ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ-კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება.

ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი განახორციელებს.

სტადიონის მშენებელი კომპანია "ანაგი" საფარის მოდერნიზებას საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენჯერმე გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე, როგორებიცაა მილანის "სან სირო", ბარსელონას "კამპ ნოუ", ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ზორბეგი
კი კი აბა რა, კაია, აბა რა ეგრე გააგრძელეთ, მერე იტყვით განათება არ ვარგა, ბერნაბეუსი უნდა დავაყენოთო
jjj
1986 წელს ლანჩხუთის გურია გადავიდა სსრკ ჩემპიონარტის უმაღლეს ლიგაში და საღაც თვენახევარში აშენდა იმ დროისათვის ჩინებული სტადიონი და დაიგო მოედანზე ბუნებრივი საფაი, რომელმაც 20 წელზე მეტი გაძლო საუკეთესო ფორმაში,თან ყოველგვარი მოვლის გვარეშე 90-იანებში სტადინს ვინ მოუვლიდა ყველა ხვდებით, დავიჯერო მაშინდელი სპეციალისტებიდან აღარავინაა ცოცხალი, რომ მილიონები არ ვყაროთ სადღაც?
Zaza
ხოდა მაგ ბრიტანეთში ყველგან ეგეთი საფარაია სადაც მაგარი სტადიონები და გუნდები ყავთ თორე ბრიტებს მწვანე საფარის მოვლა არ ეშლებათ.ჩვენთან კიდე აგრონომები გაქრა და მათ ფუნქცია პოლიტ ელიტა მ შეითავსა აგერ უკვე 20 წელია. დდ
mvx
გახსნის შემდეგ მეორე თამაშზე მოედანი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საკმაოდ დიდი დრო იყო გასული ბალახის დაგებიდან გახსნამდე და გაზონი წესით უკვე გამაგრებული და თამაშებისთვის უკვე მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ისმის კითხვა ვინ დააგო გაზონი, ვისთან დადეს ხელშეკრულება. ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის გამოსაძიებელია, რადგან სტადიონი სახელმწიფო ფულით აშენდა. აღარ შეიძლება ამდენი უკონტროლობა და განუკითხაობა. დიდ ბრიტანეთში სულ წვიმს, და უფრო მეტი ნალექია ვიდრე ბათუში მაგრამ სტადონებზე გაზონს ორ-სამჯერ არ აგებენ. სირცხვილი აჭარის ხელისუფლებას.
კაკო
რამოდენაა ის ძაღლი და მისი თავი, რომელიც ამ სტადიონის საძირკველშია ჩამალული? თავიდან ამბობდნენ რომ ეს მშენებლობა მიდის ძალიან დაბალი მოგების მარჟით მხოლოდ 5%-ითო მაგრამ ყველაფერი ხარისხში გადაიტანა მშენებელმა კამპანიამო. ჰოდა ჩემო კარგებო ის 5%-იანი მარჟა მოგების რომ ვერ ფარავს ამ უძვირესი მოედნის დაგებას, რა ასეთი ქველმოქმედები ხართ რომ ამოდენა ფულს ხარჯავთ? ანაგი მანამდის დიდად არ გამოირჩეოდა მასშტაბური ქველმოქმედებობით და ახლა რა აგიტყდათ? ვინ გაქველმოქმედებთ და ვინ შეგაწერათ? რატომ შეგაწერათ? თქვენ ხომ პრეცედენტს უშვებთ რომ არასწორი პროექტის და მოთხოვნის წარმომდგენები არ ისჯებიან და სჯით საკუთარ კომპანიას? ხვალ და ზეგ რომ ასე სხვაგანაც მოხდეს?
მიშა
მე რომ ჩამოვალ დაგება მერე ნახეთ
Zaza
საფარის ხარისხი სტადიონის ხარისხთან არაფერ შუაშია ეგ პრობლემა აჭარას სულ ქონდა უბრალოდ თავიდანვე ეგ საფარი უნდა დაეგოთ მიუხედავათ იმისა რო საკმაოდ ძვირია
სოსო
ფაქტობრივად ჯერ არ გახსნილ სტადიონს,უკვე მესამე საფარი ეგება.ახლა მითხარით,უშუალოდ სტადიონის მშენებლობის ხარისხზე,რისი იმედი უნდა გვქონდეს?ან მასაც მეორედ და მესამედ ააშენებენ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა