ზე რაგბის რეგულარული გათამაშების პლეი ოფში თამაშის უფლება ოთხ გუნდს გუნდს, ბრისბენის "რედსს", კეიპთაუნის "სტორმერზს", ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს"და ოქელნდის "ბლუზს" აქვს განაღდებული
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება კი ოთხ გუნდს გუნდს, ბრისბენის "რედსს", კეიპთაუნის "სტორმერზს", ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს"და ოქელნდის "ბლუზს" აქვს განაღდებული. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სამი, პრეტორიის "ბლუ ბულზი", დურბანის "ნატალ შარქსი" და სიდნეის "ვორათაზი" იბრძვის.

ბოლოსწინა ტურში "ვორათაზმა" უმოტივაციო დანიდინის "ჰაილენდერზს" უმასპინძლა და იოლად მოუგო 33:7. სიდნეელებმა ყველაფერი იღონეს საპრემიო ქულის მოსაპოვებლად. მათ მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, რომელთაგან სამი შუამარბის ტომ კარტერის ანგარიშზეა.

"ვორათაზი", რომელიც ახლა 52 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ბოლო ტურში შინ ეთამაშება ასევე უმოტივაციო კანბერის "ბრამბიზს". მასპინძლები, სავარაუდოდ, აუცილებლად პრემიალური ქულით მოიგებენ, რაც საშუალებას მისცემს 57 ქულა დააგროვონ და საპლეიოფო ექვსეულში შეაღწიონ.

ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან სატურნირო ცხრილში მის წინ მყოფილ პრეტორიის "ბლუ ბულზი" და "ნატალ შარქსი" ბოლო ტურში ერთმანეთის წინ წარსდგებიან. ამ მატჩში ფრე ხელს მასპინძლებს, "ლურჯ ხარებს" აძლევს, თუმცა ეს ხელს არ უშლის "ვორათაზს". ერთი სიტყვით "ნატალ შარქსმა" სტუმრად აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლეი ოფის მიღმა დარჩება.

პრეტორიელებმა ბოლოსწინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად, კეიპთაუნში "სტორმერზთან" - 19:16. მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დამთავრდა. მატჩში გარდამტეხი 65-ე წუთზე "ბლუ ბულზის" ცხრა ნომერის ფრანსუა ჰაუგარის ლელო აღმოჩნდა. მგეზავმა მორნი სტეინმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, რასაც ათ წუთში საჯარიმოც მიაყოლა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე სტუმრები 13 ქულით დაწინაურდნენ.

"სტორმერზმა" მატჩის დასკვნით მონაკვეთში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა მაქსიმუმი რაც მოახერხა, ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება იყო.

დიდი ბრძოლა გადახდა სტუმრად იოანესბურგის "ლაიონზთან" დურბანის "ნატალ შარქსს". პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციო "ლომებთან" 46-ე წუთისთვის 21 ქულით აგებდა - 30:9.

როგორც ჩანს, მასპინძლებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, დურბანელებიც მარცხის საფრთხემ გამოაფხიზლა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს - 30:30.

სტუმართა გუნდში კვალვ საუკეთესო იყო მგეზავი პატრიკ ლამბიე, რომელმაც ერთი ლელო, სამი საჯარიმო და სამი გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). მასპიNძელთაგან კი თავი გამოიჩინა მესამეხაზელმა კობუს გრობელაარმა, მის ანგარიშზე ორი ლელოა. მგეზავმა ბუჩ ჯეიმზმა კი სამ-სამი საჯარიმო და გარდასახვა მიითვალა.

სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ტომ კარტერი, 12. პეტ მაკკები, 11. ზაკ გუილდფორდი, 10. პატრიკ ლამბიე, 9. იანო ვერმაკი. 1. დინ გრეილინგი, 2. სტივენ მური, 3. ჩარლი ფაუნუინა, 4. ბრედ თორნი, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. კობუს გრობელარი, 7. დევიდ პოქოკი, 8. კირან რიდი.

XVII ტური

A ჯგუფი

ბრამბიზი-მელბურნ რებლზი 32:17, ვორათზი-ჰაილენდერზი 33:7, ფორსი-რედსი 21:24

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 62 ქულა, 2. ვორათზაი - 52, 3. ფორსი - 33, 4. ბრამბიზი - 33, 5. მელბურნ რებლზი - 23.

XVIII ტური

მელბურნ რებლზი-ფორის, ვორათაზი-ბრამბიზი

B ჯგუფი

ჩიფსი-ჰარიკენზი 18:18, კრუსეიდერზი-ბლუზი 23:16

სატურნირო მდგომარეობა

1. კრუსეიდერზი - 57 ქულა, 2. ბლუზი - 56, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჩიფსი - 40.

XVIII ტური

ბლუზი-ჰაილენდერზი, ჩიფსი-რედსი, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი

ჩ ჯგუფი

ლაიონზი-ნატალ შარქსი 30:30, სტორმერზი-ბლუ ბულზი 16:19

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 58 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 53, 3. ბლუ ბულზი - 53, 4. ჩიტაზი - 39, 5. ლაიონზი - 25.

XVIII ტური

ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი, ჩიტაზი-სტორმერზი

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს