი დავითაშვილო და არაბიძე..მაგრამ საქმეს სჭირდება ასე ჩაერიცხებათ და 45-პრ-ი არქიპოს..ისე ვის რად უნდა ეს ორი ბიდონი...
geno
რა ვერ გაიგეთ,რომ პრობლემა თავშია. ნებისმიერ სფეროში წარმატებას, რომ მიაღწიო შუაზე უნდა გაიხე, მეც მინდა გულაობა და ბევრი ფული, მაგრამ ეგრე არ გამოდის. ამათ ნაშებში გრიალიც უნდათ, სირბილიც ეზარებათ და მესის დონეზე თამაშზეც არ იტყვიან უარს. ეგენი ერთად არ არსებობს. გათენდება დაიწყე ვარჯიში, ივარჯიშე დღის ბოლომდე, მერე დაიძინე. ესაა წარმატების ფორმულა და არა იმის ყვირილი, ებიჯო მჩაგრავენ, არ მათამაშებენ. ჰოლივუდის ფილმების ნუ გჯერათ რა, ლოთი და მაგარი პილოტების არსებობის, ზღაპარია ეგ შეიგნეთ.
იკა
ოღონდ შენ ათამაშდი და ვისაც არ გაეხარდეს.......
დათო.შახტარი-მალმე, ტრუსკოვეცი- მორშჩინსკოე.
გიო დიდი იმედი მაქვს , რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!!! ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!!! არ დამავიწყდება შენთან შეხვედრა ,, მირ ოტელში" და მატჩი მალმესთან!!! და მთავარი, რისთვისაც მე შენ მაშინ დაგაფასე, ეს იყო შენი თბილი საუბარი მამასთან ტელეფონით!!! მოკლედ თავი არ დაზოგო და აბა შენ იცი!!! წარმატებები!!!
buba
უჰჰ!!! შენ გაიხარე რა!!
სოსო
არაბიძეს გატანაც შეუძლია და პასის მიცემაც.ჯარიმებსაც კარგად ურტყამს.სწორედ ასეთი კაცი სჭირდება როტორს და ამიტომ,მგონია,რომ არაბიძეს სათამაშო დროს,საკმაოდ მისცემენ.იმედია,ლიგაშიც შეინარჩუნებენ ადგილს.გიორგის,წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს,ისიც გაიაზრა,რა აკლდებოდა აქამდე.თუ ჯუღელია მისი აგენტი,ისიც დაეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში.ერთს კი,მაინც ვეტყვი,გიორგი,ქსელებში ბევრი და ბევრნაირად წერს,ზოგი ირონიით,ზოგიც,ჩასაფრებულის პოზიციიდან,მაგრამ ისეთიც ძალიან ბევრია,რომელიც მოყვარის პოზიციიდან გაკრიტიკებს და მათი კრიტიკის გატარება,არა მგონია სასარგებლო იყოს.ახლა კი,ბედნიერ, წარმატებულ,უტრავმო ახალ წელს გისურვებ,სწრაფად ფორმაში შესვლას და ნაკრებში დაბრუნებას.
zura
თვითონ ვერ ხვდებიან და იქნებ გავარდეს წელს ეს როტორი და იქ მოთამაშე ქართველ ბიჭებსაც ეშველოთ და ფლამარიონიც დაბრუნდება...
თემო
კრიტიკოსებს კი არა, ერთი თავში ავარდნილი პატარა ბიჭი ხარ, რომელიც ჯერ არაფერს წარმოადგენს. შვილო შენი პრიბლემა იცი რა არის? ნიჭი გადმოგდის ყურებიდან, მაგრამ ამპარტავნება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო, მიუხედავად ნიჭისა. ცოტა დაეშვი მიწაზე. ცხოვრებაში და მითუმეტეს ფეხბურთში არაფერი გაგიკეთებია, ვერც ერთ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრე. მეტი თავმდაბლობა გამოიჩინე და ცოტა აზრზე მოდი, თორემ შენნაირი მუდამ პერსპექტიული ახალგაზრები ისედაც ბევრია საფეხბურთო სანაგვეზე. შენი უფროსი თაობა, შენთვის კარგად ნაცნობი ხალხი შენი ნიჭის ქებასთან ერთად შენს პიროვნულ ამპარტავნებაზე ლაპარაკობდნენ მუდმივად. წლების წინ ვიცოდი რომ ამ პატარა ბავშვს, საკუთარი პიროვნულობა და ხასიათი არ მისცემდა დიდი ფეხბურთის თამაშის საშუალებას. დაეშვი, ჯერ პატარა ხარ, დრო კოდევ გაქვს. რაც მეტად თავში გექნება ავარდნილი ის არაფერი რაც შეგიქმნია ცხოვრებაში, ის გატანილი სამნახევარი ჯარიმა, მით მეტი პროგრესი გექნება. ან არა და ის ბედი გელის რაც შენნაირ ნიჭიერ, პიროვნულად ვერ სოციალიზირებულ, ვითომ მაღალი წარმოდგენის მქონე, დაბალი განვითარების ფეხბურთელებს ;)
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე წავა, შემდეგ კი... - სუარესის ტიტულების კოლექციაში მატებაა
"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება
არაბიძე "ტორპედოში" არ ითამაშებს - სად გააგრძელებს 23 წლის ფეხბურთელი კარიერას
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა
ოფიციალურად: სუარესის ახალი გუნდი ცნობილია
არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა
დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
როგორ გააგდეს ქართველების "როტორი" - გუნდს ყაზანში მოედანზე გასვლა არ უნდოდა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია