ესპანურმა El Dia-მ ლიგა ენდესას პირველი წრე (18 ტური) შეაჯამა და ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად "იბეროსტარ ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა შერმადინი 2020 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ამდენად, მოკლე დროში, ქართველი ლეგიონერი უკვე მეორედ დააფასეს. აი, რას წერს El Dia:

"იბეროსტარ ტენერიფესთვის" გიორგი შერმადინის მნიშვნელობას გადაფასებულს ნამდვილად ვერავინ უწოდებს. გასულ სეზონში ის უკვე იყო საუკეთესოთა შორის, ახლა კი, ჩვენი აზრით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, რაზეც სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს. გასულ 18 ტურში შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.3 გახლდათ და ეს მცირედით ნაკლებია მისი გასული სეზონის მაჩვენებელზე. სამაგიეროდ, დაახლოებით 3.5-ით მეტია მისი უახლოესი მდევრის – 'ობრადოიროს" ლიეტუველი ცენტრის, ლაურინას ბირუტისის შედეგზე. რა განაპირობებს ამ სხვაობას? ეს თვალსაჩინოა. 2 მატჩის გარდა, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს დაბლა არასდროს ჩამოსულა. მცირე ჩავარდნები "ვალენსიასთან" (8) და "ბასკონიასთან" (9) თამაშებში იყო.

შეიძლება ითქვას, რომ შერმადინი გასული სეზონის გრაფიკით მიდის, როდესაც რეგულარული პირველობის 22 მატჩში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა ციფრებით გამოიხატებოდა, ჯამში კი, ზედიზედ 32 თამაში ჰქონდა, როდესაც კოეფიციენტი მინიმუმ 11 ჰქონდა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძლიერია ფარქვეშ, სტაბილურად აგროვებს მოხსნებს, საჯარიმოებს კი ლამის 90%-იანი სიზუსტით ესვრის. გიო შთამბეჭდავი შედეგების ჩვენებას ახერხებს იმის გათვალისწინებითაც, რომ გასულ სეზონთან შედარებით სათამაშო დრო მცირედით შეუმცირდა: 25 წუთი 27-ის ნაცვლად.

"იბეროსტარ ტენერიფეში" გადასვლის შემდეგ მის კარგ თვისებებს ერთიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო დაფასებული კალათბურთელი გახადა. როდესაც შერმადინი ბურთს ფარქვეშ იღებს, მისი შეჩერება მხოლოდ უშუალო კონკურენტს ძალიან უჭირს. ის ბურთს გრძელი ხელებით კარგად აკონტროლებს, დამზღვევების გადმოსვლის შემდეგ კი სწორი პასის გაცემაც ისწავლა. ამან ის მოიტანა, რომ გასულ 18-ვე მატჩში ის მინიმუმ ერთ შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ამ დროისთვის, მის აქტივში უკვე 42 პასია, რაც საშუალოდ 2.33-ს უდის. ესპანეთის ჩემპიონატში ცენტრებს შორის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ვალენსიელ ბოიან დუბლევიჩს (2.7) გააჩნია.

შემთხვევითი ნამდვილად არაა, რომ შერმადინი გასული წლის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, ამას გარდა კი, ლიგა ენდესას მე-6 და მე-14 ტურების საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. მას ყველა შანსი აქვს, ესპანეთის ჩემპიონატისთვის თანამედროვეობის რეკორდიც დაამხოს, რომელიც ლეგენდარულ ფელიპე რეიესს ეკუთვნის. 2008-09 წლების სეზონში ესპანელი ცენტრის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.6 გახლდათ, რაც დღემდე ვერავინ გადაფარა”.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი "იბეროსტარ ტენერიფეს" ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 25:00 წუთი, 17.1 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.3 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.3-ს უტოლდება და ეს მთელ ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 18-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და "ბასკონიასთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ; მომდევნო მატჩს კი 16 იანვარს, სტუმრად, ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიასთან" ჩაატარებენ.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში