ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა მიხეილ ბერიშვილმა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდის “ალ შამალი” ერთ-ერთ ლიდერ “ალ გარაფას” შეხვდა და 20 ქულის სხვაობით – 58:78 წააგო. საქართველოს ნაკრების წევრი თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ბერიშვილმა მოედანზე 34:21 წუთი გაატარა და ისიც იმიტომ, რომ 5 პერსონალური ფოლი მიიღო, თორემ სავარაუდოა, რომ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშებდა. სხვა საქმეა, რომ აღნიშნულ დროში ბერიშვილი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მიხეილმა 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, როგორც აღვნიშნეთ, 5-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ეს, მხოლოდ ალ გარაფას ამერიკელმა კალათბურთელმა ტაილერ ჯეიმს ლი ჰარისმა (32) გადაფარა, რომელმაც 19 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

"ალ შამალს" 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ყატარის ჩემპიონატში, სადაც 9 გუნდი თამაშობს, მე-4 ადგილზე რჩება. 16 იანვარს უწევს თამაში დუდა სანაძის "ალ ხორს", რომლის მეტოქეც "ალ აჰლი" იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, ამ შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 21 ქულა და მე-6 გამარჯვება ყატარში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი