ბრაზილიელ-იტალიელი ფეხბურთელისთვის, რომელიც "იუვენტუსის"საკუთრებაა, ყველაზე სასურველი "ნაპოლია"

გასული სეზონის მეორე ნახევარი კარვალიო ამაურიმ საკმაოდ კარგად ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "პარმამ" უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი სერია A-ში. ბრაზილიელ-იტალიელი "იუვენტუსის" საკუთრებაა და ემილიურ გუნდში იჯარის წესით ითამაშა - შესაბამისად, ჯერაც გაურკვეველია, სად იასპარეზებს მომდევნო სეზონში.

ფეხბურთელის პირადი აგენტი ერნესტო ბრონძეტი პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ისეთი პირი უჩას, რომ ამაური არც "პარმაში" დარჩება და არც "იუვენტუსში" დაბრუნდება. ოთხი სერიოზული წინადადება გვაქვს და იქიდან ერთ-ერთს ავარჩევთ.

ორი იტალიური გუნდია, ორიც ინგლისური. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ჯერ სატრანსფერო ფანჯარაც კი არ გახსნილა. რომელ გუნდებზეა ლაპარაკი? - იტალიურების დასახელება შემიძლია, რადგან ეს ისედაც ყველასთვის ცხადია: ერთი "ნაპოლია", ხოლო მეორე "ლაციო". აი რაც შეეცება ინგლისურ გუნდებს, მხოლოდ ის შემიძლია, რომ პრემიერლიგის წარმომადგენლებზე გვაქვს საუბარი. უფრო მეტად დღეს ვერ დავკონკრეტდები, რადგან ამით შეიძლება მოლაპარაკების პროცესი შევაფერხო".

ჟურნალისტები თავად ამაურისაც დაუკავშირდნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "დიახ, ჩემით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, რომელთა შორის "ნაპოლის" გამოვარჩევდი. ვალტერ მაძარის ძალიან უნდა ჩემი დამატება და ბუნებრივია, რომ ეს მახარებს. ამ გუნდში შესანიშნავი შემტევები ასპარეზობენ, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ესეკილ ლავეცია. არგენტინელი გუნდის სული და გულია, რომელიც თითოეულ თამაშში მაქსიმუმს დებს.

ედინსონ კავანის ახლოს ვიცნობ, მასთან ერთად "პალერმოში" ვთამაშობდი და ვიცი მისი შესაძლებლობები. კოჭებში ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო, თუმცა გასულმა სეზონმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ ლავეცისთან და კავანისთან ერთად კარგად შემტევ ტრიოს შევქმნიდი".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა