საქართველოს ჩემპიონატის საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში პირველი წრის ბოლო, მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა
I ლიგაში პირველი წრის ბოლო, მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს გათამაშების ლიდერების თბილისის "ჯიქებისა" და "ბათუმი XV" -ის დაპირისპირება იწვევდა. ორივე გუნდმა ექვსი შეხვედრიდან ექვსივე მოიგო და დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე უნდა გარკვეულიყო, რომელი მათგანი არის უმაღლეს ლიგაში დაწინაურების რეალური კანდიდატი.

თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა, თუმცა გუნდებს ცდა არ დაუკლიათ შესანიშნავი რაგბი ეთამაშათ. "ჯიქების" ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ბოლომდე, დიდი ჟინით იბრძოლა, თუმცა ბათუმელთა გამოცდილებას მაინც ვერაფერი მოუხერხეს და 15:24 წააგეს.

შედეგად "ბათუმი XV" სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო ტურში ბთუმელები სტუმრად დაუპირისპირდებიან აუტსაიდერ ოზურგეთის "არწივებს", რომელმაც პირველი წრის ბოლო ტურში სტუმრად წააგო "თი ბი სი"-სთან 5:33. ეს უკანასკნელი მეორე ადგილოსან "ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება.

"ჯიქები" მე-8 ტურში ქუთაისის "ბაგრატს" უმასპინძლებს, რომელმაც ფოთში დაძაბულ ბრძოლაში სძლია "რაინდებს" - 19:11. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "ხულიგანამ" სამოყვარულო გუნდი დევები დაამარცხა 36:5.

I ლიგა

VII ტური

თი ბი სი-არწივები 33:5, დევები-ხულიგანა 5:36, რაინდები-ბაგრატი 11:19, ჯიქები-ბათუმი XV 15:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი XV - 14 ქულა, 2. ჯიქები - 12, 3. თი ბი სი - 10, 4. ხულიგანა - 8, 5. ბაგრატი - 6, 6. დევები - 4, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.

VIII ტური

არწივები-ბათუმი, ჯიქები-ბაგრატი, რაინდები-ხულიგანა, დევები-თი ბი სი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა