დავით სირაძისა და ლაშა სალუქვაძის გოლებმა "ანჟისა" და "ვოლგას" ვერ უშველა
გუშინ, 14 ივნისს რუსულ პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ქართული გოლების გარეშე არც გუშინდელ დღეს ჩაუვლია.

ნალჩიკის "სპარტაკი" მოსკოვში "ლოკომოტივთან" 1:3 დამარცხდა, არადა, პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა. 21-ე წუთზე ანგარიში დავით სირაძემ გაათანაბრა [იხილეთ ვიდეო]. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 81-ე წუთზე შეცვალეს, "ჩემპიონატ.რუ"-სგან მან 6-იანი მიიღო.

ზედიზედ მეორე ტურია, მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში ხვდება ჯანო ანანიძე. "სახალხო გუნდმა" "ტომთან" სტუმრად გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან - 1:1. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი 67-ე წუთზე შეცვალეს.

"ტერეკი" პერმში "ამკართან" 0:1 დამარცხდა. გროზნოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლევან გვაზავა, რომელმაც მოედანი 74-ე წუთზე დატოვა და 5.5 დაიმსახურა.

"ანჟი" მოსკოვში ცსკა-სთან 0:3 განადგურდა. მახაჩყალელთა კარში ნუკრი რევიშვილი იდგა, საქართველოს ნაკრების მეკარეს 5-იანი დაუწერეს.

გაიმართა "ქართული დერბიც". "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი "ვოლგას" ერთბაშად ხუთ ქართველს დაუპირისპირდა. "კრასნოდარმა" 4:2 გაიმარჯვა [იხილეთ ვიდეო]. ამისულაშვილმა სრულად ითამაშა, ისევე, როგორც ვოლგელებმა, ლაშა სალუქვაძემ, გია გრიგალავამ და გოგიტა გოგუამ. ოთარ მარცვალაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, მათე ვაწაძე კი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. 63-ე წუთზე სალუქვაძემ ანგარიში 3:2 გახადა. მან და გოგუამ ყვითელი ბარათები მიიღეს.

ქართველთა კლუბებიდან საუკეთესო, მეოთხე პოზიცია "ანჟის" უკავია, ნალჩიკის "სპარტაკი" კი ბოლო ადგილზეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა